შვილმკვდარი დედა ახალი განსაცდელის წინაშე!
2019 ივნისი 10
ჭელიძეების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შიმშილი, სიღატაკე და უიმედობა - ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი გახდა
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,403 ₾
(
111 დონორი )
ჭელიძეების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შიმშილი, სიღატაკე და უიმედობა - ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი გახდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ისინი ყოფილი სტამბის გაპარტახებულ შენობაში შეასახლეს, სადაც ისეთი სიდუხჭირე სუფევს, რომ ნებისმიერს გული მოუკვდება ნანახით.
განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც არ აქვთ არათუ განვითარების ნორმალური შანსი, არამედ ელემენტარული საკვებიც კი. გასულ წელს, უბედურმა შემთხვევამ ჭელიძეების ოჯახის 5 წლის შვილის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ჯერ კიდევ ვერ შეეგუენ ამ საშინელ ფაქტს, მითუმეტეს, რომ ტრაგედიის განმეორების გამუდმებულ შიშში არიან.
მეგობრებო, მოდით ამოვუდგეთ გვერდში ჭელიძეების ოჯახს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მოდით, დავეხმაროთ ამ ბავშვებს, რომ მათ არ იშიმშილონ და არ ენატრებოდეთ პურის ნატეხი; მოდით გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ავარიდოთ ეს ოჯახი ახალ განსაცდელს.
ჩვენ ვესაუბრეთ იზო ჭელიძეს, ორი შვილის დედას, და ვთხოვეთ მას გაეზიარებინა საკუთარი ტკივილი:
- დედისთვის ძალიან მძიმეა შვილის დაკარგვა. როგორ შესძელით ამ ტრაგედიის გადატანა?
იზო ჭელიძე: ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული ამ ტრაგედიიდან. სულ ჩემს გარდაცვლილ შვილზე ვფიქრობ; მესიზმრება ხშირად; ისე მგონია, რომ სადღაც აქ არის და მეძახის : „დე, არ მიმატოვო...“.
- ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
იზო ჭელიძე: ეს ყოფილი სტამბის შენობაა. 10 წლის წინ სახელმწიფომ გადმოგვცა საკუთრებაში. საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რა გვექნა, წასასვლელი არსად გვქონდა. ვერ გავარემონტეთ, რადგან სოციალური შემწეობა, რომელსაც ვიღებთ, საკვებზე გვეხარჯება და სხვას მეტს ვერაფერს ვაკეთებთ.
-რაში გამოხატება „საშინელი პირობები“?
იზო ჭელიძე: ირგვლივ ყველაფერი ნესტიანია, ჭერიდან წვიმა ჩამოდის, ავეჯი პრაქტიკულად არ გვაქვს, საწოლები მწყობრიდანაა გამოსული, არც მაცივარი გვაქვს და არც გაზქურა, არც სარეცხი მანქანა და არც გამათბობელი; წყალი ქუჩიდან მოგვაქვს და ბაკებში ვაგროვებთ, ვწვალობთ...
-მეუღლე არ მუშაობს?
იზო ჭელიძე: ქალაქ ბაღდათში საშინელი უმუშევრობაა, მზად არის იმუშაოს ნებისმიერ ადგილზე მაგრამ, ვერაფერს შოულობს. იგი წარმოშობით არის სოფელ ფერსათიდან. ჰქონდა კარგი სახლ-კარი, მაგრამ დაიწვა, ნივთების გადარჩენაც ვერ შესძლო... მერე სახელმწიფომ ეს შენობა გამოგვიყო საცხოვრებლად...
-რა წარმოადგენს თქვენს მთავარ პრობლემას ამჟამად?
იზო ჭელიძე: ყველაზე მეტად შიმშილის მეშინია. უფრო სწორად, მეშინია, რომ ბავშვები არ დარჩნენ მშიერნი. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საქმე ცუდად წავა, ახალი განსაცდელის წინაშე ვდგავარ!
-დახმარებისთვის ხომ არ მიგიმართავთ მაჟორიტარი დეპუტატისთვის ან ადგილობრივ ხელისუფლებისთვის?
იზო ჭელიძე: თქვენი იმედი მაქვს. გთხოვთ მიმართოთ დეპუტატს, რომ გვიშუამდგომლოს ჩვენი პრობლემების მოგვარების თაობაზე.
-ბავშვებო, რაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?
გიორგი : მე ვოცნებობ, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი პატარა სახლი; ვოცნებობ, რომ დედა არ ტიროდეს და ჩემი პატარა ძამიკოს სატამაშოები ჰქონდეს...
ლუკა: მე ვოცნებობ სამხედრო მანქანაზე, რადგან მინდა გამოვიდე მეომარი!
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჭელიძეების ოჯახს ძალიან უჭირს ამ ეტაპზე. მათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას აქვს ჩვენს დახმარებას. ისინი საჭიროებენ პირველ რიგში საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს და ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი!
მისამართი: ქ. ბაღდათი, თამარ მეფის ქუჩა, 13, ტელ.: 577381469.
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჭელიძის ოჯახი).
ჩვენი საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/463-chelidze/
ჩვენი საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/463-chelidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|



