„დედა არის ჩემი სიცოცხლე!“
2019 სექტემბერი 9
„ეს ტრაგედია 5 წლის წინ მოხდა. ჩემი სრულიად ჯანმრთელი შვილი უცებ შეუძლოდ გახდა და მას შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
985 ₾
(
76 დონორი )
„ეს ტრაგედია 5 წლის წინ მოხდა. ჩემი სრულიად ჯანმრთელი შვილი უცებ შეუძლოდ გახდა და მას შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული. მთელი ეს წლები არ ვაკლებდი მას ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ უკვე გამომელია ძალა, ხოლო მატერიალური სიდუხჭირე ჩვენს ყოფას აუტანელს ხდის“, - ამბობს ტატიანა ჭაავა.
70 წლის ეს ხანდაზმული ქალი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, რადგან ვერ ხედავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. მისი შვილი, 46 წლის ედიშერი, საწოლსაა მიჯაჭვული. მას დაზიანებული აქვს თირკმლები, ღვიძლი, ხოლო სხეული სრულიად პარალიზებულია. „ედისერს ხელის აწევაც კი არ შეუძლია, წევს ასე უმოძრაოდ და განიცდის მის მდგომარეობას, იმდენად განიცდის, რომ გული მიკვდება მისი შემხედვარე...“, - გვიყვება ტატიანა ჭაავა.
დედა-შვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ცხოვრობს. ისინი ერთ პატარა ხის სახლში არიან შეყუჟულნი, სადაც საშინელი საცხოვრებელი პირობებია: არ არის წყალი, ავეჯი ამორტიზირებულია, კედლები - დაბზარული, ხოლო სახურავიდან წვიმა ჩამოდის. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით ტატიანა ჭაავას:
-გვიამებთ თქვენი შვილის შესახებ, რა შეემთხვა მას?
ტატიანა ჭაავა: ედიშერი წლების განმავლობაში თხილის ფერმაში მუშაობდა, შოულობდა, ასე ვთქვათ, პურის ფულს. ყოველ შემთხვევაში, არ გვიჭირდა. ძალიან შრომისმოყვარე ბიჭი იყო, მეგობრული და მშვიდი ხასიათის. რამდენიმე წლის წინ მას ქვები აღმოაჩნდა თირკმელში, მკურნალობამ ვერ უშველა. საშინლად იტანჯებოდა, წვალობდა და სამუშაოზე წასვლა არ შეეძლო. ბოლოს რაღაც „სოფლის წამალი“ დალია, რამაც ახალგაზრდა კაცი საწოლს მიაჯაჭვა.
-მაინც რა მოხდა?
ტატიანა ჭაავა: წამლის დალევის შემდეგ ცუდად გახდა, თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა. მას შემდეგ ფეხზე ვერ დგება.
-უმოძრაო მდგომარეობაშია უკვე 5 წელი და ამის გამო წონაში მოიმატა, არა?
ტატიანა ჭაავა: სიმსუქნის მეოთხე სტადია აქვს. ეს გამოწვეულია ნივთიერებათა არასწორი ცვლით. მას სპეციალური საკვები სჭირდება, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება...ის კი არა, პურის ფულს ძლივს ვშოულობ...100 ლარი გვაქვს სოციალური შემწეობა და მთელ თანხას ედიშერის წამლებს ვახმარ. როდესაც ჩემი შვილის მდგომარეობა ძალზე გართულდა, 4 წლის პენსია გამოვიტანე წინასწარ. ასე, რომ ახლა პენსიასაც არ ვღებულობ.
- არ უმჯობესდება ედიშერის მდგომარეობა?
ტატიანა ჭაავა: საწუხაროდ არ უმჯობესდება. ღვიძლი გადიდებული აქვს, უჭირს სუნთქვა, თირკმლები ამ ხნის განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, საშინელი ტკივილები აქვს, ძალიან წვალობს.
-ვინმე გეხმარებათ?
ტატიანა ჭაავა: მეზობლები გვეხმარებიან შეძლებისდაგვარად. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მაგრამ სოფელში ხალხი ღარიბია, ყველას უჭირს და მეც ვერიდები მათ შეწუხებას.
-ხელისუფლება არ გეხმარებათ?
ტატიანა ჭაავა: მერია დაგვპირდა სახლში გაზის უფასოდ შემოყვანას და ვნახოთ...
-თქვენი მეუღლე როდის გარდაიცვალა?
ტატიანა ჭაავა: ხუთი თვის ორსული ვიყავი, იგი ავტოავარიაში დაიღუპა. მაშინ გალის რაიონში ვცხოვრობდით მეუღლის სახლში. მერე ჩემს მშობლიურ სოფელ რუხში დავბრუნდი, ვიყიდე პატარა მიწის ნაკვეთი და ეს ხის სახლი ავაშენე.
-აქ საშინელი პირობებია...
ტატიანა ჭაავა: ნამდვილი კოშმარია. ასეთ პირობებში ავადმყოფის მოვლა არის ძალიან ძნელი...ამასწინათ, დიდი ქარი იყო და ხის საპირფარეშო, რომელიც ეზოში გვაქვს, ჰაერში ააფრიალა. ას რომ, ახლა არც ტუალეტი გვაქვს...
-ქმრის გარდაცვალების შემდეგ გათხოვება არ გიცდიათ?
ტატიანა ჭაავა: მე ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და სხვას ვერ შევიყვარებდი. რა ვქნა ასეთი ვარ...სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ერთგული.
-ედიშერ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად, ალბათ დედა, ხომ?
ედიშერ ჭაავა: რა თქმა უნდა, დედა მიყვარს ყველაზე მეტად. დედა რომ არ მყავდეს, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ, დედა არის ჩემი სიცოცხლე!
-რაზე ოცნებობ?
ედიშერ ჭაავა: გამოჯანმრთელებაზე, აბა რაზე უნდა იოცნებოს ჩემს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა... ერთი სული მაქვს, რომ ფეხზე დავდგე, მაგრამ ალბათ მე ეს სიხარული არასდროს მეღირსება...
-ქალბატონო ტატიანა, გაქვთ იმედი, რომ ედიშერი ოდესმე ფეხზე დადგება?
ტატიანა ჭაავა: ეს მხოლოდ უფლის ნებაა, მაგრამ მე მჯერა სასწაულების. ახლა კი კეთილი ადამიანების დახმარება გვესაჭიროება, რომ გადავიტანოთ ეს უმძიმესი პერიოდი და არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში.
მეგობრებო, მოდით გავუწიოთ დახმარება დედა-შვილს, მივცეთ მათ გამოჯანმრთელების შანსი, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ედიშერ და ტატიანა ჭაავები საჭიროებენ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თეთრეულს.
თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. აი, მათი მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი, ტელ.: 592186127. კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ჩაებას საქველმოქმედო აქციაში.
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ედიშერ ჭაავა).
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
სიკეთე და თანაგრძნობა - ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|