ქართველი ბავშვები ყველაზე ლამაზები არიან!
2020 იანვარი 17
„მუხლებზე დაჩოქილები მოხვალთ ჩემთან, შიმშილით სული რომ ამოგხდებათ"
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,319 ₾
(
139 დონორი )
ცხოვრება მშვენიერია!



სამწუხაროდ ყველაფერი დროებითია... მეგობრებო, რომ შევჩერდეთ, ბავშვები დაიღუპებიან!
როდესაც პირველად მივედით და შევპირდით, რომ მათი ცხოვრება შეიცვლებოდა, ამ გოგონების თვალებში მხოლოდ შიში და სევდა დავინახეთ. არ დაიჯერეს... ახლა კი, მათ მომღიმარ სახეებს ვეღარ იცნობთ.
მარიამი: როგორ გაგვახარეთ, მადლობა როგორ გადაგიხადოთ? შეხედეთ ჩემს გოგონებს, ვეღარ იცნობთ... გახსოვთ რა შეშინებულები იყვნენ? ახლა კი კარებზე ყოველი დაკაკუნება ახარებთ! ვერ დავთვლი, იმდენი კარგი ადამიანი გვესტუმრა! ასეთი თბილი მადლიერების სიტყვებით გაგვიღო კარი მარიამმა.
ალბათ იცანით მოსეშვილების ულამაზესი გოგონები. გახსოვთ, მარტოხელა დედა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი რა საშინელ პირობებში ცხოვრობდა. დანგრეულ ქოხში, სადაც წყალი ჩამოდიოდა, დაობებული ჭერით, დაბზარული კედლებითა და დანგრეული ავეჯით.
მიზერული სოციალური დახმარება, საჭმელზეც კი არ ყოფნიდათ. ბავშვები ხშირად შიმშილობდენენ. ცუდ ამინდში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო, სკოლას აცდენდნენ და მთელ დღეებს ცივ, ნესტიან ოთახში ატარებდნენ.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ამ ოჯახის ცხოვრება შეიცვალა! გურჯაანის რაიონის სამმართველოს წევრებმა, ბატონმა ვახტანგ ბერიძიშვილმა, გოგა ბერიძიშვილმა და არჩილ ქანდამაშვილმა, ოჯახი შეშით მოამარაგეს, რომელიც მთელი ზამთარი ეყოთ. გვანცა ნიკურაძემ, მეგობრებთან ერთად, თბილისიდან - როგორც 10 წლის, უფროსმა გოგომ, ქეთიმ თქვა - „ზღვა“ პროდუქტი და „მილიონი“ ტანსაცმელი ჩამოუტანა. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დაეხმარა, რომელთა სახელებიც, სამწუხაროდ, ვერ დაიმახსოვრეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქართველი ხალხი, ყველაზე კეთილია მსოფლიოში. ჩვენ კი შევძელით, მათთვის ხმა მიგვეწვდინა და ყველა ერთად შეგვეკრიბა.
- მარიამ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
მარიამი: მცხვენია, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, როდესაც მოხვდეით და დახმარებას შეგვპირდით, მეგონა, რომ ჩემი გაჭირვებით ისევ ვიღაც იხეირებდა! მაგრამ ყველაფერი შეიცვალა!
- კიდევ რით დაგეხმარნენ, მარიამ? ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
მარიამი: იცით, როგორ მჭირდებოდა შეშა? გახსოვთ, ბავშვები როგორ იყინებოდნენ? სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე, იმდენი შეშა გვქონდა, რომ სიცივე სულ დაგვავიწყდა! ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პროდუქტზე, აღარაფერი რომ ვთქვათ!
- შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს, მარიამ, კიდევ რამეზე ოცნებობთ?
მარიამი: მერიდება, ამდენი გააკეთეთ ჩემთვის, მეტი რა უნდა გთხოვოთ. კიდევ უამრავი ოჯახია, ვისაც გადაარჩენს თქვენი დახმარება. ისევე, როგორც მე გადამარჩინა!
- ბავშვებს საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონათ?
მარიამი: ნეტავ იცოდეთ, გოგონები სარეცხ მანქანასა და მაცივარს როგორ ელოდნენ! რომ მოიტანეს, მეგონა ვერ მოვაშორებდი.
ქეთი(10 წლის): ერთი სული მაქვს, მაცივარში პროდუქტს ლამაზად როდის შევაწყობ! შევხედავ და დავტკბები! ნახეთ, რა ლამაზია!
ნინო(4 წლის): მეც! ცხელ ამინდში, ჩემს თოჯინას მაცივარში ჩავსვავ!
- თამარ, გახსოვს, თოჯინები რომ გვთხოვე, მაგრამ მერე თქვი, რომ აღარ გჭირდება, რატომ?
თამარი(8 წლის): იცით რამდენი თოჯინა მომიტანეს? მეზობელ გოგოებსაც კი ეყოთ!
აი, მეგობრებო, კიდევ ერთმა ოჯახმა გაიგო ბედნიერებისა და სიხარულის გემო! თქვენი დახმარებით, კიდევ ერთ ოჯახს შეუმსუბუდა ცხოვრება! ამაზე მშვენიერი, რა უნდა იყოს?
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! გახსოვდეთ, თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას!
ამ ოჯახის პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ მათ. თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: მოსეშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/543-moseshvili1
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2020 მარ 11 | პროდუქტები | 229.08 | transferred |
| 2020 აპრ 6 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 320 | paid |
| 2020 აპრ 23 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,770 | transferred |
სულ ხარჯი: 2,319.08 ₾
დარჩა 0.29 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2020 თებ 24 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
| 2020 თებ 24 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
| 2020 თებ 24 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
| 2020 თებ 24 | ზაური დოგრაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2020 თებ 21 | გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2020 თებ 20 | სინაურიძე მარიამი | 10 | Transfer to account |
| 2020 თებ 20 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
| 2020 თებ 20 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
| 2020 თებ 20 | ნადარეიშვილი ირაკლი | 10 | Transfer to account |
| 2020 თებ 20 | გიორგი ტურაბელიძე | 2 | Transfer to account |
| 2020 თებ 19 | ანონიმი | 3 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2020 თებ 19 | მალხაზი | 1 | Transfer to account |
| 2020 თებ 19 | ლაშხი ეკატერინე | 3 | Transfer to account |
| 2020 თებ 19 | ნინო ფარცხალაძე | 30 | Transfer to account |
| 2020 თებ 18 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2020 თებ 18 | ი/მ ალექსანდრე ფანცულაია | 3 | Transfer to account |
| 2020 თებ 12 | ოშაყმაშვილი გოჩა | 2 | Transfer to account |
| 2020 თებ 12 | ბარამიძე ნინო | 10 | Transfer to account |
| 2020 თებ 12 | ნინო ნანობაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2020 თებ 11 | შალიკაშვილი ნინო | 10 | Transfer to account |
| 2020 თებ 10 | ხეოშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
| 2020 თებ 7 | ხვიჩა მელიქიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2020 თებ 7 | ზაზა გაგნიძე | 5 | Transfer to account |
| 2020 თებ 7 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
| 2020 თებ 6 | თამარ ჯოჯუა | 20 | Transfer to account |
| 2020 თებ 6 | კოტორაშვილი მაია | 10 | Transfer to account |
| 2020 თებ 6 | გვენეტაძე სალომე | 5 | Transfer to account |
| 2020 თებ 6 | ცირა ხუჯაძე | 10 | Transfer to account |
| 2020 თებ 5 | მაიკო მაჩაბელი | 20 | Transfer to account |
| 2020 თებ 5 | თურმანიძე გოჩა | 7 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,319.37 ₾
დარჩა 0.29 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|




