უფალო დაიფარე ჩვენი შვილები თურქეთში. მიეცი მათ სამსახური სახლში!
2019 ივლის 9
„არ ინერვიულო დედა, ჩემს ქორწილში ვიცეკვებთ“ ეს იყო ჩემი შვილის ბოლო სიტყვები, როდესაც ვაცილებდი საოპერაციოში.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,616 ₾
(
183 დონორი )
„არ ინერვიულო დედა, ჩემს ქორწილში ვიცეკვებთ“ - ეს იყო ჩემი შვილის ბოლო სიტყვები, როდესაც ვაცილებდი საოპერაციოში ის მხოლოდ 22 წლისაა - გვითხრა შაკოს დედამ.
შაკო ბევრს ოცნებობდა და საუბრობდა თავის მომავალზე. თურქეთში წასვლის წინ ამბობდა: „მე უკვე ზრდასრული ვარ, მეც მინდა დავეხმარო ოჯახს, შენ და მამამ ისედაც ბევრი რამ გააკეთეთ ჩემთვისო“.
თურქეთში ჩაის პლანტაციაზე იშოვა სამსახური. დედას არ უნდოდა გაშვება, თითქოს რაღაცას გრძნობდა, მაგრამ ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ თურქეთში გატარებული საზაფხულო არდადეგები მის სიცოცხლეს ამხელა საფრთხეს შეუქმნიდა. სამსახურში შემთხვევით ჭრილობა მიიღო.
„ერთ ჭრილობას ასეთი გართულება როგორ მოჰყვა“ - დედა დღემდე ვერ იჯერებს.
-ქალბატონო იამზე, მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
იამზე წილოსანი: შაკომ დამირეკე და მითხრა, რომ გაიჭრა ფეხი, ვთხოვე ჩამოსულიყო. პროფესიით ექთანი ვარ, საავადმყოფოში ვმუშაობდი და ვიფიქრე, აქ უკეთ მოვუვლიდი და ვუმკურნალებდი. მისი მდგომარეობა კი ყოველ დღე უარესდებოდა. საავადმყოფოში მხოლოდ გადახვევებს უკეთებდნენ და სახლში უშვებდნენ. 10 დღის შემდეგ ტკივილი აუტანელი გახდა და მისთვის ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს. ამით დაიწყო ყველაფერი... უფრო სწორად, დასრულდა...
„უმარტივესი ოპერაციის“ შედეგად შაკოს სისხლდენა დაეწყო და მას გული გაუჩერდა. შემდეგ რა მოხდა საოპერაციოში ჩემთვის უცნობია... თუმცა ჩემი შვილი მას შემდეგ გონზე აღარ მოსულა.
-ახლა როგორ გრძნობს თავს?
იამზე წილოსანი: წევს ლოგინში, იყურება ერთ წერტილში და არაფერზე არ რეაგირებს... ხანდახან მგონია, რომ ჩემი ესმის... შეიძლება მეჩვენება, მაგრამ როგორ გინდა საღი აზროვნების შენარჩუნება, როდესაც სამი წლის განმავლობაში უვლი მომაკვდავ შვილს, როგორღაც ხომ უნდა გავუძლო?! ეს არის ჩემი ერთადერთი იმედი, რომ შაკოს ჩემი ესმის.
იამზე არ კარგავს რწმენას და განაგრძობს შვილთან ყოფნას. უბრალოდ ძალები საერთოდ აღარ აქვს. ზოგჯერ დაღლილობისგან ეძინება შვილის საწოლთან.
„მთელი ცხოვრება ექთანი ვიყავი საავადმყოფოში, ახლა კი საკუთარი შვილის ექთანი ვარ“ - გაგვიზიარა ატირებულმა იამზემ. „ფული, თუ რამე გვქონდა უკვე დიდი ხანია დავხარჯეთ მკურნალობაზე. მიზერული პენსია არაფერზე არ მყოფნის... მათხოვრად ვიქეცი... კეთილი ადამიანების ხელებში ვუყურები. დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლება მეხმარება. თუმცა ეს საკმარისი არ არის... ძალიან მერიდება თქვენ რომ გთხოვთ დახმარებას. არაერთხელ მინახავს როგორ დახმარებიხართ უიმედო ავადმყოფებს, როგორ შეუნარჩუნეთ მათ სიცოცხლე.
შაკოს სჭირდება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური მკურნალობა! თუ თავად არ შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ გააზიაროთ ეს ისტორია, რათა მან ჰპოვოს ადრესატი. სურვილის შემთხვევაში თავად შეგიძლიათ ინახულოთ შაკო და იამზე, მისამართზე: ლანჩხუთი, სოფელი მაჩხვარეთი, სამების ქ. N54 ტელ.: 555 22 54 18
აგრეთვე შეგიძლიათ გაუწიოთ ფინანსური დახმარება ჩვენი ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შაკო ზენაიშვილი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|