ღმერთო, დედა მიცოცხლე, მხოლოდ ამას გთხოვ!
2019 დეკემბერი 18
2 წლის იყო როცა მის საყვარელ დედიკომ ინსულტი გადაიტანა. მას ახსოვს როგორ გახდა დედა ცუდად და როგორ ებრძოდა სიკვდილს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,146 ₾
(
183 დონორი )
10 წლის ნინო ყოველდღე სთხოვს უფალს, რომ დედიკო ოლიკო უცოცხლოს. სკოლიდან დაბრუნებული მიუჯდება პარალიზებულ დედას და სკოლის ამბებს უყვება, მან იცის, რომ დედიკო შეიძლება ვერ პასუხობს, მაგრამ მისი წარმატებები ახარებს.
პატარა ნინოს არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. 2 წლის იყო როცა მის საყვარელ დედიკომ ინსულტი გადაიტანა. მას ახსოვს როგორ გახდა დედა ცუდად და როგორ ებრძოდა სიკვდილს. მას ახსოვს, რომ სახლში ყოველთვის ვიღაც ტიროდა.
6 წლისამ იცოდა ყველა წამლის დასახელება და დანიშნულება. როდის რა წამალი უნდა მიეღო დედას, არაერთხელ გადაურჩენია სიკვდილს. ახლა კი ნინო 10 წლისაა და როგორც დიდი ადამიანი, დედასაც ასე უვლის და ოცნებებიც უკვე აღარ აქვს ბავშვური.
-ნინო, მოგვიყევი, რა მოუვიდა დედას?
ნინო: 8 წლის წინ, როდესად დედა 22 წლის იყო, მას დაემართა ინსულტი. ეს არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. საშინელი დაავადება, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი.
-ნინო, საიდან იცი ეს? ვინ მოგიყვა?
ნინო:მე დედიკოს დაავადების შესახებ ყველაფერი ვიცი. ექიმი მინდა გამოვიდე და მას განვკურნავ! არამარტო დედიკოს, ყველას დავეხმარები ვისაც ფული არ ექნება სამკურნალოდ!
-თქვენ არ გაქვთ ფული?
ნინო: არა, საიდან უნდა გვქონდეს? კარგი სწავლისთვის ჯერ ფულს არ მაძლევენ(იღიმის). პენსია და სოციალური დახმარება 160 ლარის სახით-აი ეს არის მთელი ჩვენი ფული და დედას იცით რამდენი წამალი სჭირდება? მე და ბებოს შეგვიძლია არ ვჭამოთ, მაგრამ დედიკომ აუცილებელია მიიღოს წამლები და კარგად იკვებოს, რომ ჯანმრთელი მყავდეს. მის გარეშე ხომ ყველაფერს დაეკარგება აზრი. ღმერთმა გამოუგზავნა მას ჩემი თავი, რომ მე მოვუარო მას, რადგან დედიკო არის ჩემი გული.
-ნინო, როგორ ახერხებ ასეთ მდგომარეობაში კარგად სწავლას?
ნინო: ვიცი, რომ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ გადავარჩინო დედა, არის კარგი სწავლა, დიდი ფულის შეგროვება და როგორ შევძლებ ამას თუ არა კარგი სწავლით? ...მთავარია დედა იყოს ძლიერად და იმ დრომდე არ დამტოვოს, ხოლო მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყოველდღე ვთხოვ ღმერთს, რომ მაჩუქოს დედიკოს სიცოცხლე. მე არასოდეს ვთხოვ მას სათამაშოებს, ტკბილეულსა და ტანსაცმელს! დედიკოს სიცოცხლე-ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ამქვეყნად!
-ნინო, გინდა ჩვენს მკითხველს მიმართო?
ნინო: მე გეტყვით, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, ხშირად ჩაეხუტეთ, მოეფერეთ მათ, რადგან ეს მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
-ნინო, რაზე ოცნებობ? რამე ბავშვური ოცნება თუ გაქვს?
ნინო: მე ვოცნებობ, რომ შევაგროვო ფული და დედას ჩავუტარო რეაბილიტაციისა და მასაჟების ერთი კურსი მაინც. მას ეს ძალიან სჭირდება. ფეხებისა და ხელების მასაჟს ვუკეთებ, მაგრამ, ალბათ, ჩემს პატარა ხელებში არ მაქვს საკმარისი ძალა, რომ დედა გამოვაჯანმრთელო. დედას სჭირდება საკვები, ხორცისა და რძის პროდუქტები, ძალები რომ მოიკრიბოს. კიდევ მას სჭირდება პამპერსი(ისევ აევსო თვალები ცრემლებით)...დედას სჭირდება პამპერსი...წამლები... და... დააა...(ნათელი იყო, რომ პატარა ნინოს თავისთვისაც უნდოდა ეთხოვა რაღაც, მაგრამ იმდენად მოერიდა, რომ ცრემლებიც კი დაუგუბდა თვალებში და გაჩუმდა)
-საყვარელო, წარმოიდგინე, რომ დედიკოს უკვე ყველაფერი აქვს, მითხარი შენთვის რა გინდა?
ნინო: მე მჭირდება თბილი ქურთუკი და ჩექმები... და ტელეფონი(პატარამ თვალებზე ხელები აიფარა და ატირდა). არაა, არ დაწეროთ ამის შესახებ, მე ყველაფერი მხოლოდ დედიკოსთვის მინდა.
-შენ ხომ იცი, საქართველოში ბევრი კეთილი ადამიანი ცხოვრობს. ხომ გჯერა, რომ როდესაც ისინი გაიგებენ შენი გასაჭირის შესახებ, აუცილებლად დაგეხმარებიან?
ნინო: რა თქმა უნდა! რომ არა კეთილი ადამიანები, რომ არა ჩემი მეზობლები, მე მომიწევდა სკოლის შემდეგ მათხოვრობა, მაგრამ ღმერთმა ინება, რომ ჩვენს გვერდით აღმოჩენილიყვნენ ყველაზე კეთილი მეზობლები, ყველაზე კეთილი ადამიანები დედამიწაზე! ახლა კი მჯერა, რომ მათი რიცხვი გაიზრდება!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მიმდოდაური ოლიკოს დასახმარებლად. ფონდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი დახმარებით. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც შეეფერება ყველაზე ამაყ ერს.
გადარჩენისათვის მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან და რომ ეს პატარა, უსაყვარლესი გოგონა თქვენი სისხლი და ხორცია.
დაუკავშირდით მათ, ჰკითხეთ თუ რა ესაჭიროებათ, გაამხნევეთ პატარა ნინო და უთხარით, რომ მარტო არაა ამ ბრძოლაში და რომ თქვენ, კეთილი ადამიანები მათ არ მიატოვებთ. ეს უმნიშვნელოვანესია!
თქვენ შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი. მათი საკონტაქტო ნომერია: 598 19 73 45 (ბებია მაია)მისამართი: ორთაჭალა, პირველი შესახვევი,№3.
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის შესახებ.
უფალი გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. დედასა და მის საყვარელ მზრუნველ შვილს.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახმარება, მოგვწერეთ მისი პრობლემების შესახებ მეილზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 - დანიშნულება (ოლიკო მინდოდაური)
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.
(ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|



















