მამა-შვილს სიკვდილისგან ერთი ნაბიჯი აშორებს!
2019 სექტემბერი 3
განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი გუჩაშვილების ოჯახში, სადაც ორი ავადმყოფი ადამიანია - 83 წლის მამა გიორგი და მისი 37 წლის შვილი ლარისა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,161 ₾
(
297 დონორი )
თიანეთის მხარეში არის სოფელი ბოჭორმა. იქ ხალხი ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი გუჩაშვილების ოჯახში, სადაც ორი ავადმყოფი ადამიანია - 83 წლის მამა გიორგი და მისი 37 წლის შვილი ლარისა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: მამამ გადაიტანა ინსულტი, დაქვეითებული აქვს მხედველობა, უჭირს გადაადგილება, მისი ქალიშვილი კი, უბრალოდ, იტანჯება შაქრის დიაბეტისგან. მას ეს დაავადება ბავშვობიდან აწუხებს, რომელმაც დროთა განმავლობაში უმძიმესი ხასიათი მიიღო. ლარისამ დაკარგა კბილები, არ შეუძლია სიარული, ღვიძლია აქვს გადიდებული, ხოლო თირკმელები - დაზიანებული.
მამა-შვილს უვლის 45 წლის მთვარისა გუჩაშვილი. იგი ძალღონეს არ იშურებს მამის და დის მოსავლელად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა სათანადო მოვლისა და მკურნალობის საშუალებას.
დედა 8 წლის წინ გარდაიცვალა და ლარისას ახლა მარტო უხდება უამრავ სიძნელეებთან გამკლავება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იგი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, მითუმეტეს რომ მამისა და დის მდგომარეობა ამ ბოლო დროს კიდევ უფრო დამძიმდა, მისი ძალები კი უკვე გამოიფიტა. .
თუ ახლა არ დავეხმარეთ ამ ოჯახს, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მთვარისა გუჩაშვილს:
-დიდი ხანია, რაც ლარისა ავადმყოფობს?
მთვარისა: ჩემი და, სავარაუდოდ, შაქრის დიაბეტით დაიბადა, თუმცა ეს 10 წლის შემდეგ გავიგეთ. მაშინ ლარისა მეხუთე კლასში იყო, უცებ შეუძლოდ გახდა, დაკარგა ძალა და მას მერე სკოლაში არ წასულა, უფრო სწორად - ვერ შესძლო წასვლა.
-ბავშვს არ მკურნალობდნენ?
მთვარისა: ვუმკურნალეთ, მაგრამ ჩვენს სოფელში არ იყო მკურნალობის ისეთი დონე, რომ დიაბეტი დაგვემარცხებინა. ამას დაემატა 90-იანი წლების საშინელი სიდუხჭირე, რომელმაც კიდევ უფრო გაურთულა ჩემს დას მდგომარეობა, რადგან ელემენტარული საჭმელი არ გვქონდა.
-დღეს როგორია მისი მდგომარეობა?
მთვარისა: ფაქტიურად საწოლს არის მიჯაჭვული, ყველაფერი ტკივა - ღვიძლი, თირკმლები, გული, კბილები დასცვივდა, ჰაერი არ ჰყოფნის, ხშირად მისდის გული, ერთი სიტყვით - ძალიან ცუდათაა.
-მამის მდგომარეობა როგორია?
მთვარისა: გადატანილი ინსულტის შემდეგ, იგი ვერ დადის, დაქვეითებული აქვს მხედველობა, გული ტკივა, ჰაერი არ ჰყოფნის. 37 წელი მეურნეობაში მუშაობდა, საქონელს უვლიდა. ეს სახლი 1967 წელს მან ააშენა, მაგრამ აქ რემონტი 30 წელია, რაც არ გაკეთებულა. სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ყანყალებს, ფანჯრებში მინის ნაცვლად ცელოფნის პარკები მაქვს გაკრული. ჩვენთან ოჯახში აუტანელი საცხოვრებელი პირობებია, მაგრამ რა ვქნათ? ვითმენთ, სხვა გზა არ არის...
-გეხმარებათ ვინმე?
მთვარისა: მეზობლები მეხმარებიან, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან, თუმცა მათაც უჭირთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მხოლოდ ინსულინს გვაძლევენ უფასოდ, მეტს არაფერს. სოციალური შემწეობა და პენსიას გვეხარჯება წამლებში. უამრავი წამალია საჭირო, საჭმლის ფული არც კი გვრჩება.
-საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაქვთ?
მთვარისა: არც გაზქურა გვაქვს და არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა და არც ავეჯი. ძველი რკინის საწოლები გვიდგას და „გაუბედურებული“ ავეჯი...
-რა წარმოადგენს ლარისასთვის გადაუდებელ საჭიროებას ამ ეტაპზე?
მთვარისა: სისხლის გადასხმა ესაჭიროება წელიწადში ორჯერ, გლუკომეტრი არ გვაქვს, ინსულინის გარდა, უამრავი წამალი ესაჭიროება...
-რაზე ოცნებობთ?
მთვარისა: ოჯახის შექმნაზე ვოცნებობდი, მაგრამ მამას და დას ხომ მოვლა სჭირდება, მთელი ჩემი ცხოვრება მათ მივუძღვენი...ალბათ ეს არის ცემი ჯვარი და იგი ღირსეულად უნდა ვატარო!
მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ გუჩაშვილების ოჯახის ტკივილი, არ დავტოვოთ ეს ადამიანები ყურადღების გარეშე და შეძლებისდაგვარად გავუწიოთ მათ დახმარება. ახლა გუჩაშვილებისთვის თქვენს თანადგომას ძალიან დიდი, ვიტყოდით სასიცოცხლო, მნიშვნელობა აქვს!
დაურეკეთ მთვარისას და ლარისას, გაესაუბრეთ საჭიროებების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ისინი და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება! კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს გუჩაშვილების ოჯახის გასაჭირს, მით უფრო დიდი იქნება მათი დახმარების შანსი.
აი, მათი მისამართი: თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოჭორმა, ტელ.: 591 97 46 86.
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლარისა გუჩაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|