ცხოვრება ჯოჯოხეთში!
2019 ივლის 30
უცნობი დაავადება ყოველდღიურად სპობს ახალგაზრდა ქალს. ყველაზე საზარელი კი ის არის, რომ ყველაფერი მისი შვილების თვალწინ ხდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,181 ₾
(
358 დონორი )
„ჩვენი დედიკო ჩვენი გულია და თუ ის მოკვდება, ჩვენც მოვკვდებით“, - ამას 7 წლის დავითი და 6 წლის გიორგი ამბობენ, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ის ესმით, რომ დედა ცუდადაა, უფრო ხშირად კი საკუთარი თვალით ხედავენ როგორ კარგავს გონს დედა და ძირს ეცემა... და ისიც კი არ იციან ცოცხალია თუ არა!
უმძიმესი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. უცნობი დაავადება ყოველდღიურად სპობს ახალგაზრდა ქალს. ყველაზე საზარელი კი ის არის, რომ ყველაფერი მისი შვილების თვალწინ ხდება. უფროსი ბიჭები გულში ყველაზე მეტად განიცდიან: როდესაც ის უგონოდ წევს ხელებს უკოცნიან და თავზე ეფერებიან... პატარა ნანა კი, რომელიც წლინახევრისაა ბოლომდე ვერც კი ხვდება რა ხდება ამ დროს. ხანდახან ისიც კი ჰგონია, რომ დედიკო ეთამაშება...
ჩვენ ნინოს გავესაუბრეთ და გვერწმუნეთ, მსგავსი შემზარავი ისტორია ალბათ არც გაგიგიათ!
ნინო, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ საზარელ ადგილას?
ნინო ბეკურიშვილი: ძალიან ადრე გავთხოვდი, უფრო სწორად კი არ გავთხოვდი, 17 წლის ასაკში მომიტაცეს. ახალ ოჯახში სირთულეები მალევე დაიწყო. ორი ბიჭი გამიჩნდა, მაშინ როდესაც მე თვითონ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი კარგი დედა ვყოფილიყავი... „ოჯახური იდილია“ დიდხანს არ გაგრძელებულა... ერთ დღეს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სახლიდან გამოგვაგდეს!
20 წლის ნინო ორი ბავშვით ხელში ღია ცის ქვეშ დარჩა. მშობლებმა ღვიძლი შვილი ოჯახში არ მიიღეს! დიახ, ასეთებიც ხდება!
თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ღმერთმა მას, საკუთარი უბედურების დასათმენად ადამიანი გამოუგზავნა, რომელმაც ნინო და მისი ბავშვები შეიყვარა! ბიჭები მას „მამას“ ეძახდნენ! ისინი ერთად ახლობლის სახლში დასახლდნენ, რომელსაც უვლიდნენ, ჰქონდათ ჭერი, საჭმელი, სითბო, სიყვარული და როგორც ზღაპარში ისე ცხოვრობდნენ. ...მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა!
- ნინო, მოგვიყევით, სადაა ახლა თქვენი ქმარი?
ნინო ბეკურიშვილი: ორსულობის დროს ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. გონებას ვკარგავდი ხოლმე. ექიმები მიზეზს ვერ ადგენდნენ და ძვირადღირებული მედიკამენტები დამინიშნეს. ასეთი თანხები ჩვენ არ გვქონდა. მეუღლე კაპიკებზე მუშაობდა: ხან მტვირთავად და ხან მშენებლობაზე... მაგრამ ასეთ თანხებს ალბათ სამი წლის განმავლობაშიც ვერ შევაგროვებდით ... ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, რომ ფული იშოვა. ღმერთო, რომ მცოდნოდა ასე მოიქცეოდა... ალბათ მიხვდით, რომ მან იქურდა და 2 წლით ჩასვეს. ჩვენი შვილი - ნანა 1 თვეში გაჩნდა. უკვე წლინახევრის არის ბავშვი, მაგრამ მას ჯერ არ უნახავს მამა, ის კი ბავშვის ნახვას მოუთმენლად ელის. მის გარეშე ძალიან გვიჭირს.
- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვის დაბადების შემდეგ გაუმჯობესდა?
- არა, პირიქით... ძალიან ხშირად ვკარგავ გონებას... არც მახსოვს როგორ მემართება ეს. ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ გავუმკლავდე ამ ტკივილებს და არ ვაგრძნობინო ბავშვებს, ისინი იმდენად მგრძნობიარეები არიან... ყოველი წამოხველებისას იღვიძებენ და მეკითხებიან: „დედიკო ცუდად ხარ?“
უფროსმა ბიჭმა სასწრაფოში დარეკვა ისწავლა... საბრალო ბავშვი, ცუდად რომ ვხდები კალენდარზე ნიშნავს ამ დღეებს... ექიმებსაც ის უხსნის ყველაფერს... ყოველ ჯერზე მედ-პერსონალს ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა უნდა, მაგრამ ვის დავუტოვო ბავშვები? ამიტომ უარს ვეუბნები... ესაა იმის მიზეზი, რომ დღემდე არ ვიცი რა მჭირს... ყველაფერ ამას კიდევ ეს პირობებიც ემატება, ზამთარში კედლები შიგნიდან ყინულით იფარება, წვიმის დროს სახლშიც წვიმს... ჯოჯოხეთის ფილიალში ვცხოვრობთ!
ეგ კი არა, ისიც კი მიკვირს საერთოდ როგორ ვარ ცოცხალი, ჩემი ბავშვები როგორ იტანენ ამდენს, როგორ ვარსებობთ! ნეტა ვის ვავნეთ, რომ ასე დაგვწყევლა? არც ერთი დღე არ მქონია ბედნიერი! მხოლოდ ქმართან ერთად გატარებული წლები და მისი მალე ნახვის იმედი მაძლევს სიცოცხლის ძალას.
ნინო ოპტიმისტია, იმედს არ კარგავს რომ ღმერთი არ მიატოვებთ მათ. ერთადერთი, რასაც უფალს შესთხოვს - ცოტათი მაინც გაუხანგრძლივოს სიცოცხლე, იმისთვის რომ ფეხზე დააყენოს ბავშვები და რაც შეიძლება დიდხანს უყუროს მათ სახეებს.
ნინოს გადარჩენის შანსი კიდევ აქვს! მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, ერთობლივი ძალებით დავეხმარებით მას!
მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ბავშვებისთვის ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ბეკურიშვილების ოჯახი და პირადად აღმოუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება. მათი მისამართია: ქ. თბილისი, ვაზისუბნის რაიონი. შანდორ პეტეფის ქ. #17, ტელ.: 557 71 3070
თქვენ ასევე შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ამ ოჯახს და გადმორიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე. ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ, რა თანხები რაში დაიხარჯა. ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ბეკურიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/372-zakaidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).
ამ ახალგაზრდა ქალისა გადარჩენა და მისი სამი ბავშვის დაობლებისგან ხსნა მხოლოდ თქვენ შეგიძლია!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|