„ხანდახან მინდა დავიძინო და არ გავიღვიძო...“
2019 სექტემბერი 23
მაია ყიფშიძე უკვე 30 წელია, რაც გაუსაძლის სიღარიბეში, გამუდმებულ დაძაბულობასა და ტანჯვაში ცხოვრობს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,408 ₾
(
110 დონორი )
მაია ყიფშიძე უკვე 30 წელია, რაც გაუსაძლის სიღარიბეში, გამუდმებულ დაძაბულობასა და ტანჯვაში ცხოვრობს. მეუღლემ იგი 17 წლის წინ მიატოვა სამ ცერებრული დამბლით დაავადებულ ქალიშვილთან ერთად:
- ნანა 30 წლისაა, მიჯაჭვულია ეტლს, მხედველობა არ აქვს, სძინავს 24 საათი, შეხებისას საშინლად კივის და ტირის;
-ნონა 28 წლისაა, არ შეუძლია საუბარი, მიჯაჭვულია საწოლს, იწონის დაახლოებით 15 კილოგრამს, სძინავს გახელილი თვალებით;
-ლელას ამასწინათ შეუსრულდა 25 წელი, გამოსცემს ცალკეულ ხმებს, არის ძალიან აქტიური და ღამით არასდროს იძინებს.
ყიფშიძეების სახლიდან გამუდმებით ისმის ტირილი. მათ სახლში დაისადგურა სასოწარკვეთამ, რადგან ერთ უბედურებას მეორე მოსდევს და ასეთი მდგომარეობა უკვე თითქმის 20 წელია, რაც გრძელდება.
გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს ყიფშიძეების ოჯახს. უფროსი ქალიშვილი ნინო, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად იმავე სოფელში ცხოვრობდა, მოკლული იპოვეს. ახლა მის სამ არასრულწლოვან შვილს ბებია მაია უვლის, რადგან ბავშვები ზედამხედველობის გარეშე დარჩნენ.
გასულ წელს, ჩერნოვეცკის ფონდმა ყიფშიძეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მოაწყო, რომელშიც სამასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (ვიდეო ანგარიში: https://www.youtube.com/watch?v=0Yj22v9OiMw).
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ოჯახის მონახულება და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში ჩავედით, სადაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული დაგვხვდა.
-მაია, მოგვიყევით როგორ ცხოვრობთ, რაიმე შეიცვალა უკეთესობისკენ?
მაია ყიფშიძე: სამწუხაროდ, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. პირიქით, ახალ სირთულეებს ვაწყდები. ასე მაგალითად, ნანამ ფაფების ჭამაც მიატოვა; პური და წყალი - ეს არის მისი საჭმელი, სხვა რამეს პირს არ აკარებს. სამაგიეროდ ნონას შეუძლია მაწვნის ჭამა უზომო რაოდენობით, ვერ ჩერდება. მიკვირს, როგორ ეტევა ამ პატარა ორგანიზმში ამდენი მაწონი?! სხვას არაფერს ჭამს, თუმცა მაწვნის მიღება ერთ ჯერზე შეუძლია 2 ლიტრზე მეტი. რაც შეეხება ლელას, საერთოდ მიატოვა ძილი. ადრე 1-2 საათი მაინც იძინებდა, ახლა კი ღამეებს თეთრად ატარებს. ღამით კარებს ბოქლომს ვადებ, რომ არ გაიქცეს სახლიდან.
-გასულ წელს, სოციალური შემწეობა მიგიხსნეს. ხომ არ აღუდგენიათ?
მაია ყიფშიძე: სოციალური შემწეობა მაშინ აღმიდგინეს, როდესაც მოკლული ქალიშვილის შვილები წამოვიყვანე ჩემთან. ზურაბი 14 წლისაა, ზაზა - 13 წლის, ხოლო გიორგი - 10 წლის.
-რა ვითარებაში მოკლეს თქვენი ქალიშვილი?
მაია ყიფშიძე: გამოძიება გრძელდება, დამნაშავე ჯერ არ არის დაკავებული...
-მამამ რატომ არ დაიტოვა ბავშვები?
მაია ყიფშიძე: მამა სადღაც წავიდა და არ დაბრუნებულა, არ ვიცი სად არის, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი...
-თქვენ, ალბათ, არაფერი გახარებთ...
მაია ყიფშიძე: სასოწარკვეთაში ვარ. რაც დრო გადის, სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა. ყოველ ახალ დღეს ახალი გასაჭირი მოაქვს, ხანდახან მინდა დავიძინო და არ გავიღვიძო, მიშენია ყოველი ახალი დღის. ერთადერთი, რითაც კიდევ სული მიდგას, ეს არის ლოცვა. ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს შევსთხოვ - ეს არის ჩემი შვილიშვილების ბედნიერება, რომ ჯანმრთელები იყვნენ და მომავალში არასდროს გადაიტანონ ის ტანჯვა, რაც ჩვენს ოჯახში დღეს სუფევს.
-მაია, თქვენ მრავალი გასაჭირი გადაიტანეთ ცხოვრების მანძილზე. გვითხარით, ოდესმე თუ გქონდათ ბედნიერი დრო?
მაია ყიფშიძე: მქონდა ასეთი პერიოდი. მე სოფელ აგარადან ვარ, სადაც გავიცანი ჩემი მეუღლე, მან ბოლაჯურში ჩამომიყვანა. შეგვეძინა ორი ქალიშვილი, ბედნიერი ვიყავი, ნორმალურად ვცხოვრობდით. ჩემი ცხოვრება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესამე ქალიშვილი შეგვეძინა. ბავშვი ცერებრული დამბლით იყო დაავადებული, ქმარი არ აქცევდა ყურადღებას, დაიწყო სმა... შემდეგ ამავე დიაგნოზით კიდევ ორი შვილი შეგვეძინა და საბოლოოდ ჩემი მეუღლე წავიდა სახლიდან, მიგვატოვა ...
-როდესაც აჩენდით მეოთხე შვილს, ექიმთან კონსულტაცია არ გაგივლიათ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ უკვე გყავდათ ცერებრული დამბლით დაავადებული ერთი ქალიშვილი...
მაია ყიფშიძე: ქმარი მაძალებდა ბავშვის გაჩენას, ვერ ვუმკლავდებოდი მას...
-ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
მაია ყიფშიძე: არა, არ მეხმარება. ამასწინათ ძროხა გავყიდე, რომ შეშა მეყიდა. ზამთარი ჩვენთან ძალიან ცივია და ბავშვებს გათბობის გარეშე ვერ დავტოვებ...
-რას საჭიროებს დღეს თქვენი ოჯახი ყველაზე მეტად?
მაია ყიფშიძე: პამპერსი, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები...
მეგობრებო, ყიფშიძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს...
მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური, ტელ.: 557285167.
თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ყიფშიძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არასდროს გადადო სიკეთის კეთება ხვალისთვის, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|