ადრე აქ ტუალეტები იყო, ახლა კი ბავშვები ცხოვრობენ!
2019 დეკემბერი 23
ბავშვების საწოლი ფიცრებისგან გააკეთეს, ხოლო სათამაშოები და ჭურჭელი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,087 ₾
(
152 დონორი )
4 პატარა ანგელოზი უნდა გაგაცნოთ, ნათია, გოგიტა დაჩი და მათე. მათი დედა თამარი და ბებია ნაირა, კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეუქმნან თავიანთ პატარებს სითბო და კომფორტი ბეტონის ცივ კედლებში. ბავშვების საწოლი ფიცრებისგან გააკეთეს, ხოლო სათამაშოები და ჭურჭელი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
-თამარ, გვიამბეთ, როგორ ახერხებთ ასეთ პირობებში ცხოვრებას?
თამარი: რა უნდა ვთქვა... თქვენც ყველაფერს მშვენივრად ხედავთ, მაგრამ უფლის წყალობით გაგვაქვს თავი. ღმერთი ჩვენთანაა, დალხენილად არ ვცხოვრობთ მაგრამ, ამ ქვეყნად ჩვენზე გაჭირვებული ადამიანებიც ხომ არსებობენ.
-ალბათ ვერც კი წარმოგედგინათ, რომ თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა...
თამარი: რას ამბობთ?! როცა ასეთი შვილები გყავს, ღმერთს ვერ გავანაწყენებ და ვერ ვიტყვი რომ ცხოვრება ჯოჯოხეთია! მე მწამს, რომ უფრო ცუდ მდგომარეობაშიც შეიძლება ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, მე მსურდა დიდი და ბედნიერი ოჯახის ყოლა, მაგრამ ყველაფერი წინ არის.
-ბავშვების შესახებ გვიამბეთ...
თამარი: უფროსს ნათია ჰქვია, 10 წლის არის, მალე სკოლიდან დაბრუნდება. ძალიან უყვარს სწავლა, კითხვა და სურს ექიმი გახდეს. ტყუპი დაჩი და მათე ცელქები არიან, წლინახევრის არიან და ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ. მათე საჭმელს არ მიეკარება თუ იცის, რომ დაჩის ჯერ არ უჭამია. ახლაც დილიდან მშიერია, მაგრამ სანამ თავის ძმას არ გაუზიარებს საკვებს და სანამ ერთი თეფშიდან არ შეჭამენ, სადილს პირს არ აკარებს!
-და გოგიტა?
თამარი: გოგიტა ჩვენთვის განსაკუთრებული და ყველაზე საყვარელია. 2 წლის ასაკში ვირუსის ან გრიპის გამო, ზუსტად არც კი ვიცი, პრობლემები დაეწყო. კრუნჩხვები? გულყრები... ექიმებმა გვითხრეს, რომ მას ეპილეფსია აქვს. ბოლოს ფეხებზე შეექმნა პრობლემა და ახლა ვეღარ დადის. ის ფეხებს ვერ ეყრდნობა, ადრე მას შეეძლო საუბარი, ახლა კი ამის უნარიც დაკარგა... მაგრამ ყველაფერს ხვდება და ესმის.
ამ დროს ოთახში შემოვიდა პატარა პრინცესა, მოიხსნა ჩანთა, გოგიტასთან მიირბინა ჩაეხუტა, და მისი ხელები დაუკოცნა. მას პატარა დაჩიც შეუერთდა. სწორედ ესაა, მეგობრებო, ნამდვილი, უპირობო სიყვარული. პატარებს სხვა ცხოვრება არც უნახავთ, მაგრამ ისინი ბედნიერნი არიან, რომ ერთმანეთი ჰყავთ.
ნათია ძალიან კარგი რესპონდენტი გამოდგა, ჩვენს კითხვებს ძალიან სერიოზულად პასუხობდა და მიუხედავად ჩვენი დიდი თხოვნისა გაემხილა ჩვენთვის თავისი სურვილები, გვთხოვდა მხოლოდ ბებიასთვის, ძმებისთვის, დედიკოსა და მამიკოსთვის, მაგრამ, ნათელია, რომ მას ბევრი რამ სჭირდება.
-ნათია, მოდი ვისაუბროთ. მომიყევი შენს შესახებ.
ნათია: მე სკოლაში ვსწავლობ და ძალიან მიყვარს იქ სიარული, ბევრ საინტერესო რამეს ვიგებ. ასევე ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი და კლასელები. ისინი ძალიან კეთილები არიან.
-და რაზე ოცნებობ?
ნათია: მე ვოცნებობ, რომ ჩემმა პატარა ძამიკომ შეძლოს საუბარი და სიარული. ვოცნებობ რომ დედამ და ბებიამ აღარ ინერვიულონ, რომ მშივრები დავრჩებით. მინდა, რომ თბილად ვიყოთ, არ გვციოდეს და საერთოდაც არავის და არასოდეს არ ციოდეს და შიოდეს.
-და შენთვის რამე გინდა?
ნათია: კი, მინდა, მინდა! ექიმი მინდა ვიყო, რომ გოგიტას დავეხმარო. ჩვენ არ გვაქვს ამის ფული, მაგრამ ეს ჩვენთვის მთავარია.
-და იქნებ პირადად შენთვის გინდა რამე?
ნათია: მე მინდა, რომ სახლში იყოს საჭმელი და შეშა, სხვა არაფერი.
-იქნებ სათამაშოზე ოცნებობ, თოჯინაზე ან კომპიუტერზე?
ნათია: როგორ შემიძლია რამეზე ვიოცნებო და რამე მინდოდეს, როდესაც გოგიტა ცუდად იქნება და ჩემი ძმები მშივრები?! მე ხომ მათ გარეშე ვერ ვიქნები ბედნიერი და სწორედ ამიტომ ვოცნებობ ყველასათვის...
-თამარ, თქვენი შვილები პატარა საოცრებები არიან!
თამარი: იცით, მე მჯერა საოცრებების! თქვენ რასაც აკეთებთ საოცრებაა, სხვა არაფერი! დიდხანს ვფიქრობდი მომეწერა თუ არა თქვენთვის და როგორ გამეკეთებინა ეს, რადგანაც წერილში სრულად ვერ აღვწერდი იმ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ თქვენ უმალვე მიპასუხეთ და ესტუმრეთ ჩემს ოჯახს. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი ფონდის იმ ყურადღებისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ.
ჩვენ გაგაცანით კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც მაგალითია იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები გაუსაძლის პირობებში და არ კარგავენ ადამიანობას. სწორედ ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ნათელ, სუფთა მომავალზე!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ამ ოჯახის დასახმარებლად. როგორც მოგეხსენებათ, ფონდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი დახმარებით.
გადარჩენისათვის მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები,საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში, ჩათვალეთ, რომ ეს პატარა ანგელოზები თქვენი შვილები არიან!
დაუკავშირდით მათ, ჰკითხეთ თუ რა ესაჭიროებათ, გაამხნევეთ ისინი და უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან ამ და რომ თქვენ, კეთილი ადამიანები მათ არ მიატოვებთ. ეს უმნიშვნელოვანესია!
თქვენ შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი. მათი საკონტაქტო 574 01 80 21. მისამართი: რუსთავის გზატკეცილი, ყოფილი სათბურებს შენობა.
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რომ თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ ამ ოჯახის შესახებ.
უფალი გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. ყოველი ადამიანი არ არის ერთნაირი. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა მივატოვოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად მოგვწერეთ ამ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 - დანიშნულება (ხაჟომიას ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტის და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. (ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|














