„ნიშნობა“ სიკვდილთან!
2019 აგვისტო 19
თითქმის სამი წელი გავიდა ავტოავარიის შემდეგ, მაგრამ ბადრიმ ვერ დასძლია შიში, ეჩვენება, რომ ყოველ წუთს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
935 ₾
(
97 დონორი )
მეგობრებო, ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ ბადრი კობიაშვილს. იგი 45 წლისაა, თუმცა ხნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებს. მისი ცხოვრება მეტად რთულად წარიმართა. ერთმა უბედურმა შემთხვევამ თავდაყირა დააყენა ახალგაზრდა კაცის მომავალი და სიცოცხლით აღსავსე ადამიანი ერთ დღეში საწოლს მიაჯაჭვა. ამჟამად ბადრი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, ერთი ფეხი მეორეზე 10 სანტიმეტრით ნაკლებია, ვერადავერ გადალახა შინაგანი ბარიერი, რომ დასძლიოს შიში და თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას ყავარჯნის მეშვეობით. სიტუაციას უფრო მეტად ამწვავებს ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც არ იძლევა ავადმყოფის სათანადო მკურნალობის საშუალებას.
2017 წლის 23 თებერვალს ბადრი კობიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. საცოლესთან 2 დღის წინ დანიშნულმა, გადაწყვიტა მისი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი მოვლენა რესტორანში აღენიშნა. მეგობრებმა ცოტა დალიეს, იმხიარულეს, ადღეგრძელეს სასიძო, უსურვეს მას ბევრი შვილი... გავა სულ მცირე 2 საათი და ბადრი საშინელ ავტოავარიაში მოყვება.
„საკმაოდ გვიანი იყო, გავედი ტრასაზე ტაქსის გასაჩერებლად, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო, - იხსენებს ბადრი. უცებ გამაოგნებელი დარტყმა ვიგრძენი. დარტყმის ტალღამ თავით ასფალტს დამანარცხა. ამ დროს, ისევ ვიგრძენი უკიდეგანო ტკივილი, ტრასაზე მთელი სიჩქარით მიმავალმა ავტომანქანამ გადამიარა, თითქოს რაღაცა მომწყდა, დავიწყე კვნესა და როდესაც ჩემს თავთან საკუთარი ფეხის ტერფი დავინახე, გონება დავკარგე“.
დროს რაღაც პერიოდი ბადრი სისხლის გუბეში ეგდო, მისი სხეული პრაქტიკულად არ სუნთქავდა. შემთხვევით გამავალი ავტომანქანის მძღოლმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებმა დაზარალებულს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, ფაქტიურად სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან.
თქვენ, ალბათ, იკითხავთ - სად არიან დამნაშავეები? დაისაჯნენ ისინი თუ არა?
„როდესაც შემატყობინეს ჩემი შვილის ავტოავარიაში მოყოლის ამბავი, გაოგნებულმა დავიწყე ტირილი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ბადრი გადარჩენილიყო. მაშინ არ ვფიქრობდი დამნაშავეებზე, ამის თავი არ მქონდა, მხოლოდ ვლოცულობდი, - იხსენებს ბადრის დედა მარგო კობიაშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციამ მითხრა, რომ ტრასაზე არ იყო დაყენებული კამერები და შეუძლებელია დამნაშავეების ვინაობის დადგენაო. ეს ცოდვა მათ სინდისზე იყოს. მე, ქრისტიანი ქალი ვარ და ვაპატიე მათ ეს დანაშაული, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი გადარჩა და ცოცხალია“.
-როგორია ბადრის მდგომარეობა სადღეისოდ?
მარგო კობიაშვილი: თითქმის სამი წელი გავიდა ავტოავარიის შემდეგ, მაგრამ ბადრიმ ვერ დასძლია შიში, ეჩვენება, რომ ყოველ წუთს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს. ძილში საუბრობს, ყვირის, ოხრავს. გავაღვიძებ, ჩემს ხელს გულთან ახლოს მიიტანს და მერე მშვიდად ჩაეძინება. დიახ, ბადრი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. აი, მაგალითად, გვაჩუქეს ყავარჯნები, მაგრამ ისტერიული შიში აქვს, ეშინია, რომ ვერ დადგება ფეხზე და იატაკზე დაეცემა. ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ საიდან მოვიტანო ფული? მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ და თავი ძლივს გაგვაქვს...
-ვინმე გეხმარებათ, ვთქვათ ხელისუფლება?
მარგო კობიაშვილი: მოდით, ნახეთ ჩვენი ბინა და მიხვდებით, გვეხმარებიან თუ არა...ბინაში რემონტი 20 წლის წინ არის გაკეთებული, არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც გაზქურა, არც მაცივარი და არც ნორმალური თეთრეული. რაც გვქონდა ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბადრისთვის მემკურნალა. ძალიან გვიჭირს, ხანდახან პურის ფულიც არ გვყოფნის.
-ალბათ ძალიან რთული ბადრის მოვლა, არა?
მარგო კობიაშვილი: მე ვარ 62 წლის, ჯერ კიდევ ცოტა ძალა მაქვს, მაგრამ ჩემი 75 წლის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ბოლო დროს საკმაოდ შეირყა. იცით, მე ყოველდღე ვლოცულობ, ვევედრები უფალს, რომ გადმოგვხედოს, ვევედრები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გამოგვიწვდიან. აი, სწორედ ამიტომ მივმართეთ თქვენს ფონდს და დახმარების დიდი იმედი გვაქვს!
- სად მუშაობდით ავარიამდე?
ბადრი: მუშად ვმუშაობდი სასადილოში. დალხენილი ცხოვრება არ მქონდა, მაგრამ არ ვშიმშილობდით, მშობლებსაც ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად.
-სად გაიცანით თქვენი საცოლე?
ბადრი: მე არ ვიცნობდი მას. ეს იყო გარიგება. მე მისი ფოტო მიჩვენეს, მას კი - ჩემი. მაშინ 43 წლის ვიყავი, ხოლო იგი - 38. ორივეს გვინდოდა დაქორწინება და ოჯახის შექმნა, თან ასაკის გამო დრო არ ითმენდა და ვჩქარობდით...
ახლა სად არის იგი?
ბადრი: კახეთში ცხოვრობს, არ გათხოვილა. ვოცნებობ, რომ ფეხზე წამოვდგე და გავიარო, შევხვდე მას და ვიქორწინოთ! მე იმედი მაქვს, რომ კეთილი ადამიანები დამეხმარებიან სირთულეების დაძლევაში, გაითავისებენ ჩემს სულიერ ტკივილს. მერ თქვენი მჯერა!
მეგობრებო, ბადრი კობიაშვილი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ის და მისი ხანდაზმული მშობლები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ! კონკრეტულად ისინი საჭიროებენ: საკვებ პროდუქტებს. მედიკამენტებს, მაცივარს, სარეცხ მანქანას, თეთრეულს, გაზქურას...
დაურეკეთ ბადრის და ის თავად მოგიყვებათ მისი პრობლემების შესახებ, შეგიძლიათ პირადად აღმოუჩინოთ მას დახმარება. კარგი იქნება ამ პოსტის გაზიარებაც, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანის წაიკითხავს მას, მით უფრო იზრდება ბადრის დახმარების შანსი. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ვაზიანი, 3 კორპუსი, სახლი 6, ტელ.:
557 599299.
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბადრი კობიაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
სიკეთე და თანაგრძნობა - ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|