უფლის მიერ მოვლენილი სასწაული!
2019 სექტემბერი 17
რევაზ და ნელი ბოყველები ღვთისმოსავი ადამიანები არიან. მათ უფალმა ნამდვილი სასწაული მოუვლინა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
780 ₾
(
51 დონორი )
რევაზ და ნელი ბოყველები ღვთისმოსავი ადამიანები არიან. მათ უფალმა ნამდვილი სასწაული მოუვლინა! შანსი, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ვაჟს შვილი შესძენოდა, უდრიდა ნულს.
ერთხელ, რევაზმა შენიშნა თუ როგორ იტანჯებოდა მისი ვაჟი მარტოობისგან და გადაწყვიტა მისთვის ცოლი მოეყვანა; გააცნო მისი ასაკის ქალი, რომელიც ასევე ეპილეფსიით იყო დაავადებული და პატარა ქორწილიც გადაუხადა.
ახლაგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და ცოტა ხანში რძალი დაფეხმძიმდა. რევაზი და მისი მეუღლე მუხლმოდრეკით ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, უფალს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას შესთხოვდნენ და ჰოი საოცრებავ, მათ ერთი კი არა, არამედ სამი სრულიად ჯანმრთელი შვილიშვილი ეყოლათ!
იყო დიდი სიხარული, ნათელი და ბედნიერი დღეები, თუმცა ახლა, ხანდაზმულობის ჟამს, ბაბუას სულ უფრო და უფრო უჭირს ოჯახის შენახვა, მითუმეტეს რომ ბებია ავად გახდა და საწოლს მიეჯაჭვა, ხოლო შვილის და რძლის დატოვება ყურადღების გარეშე ერთი წუთითაც არ შეიძლება, რომე არაფერი ვთქვათ პატარა ბავშვებზე.
ჩვენ ვიმყოფებოდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში, მოვინახულეთ ეს ოჯახი და ვესაუბრეთ რევაზ ბოყველს.
-რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
რევაზ ბოყველი: ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს, ლამის ვშიმშილობთ. მე 67 წლის ვარ, უკვე ძალა არ მყოფნის, რომ ყველას მოვუარო. მე რომ მოვკვდები, არ ვიცი მათ რა ეშველებათ...
-მეუღლე რამდენი წლისაა?
რევაზ ბოყველი: ჩემი ცოლი 65 წლისაა, ფეხები ტკივა და ფაქტიურად საწოლს არის მიჯაჭვული. სულ ტირის და მოთქვამს. ძალიან განიცდის, რომ ჩვენი ვაჟი ეპილეფსიით არის დაავადებული. მას ხშირად ემართება კრუნჩხვები და ერთი წუთითაც ვერ ვტოვებთ ყურადღების გარეშე.
-ეს თქვენი ინიციატივა იყო, რომ ცოლი მოეყვანა?
რევაზ ბოყველი: გულახდილი ვიქნები თქვენს წინაშე. ვხედავდი ჩემი შვილის მოწყენილ სახეს, მის ტანჯვას მარტოობისგან, სასოწარკვეთილ მდგომარეობას. ვიფიქრე, თავს ცუდი რამე არ დაუშაოს მეთქი და გავაცანი მანანა. ჩემი რძალი მეზობელ სოფელში ცხოვრობდა, ისიც ეპილეფსიით არის დაავადებული. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და პატარა ქორწილიც გადავიხადეთ.
- ახლა მოგვიყევით თუ რა ვითარებაში შეეძინათ მათ შვილი...
რევაზ ბოყველი: როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ მანანა ორსულად იყო, შოკში ვიყავით. გვინდოდა კიდევ ერთი ავადმყოფი ადამიანი? დავაპირეთ წაგვეყვანა ექიმთან აბორტის გასაკეთებლად, მაგრამ ჩვენი ეკლესიის მამაომ მირჩია, რომ არ წავსულიყავით ამ ნაბიჯზე. 9 თვე მუხლმოდრეკილი ვლოცულობდით მე და ჩემი ცოლი, ცივ ნიავს არ ვაკარებდით ორსულ ქალს. უფლის წყალობით დაიბადა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, ეს იყო ნამდვილი სასწაული! უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და აწი მყავს გვარის გამგრძელებელი!
-რა დაარქვით ბიჭუნას, რამდენი წლისაა და ახლა სად არის?
რევაზ ბოყველი: ჩემი სახელი დავარქვით. მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგი, პირიქით - ძალიან გაუხარდათ. რეზო არის ჩვენი ოჯახის იმედი, არაჩვეულებრივი ბიჭუნაა, ძალიან მეხმარება ოჯახის საქმეებში, წყალს მოიტანს, შეშას დააპობს, პატარა და-ძმას უვლის. იგი მეცხრე კლასში სწავლობს, ახლა ექსკურსიაზე იმყოფება კლასთან ერთად...
-ხომ არ იცით, რაზე ოცნებობს რეზო?
რევაზ ბოყველი: ძალიან უნდა ველოსიპედი. დავპირდი, რომ გიყიდი მეთქი, მაგრამ ვერ შევასრულე პირობა. რა ვქნა, ვაგროვებდი თანხას, მაგრამ წამლები ისე გაძვირდა, რომ „ველოსიპედის საკითხმა“ გაურკვეველი დროით გადაიწია.
-თქვენს ოჯახში კიდევ ერთი „სასწაული“ მოხდა...
რევაზ ბოყველი: დიახ, 5 წლის წინ ტყუპები დაიბადნენ - გვანცა და ანდრია. ისინიც სრულიად ჯანმრთელი ბავშები არიან. სანამ რეზო სკოლაშია, მე ვუვლი მათ, ხოლო როცა იგი სკოლიდან მოვა, პატარებს მას „გადავაბარებ“. ძალიან უყვართ და-ძმას ერთმანეთი.
-ბავშვებო, მოდით ჩვენთან, გვიამბეთ რაზე ოცნებობთ, რა გაგახარებთ ყველაზე მეტად?
ანდრია (5 წლის): ყველაზე მეტად მე მინდა შოკოლადი და კიდევ ბანანი...
გვანცა (5 წლის): შოკოლადი მეც მიყვარს, მაგრამ მე ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და ახალ თოჯინაზე...
-თოვლის ბაბუა ხშირად დადის თქვენთან?
ანდრია: თოვლის ბაბუა ჩვენთან არ დადის. ახალ წელს ჩვენთან მოდის ბაბუა რევაზი და ჩურჩხელებს გვჩუქნის...
-ვინ გიყვართ ყველაზე მეტად?
გვანცა: დედიკო, მამიკო, ბე.... ბაბუა,. ბაბუა რევაზი გვიყვარს ყველაზე მეტად...
-რევაზ, როგორ უმკლავდებით ამდენ პრობლემას? დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალიან რთულია...
რევაზ ბოყველი: დიახ, ჩემი ასაკის ადამიანისთვის რთულია, მითუმეტეს რომ საცხოვრებელი პირობები არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი. წყალი ჭიდან მომაქვს, ავეჯი დაძველდა, არც მაცივარი მაქვს და არც სარეცხი მანქანა, ძალიან ვწვალობ. სოციალური შემწეობის და პენსიის თანხა წამლებში მეხარჯება ძირითადად. მე თავად ავადმყოფი კაცი ვარ, ჭიპის თიაქარი მაწუხებს, ბოლო დროს კი მაღალი წნევა დამჩემდა. აი, ეს წამალი გამომიწერა ექიმმა - ერთი აბი ღირს 1,20 ლარი და ასეთი დღეში რამდენჯერმე უნდა მივიღო. რა ვქნა, ეკონომიას ვაკეთებ და დღეში მხოლოდ ერთხელ ვსვამ წამალს. მესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ეს ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა...
-თქვენ მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით, არა?
რევაზ ბოყველი: დიახ. აი იქ, მოსახვევში, შენიშნეთ აღმართული ჯვარი? ეს მე დავდგი, უფალი გვიცავს ჩვენ!
-მეზობლები გეხმარებათ?
რევაზ ბოყველი: ეჰ, სად არიან მეზობლები, დაიცალა სოფელი, აქ ცუდი პირობებია, ხალხი გარბის ქალაქში.... მე არსად დავდივარ, არ ვსვამ, არ ვეწევი, ამისთვის ფულს როგორ დავხარჯავ?! ყველაფერს, რასაც ვშოულობ ოჯახს ვახმარ. არ მაქვს შეცდომის უფლება, ერთი „გადახვევა“ და შეიძლება მას რაღაც ტრაგედიას მოყვეს...
-როგორ ფიქრობთ, რა არის ბედნიერება?
რევაზ ბოყველი: შვილიშვილები ჩემთან წვანან, ჩემს ლოგინში... ძილის დროს, როდესაც ერთი შვილიშვილის ფეხი მუცელზე გადევს, მეორე ბავშვის თავი გულზე, ხოლო მესამე შვილიშვილის ხელები კისერზე გაქვს შემოხვეული - აი, ეს არის ბედნიერება!
მეგობრებო, ბოყველების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზოდი, ტელ.: 595 28 26 61.
თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბოყველების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|