ხუთი წელი კომაში
2019 ივლის 2
სამწუხაროდ, აჩიკო ბაირამოვის ჯანმრთელობა ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა. იგი კვლავ ვერ მოდის გონს, ძალიან უჭირს სუნთქვა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
749 ₾
(
60 დონორი )
აჩიკო ბაირამოვი 5 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა. იგი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ საწოლს არის მიჯაჭვული. 30 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამჟამად არის უმძიმესი - მთელი სხეული ატროფირებულია, გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები.
გასულ წელს, როგორც კი გავიგეთ ამ შემზარავი ამბის შესახებ, მომენტალურად გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია აჩიკოს დასახმარებლად. მასში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო. ჩვენ შევიძინეთ ძვირადღირებული მედიკამენტები და გადავეცით აჩიკოს დედას. კიდევ ერთხელ გვინდა უღრმესი მადლობა მოვახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ამ ოჯახის დიდი ტკივილი.
სამწუხაროდ, აჩიკო ბაირამოვის ჯანმრთელობა ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა. იგი კვლავ ვერ მოდის გონს, ძალიან უჭირს სუნთქვა, ტანზე გაუჩნდა ჩირქოვანი ნაწოლები. თუ ასე გაგრძელდა, ახალგაზრდა კაცი განწირულია სიკვდილისთვის.
მეგობრებო, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და აუცილებლად უნდა გავუწოდოთ მას დახმარების ხელი! საკითხი ეხება ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს!
ჩვენ ვესაუბრეთ აჩიკო ბაირამოვის დედას - ჯამილას.
-გეხმარებათ თუ არა ქალაქის მერია?
ჯამილა: მერია იძლევა წამლების ფულს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ჩემს შვილს ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, ამის საშუალება კი არ გაგვაჩნია. მაგალითად, ნაწოლების მალამო, რომელიც 100 ლარი ღირს, 1 თვეც კი არ ჰყოფნის. განსაკუთრებით ძვირია ეპილეფსიის წამლები, 300 ლარამდე ჯდება.
-ჯანდაცვის სამინისტრო თუ გეხმარებათ?
ჯამილა: მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მასაჟის კურსის დაფინანსების თაობაზე. გამომიყვეს 300 ლარი, არადა საჭირო იყო 3000 ლარი. საიდან უნდა მომეტანა ეს ფული. შესაბამისად, ვერ ჩავუტარეთ აჩიკოს მასაჟის კურსი, რასაც მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
-ვინმე გეხმარებათ?
ჯამილა: მეზობლები მეხმარებიან, თქვენი ფონდი დამეხმარა...ძალიან მწყდება გული, რომ ხელისუფლება არ აქცევს ჩემს შვილს სათანადო ყურადღებას. შარშან ჩვენ სოციალური შემწეობაც კი მოგვიხსნეს და მხოლოდ თქვენი ფონდის ჩარევის შემდეგ კვლავ დაგვინიშნეს ფულადი დახმარება. თანხა არის მიზერული, მაგრამ ჩვენთვის თითოეული თეთრი ბევრს ნიშნავს.
-უაღრესად რთულია დედისთვის უცქირო მომაკვდავ შვილს...
ჯამილა: ჩემი გულის მკვდარია. ღმერთს შევთხოვ, რომ ასეთი ტრაგედიას აშოროს ყველა დედას, ყველა ადამიანს. ახლა სასოწარკვეთაში ვიმყოფები, რადგან საშინელებაა, როდესაც უყურებ მომაკვდავ შვილს და ვერ შველი მას... სადღაც გულის კუნჭულში მაინც ვფიქრობ, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, გაუწვდიან აჩიკოს დახმარების ხელს და გაუხანგრძლივებენ სიცოცხლეს.
მეგობრებო, აჩიკო ბაირამოვის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს თანადგომაზე. მოდით, კვლავ დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდში და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად.
თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ აჩიკო და პირადად გაუწიოთ მას დახმარება. მისამართი: თბილისი, კვანტალიანის 108, ტელ.: 555642894. მას ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური კვება.
დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჩიკო ბაირამოვი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|