ძალიან კეთილი და მზრუნველი დედის, მაკას სევდიანი ისტორია!
2020 მარტი 20
მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ მოსიყვარულე დედა და მისი ოთხი შვილი!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,214 ₾
(
253 დონორი )
ჩვენი ანგელოზები ხართ, ზეცით მოსული!

მეგობრებო, ეს სიტყვები სწორედ თქვენი მისამართით არის ნათქვამი! გისურვებთ ბედნიერებას!
შიმშილით ვიხოცებოდით... - დაიწყო მოთქმა მაკამ, როგორც კი დაგვინახა. - თქვენ კი მოხვედით და შვილები გადამირჩინეთ, თავი ზღაპარში მეგონა!
მეგობრებო, შეხედეთ სურათებს. იცანით, ჭეშმარიტი ქართველი, მარტოხელა, ოთხი შვილის გმირი დედა, მაკა? თქვენც ატყობთ, რომ მისი ავადმყოფი ბიჭუნა პეტრე, ბევრად უკეთეს ხასიათზეა?
ოჯახი, რომელიც სამი თვის წინ, დაგვხვდა ამ ნანგრევებში, გამხნევებულია და მომავალს იმედის თვალით უყურებს! ბავშვები მშივრები აღარ არიან და იღიმიან! ეს ყველაფერი, თქვენი სიკეთისა და გულისხმიერების დამსახურება გახლავთ! უკეთილშობილესი ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც, თანამემაულეებს გასაჭირში არასდროს არ ტოვებს!
თქვენ რომ არა... - სიხარულის ცრემლებს ღვრის მაკა... - ოჰ, რომ არა თქვენ და თქვენი უზომო სიკეთე... დიდი ხანია სამათხოვროდ ხელგამოწვდილი ვივლიდი! ზუსტად ვიცი, ასე იქნებოდა! თანაც ავადმყოფ ბავშვთან ერთად, რომელსაც ვერავის ვერ დავუტოვებდი! დიდება ყოვლისშემძლე უფალს იმისთვის, რომ ჩვენთან ასე დროულად მოგიყვანათ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, თქვენ სასწაული მოახდინეთ! - საბრალო მარტოხელა დედა, ხელებს ზეცისკენ აღაპყრობს თვალცრემლიანი.
თქვენი დახმარება ძალიან დროული იყო, რომ არა თქვენ და ფონდის მეგობრების დიდსულოვნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა გვეშველებოდა. სოციალური დახმარება და პეტრეს ინვალიდობის პენსია, ერთი თვე ნამდვილად არ გვყოფნის. ჩემმა უფროსმა შვილმა კი, ლადომ, პანდემიის გამო დაკარგა თავის მიზერული შემოსავალიც. ის ხომ სწავლობს და სახლში მე მეხმარება კიდეც! მას შემდეგ, რაც მეუღლემ მიგვატოვა, მთელ ოჯახზე პასუხისმგებლობის უმძიმესი ტვირთი ლადოს დააწვა მხრებზე, ის კი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა!
ახლა ნამდვილად ვიცი, რომ არ ვართ მარტონი! თქვენ და ჩვენმა გულკეთილმა თანამემამულეებმა, დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ და გადაგვარჩინეთ შიმშილით სიკვდილს! თითოეულ თქვენთაგანს, ლოცვებში მოვიხსენიებ მთელი ცხოვრების მანძილზე!

- გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
მაკა: ჩვენი ცხოვრება კი არ შეიცვალა, არამედ შემოტრიალდა 180 გრადუსით! მრავალი წლის მანძილზე, ჩემს შვილებს პირველად ეღირსათ ადამიანურად ჭამა! თქვენ სწორედ მაშინ მოხვედით, როდესაც მე საბოლოოდ დამღალა არსებობისთვის ბრძოლამ და მზად ვიყავი ბედს შევგუებოდი. სწორედ მაშინ, როდესაც კარანტინი გამოცხადდა და საკმაოდ შეძლებული ოჯახებსაც კი, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ! მზად არიან მოყვასის გადასარჩენად, უკანასკნელი სამოსი, პურის უკანასკნელი ლუკმაც კი გაიღონ და თავად მშივრები დარჩნენ!
სანამ სტატიას გამოაქვეყნებდით, ჩვენი გასაჭირის შესახებ არავინ იცოდა. თქვენი წყალობით, ადამიანებმა შეიტყვეს რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავით და, ვინ იცის, შესაძლოა, ჩვენთვის უკანასკნელი კაპიკი გაიღეს. საკუთარი შვილების უკანასკნელი ლუკმა უწილადეს ჩემს პატარებს!
ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მადლობელი ვარ ყველას! დღედაღამ ვილოცებ თითოეულ ადამიანზე, რომელიც მხარში ამომიდგა, ამ პერიოდში, რომელიც უმძიმესი იყო საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის!

- მაკა, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ გაიხსენოთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც დაგეხმარათ?
მაკა: გამიგია, რომ თქვენი ფონდი ხალხს მართლა ეხმარება... მაგრამ ასე? თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ხალხი მირეკავდა თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ გავემხნევებინე. ბოდიშს მიხდიდნენ, რომ არ შეეძლოთ მოსვლა და დახმარება მატერიალურად... წარმოგიდგენიათ? ბოდიშს მიხდიდნენ!
სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე... საშინლად დავიბენი... მინდა ყველამ მაპატიოს, და იცოდნენ, რომ მათთვის ყოველდღე ვლოცულობ!

„კორსტანდარტ ბანკიც“ ძალიან დაგვეხმარა, მათ მოგვიტანეს ზღვა პროდუქტი და კიდევ, გაზისა და დენის დავალიანება დაფარეს... რომ არა ისინი, სიბნელეში და სიცივეში მოუწევდათ ჩემს შვილებს ყოფნა... მინდა, ყურადღებისთვის და მზრუნველობისთვის, უდიდესი მადლობა ვუთხრა. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ...
ერთი ოჯახი იყო მოსული, პროდუქტი მოგვიტანეს, ერთი ახალგაზრდა ბიჭიც... ძალიან ვწუხვარ, სახელები რომ ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ამიერიდან, ისინი ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში!
ცოტა ხნის წინ, ერთმა ქალბატონმა დამირეკა და ჩაგვირიცხა 80 ლარი, მერე კიდევ ერთმა ახალგაზრდა გოგონამ - 70.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თქვენს თანამშრომელს, ნინოს. გვერდში ასე, ალბათ საკუთარი დაც არ დამიდგებოდა... მოგვიტანა იმდენი პროდუქტი, იმდენი სითბო და ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ, ნამდვილი სასწაულია! ღმერთმა არ მოაკლოს ჯანმრთელობა და სიკეთე მას და მის ოჯახს! ვერასდროს დავივიწყებ მის სიკეთეს!
- ადგილობრივი ხელისუფლება? რაიმე რეაქცია ჰქონდათ ჩვენს პოსტზე? რამით თუ დაგეხმარნენ?
მაკა: სამწუხაროდ არა, კარანტინის პერიოდშიც კი, ადგილობრივი მმართველობიდან არავის, საერთოდ არავის არ გავხსენებივართ...

- მაკა, გვიამბეთ თქვენს ემოციებზე თუ შეიძლება.
მაკა: სიმართლე გითხრათ, როდესაც თქვენი თანამშრომლები მოვიდნენ და დახმარებას დაგვპირდნენ, არ დავიჯერე... მაგრამ თურმე, სასწაულები ხდება! ამდენი იმედგაცრუებისა და ტანჯვის შემდეგ, ისევ ვირწმუნე, რომ დედამიწის ზურგზე სიკეთე არსებობს და უამრავი კეთილი ადამიანია, ვინც ყოველთვის მზადაა მოყვასს ხელი რომ გაუწოდოს. ამის რწმენა, სწორედ თქვენ დამიბრუნეთ!
რა დამავიწყებს ჩემი შვილების თვალებს, როდესაც აუარებელი პროდუქტი მოგვიტანეთ. და არა მხოლოდ თქვენ, არამედ სრულიად უცნობმა ადამიანებმაც! მათ თვლებში ყველაფერი იკითხებოდა: გაოცება, სიხარული, აღტაცება... უსაზღვრო ბედნიერება... ბედნიერები იყვნენ, რომ მათზე კიდევ ვიღაცამ იზრუნა, გარდა მშობელი დედისა... ამდენი პროდუქტი თვალად არასდროს უნახავთ... მხოლოდ მაღაზიაში. ბავშვები უბრალოდ ვერ იჯერებდნენ რომ ჩვენთვის არის ეს ყველაფერი!
ტელევიზორი რომ მოგვიტანეს?! გვინდოდა გულში ჩაგვეკრა თქვენი თანამშრომლები! ეს ხომ ჩემი შვილების ოცნება იყო... თუნდაც პატარა, ძველი ტელევიზორი... ისინი გარე სამყაროს მოწყვეტილები იყვნენ... და უცებ ამხელა ეკრანი! ბავშვებს შეხებაც ეშინოდათ, თითქოს მირაჟივით აორთქლდებოდა...
სარეცხი მანქანა, ბლენდერი... ოცნებად მქონდა ქცეული!!! იცით როგორია ხუთი ადამიანის სარეცხის ხელით რეცხვა ზამთარში, გაყინულ წყალში! ხელები ლურჯდება, წითლდება, სკდება... მერე კი, უბრალოდ ვეღარ გრძნობ... ახლა, ამ საქმეს სარეცხი მანქანა მიკეთებს, მე კი, უბრალოდ ბედნიერი ვარ!
- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
მაკა: თქვენ მდგომარეობა, საგრძნობლად შეგვიმსუბუქეთ. შვილის ავადმყოფობის მიუხედავად, ამდენი წლის მანძილზე, თავისუფლად პირველად ამოვისუნთქე და ვიგრძენი, რომ ჩემი შვილები ჩემს გარდა, სხვებსაც სჭირდებათ! მივხვდი, რომ ჩვენი მდგომარეობა უიმედო არ არის. როდესაც გვერდით, ჩვენი დიდსულოვანი და კეთილშობილი თანამემამულეები, ქართველები გვყავს!

- პეტრე, გთხოვ, გვითხარი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
პეტრე(10 წლის): ტელევიზორი... ჩემი... ჩვენი ყველას ოცნება იყო! ჩემიც და ჩემი და-ძმისაც! ახლა შეგვიძლია, მულტფილმებს ვუყუროთ, და კიდევ საინტერესო გადაცემებს, ბუნებასა და ცხოველებზე! ტელევიზორი დიდია და ისე ჩანს, როგორც ნამდვილი!

ქეთევანი(14 წლის): რამდენი საჭმელი მოგვიტანეს!
გიორგი(12 წლის): კი, კი! უამრავი ტკბილეული! უთვალავი! ამდენი არასდროს არ გვიჭამია! ისეთიც, არასდროს რომ არ გაგვისინჯავს!
ქეთევანი(14 წლის): უზომოდ მიხარია, დედიკოს სარეცხი მანქანა რომ აჩუქეთ... სულ ხელით რეცხავდა და მე არ მიშვებდა, რომ დავხმარებოდი, თვითონ კი, სისხლი მოსდიოდა, ხელები ისეთი დამსკდარი ჰქონდა!
- ბავშვებო, კიდევ რა გჭირდებათ, თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ?
გიორგი(12 წლის): ქეთი, შენ უთხარი...
ქეთევანი(14 წლის): ჩვენ გვინდა, პეტრე ჯანმრთელი იყოს! სიგიჟემდე გვიყვარს! მინდა, რომ ისეთი იყოს როგორც ყველა და არაფერი აღარ სტკიოდეს!
გიორგი(12 წლის): კი, გვინდა, ჩვენი ძმა ჯანმრთელი რომ იყოს... და კიდევ... კიდევ ბევრი, ბევრი კამფეტი! (იცინის)
- მაკა, გვითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ...
მაკა: თქვენ გადაგვარჩინეთ, კიდევ რაიმე როგორ უნდა გთხოვოთ? ჯერ კიდევ შემომრჩა ცოტა პროდუქტი, იქიდან რაც მოგვიტანა კეთილმა ხალხმა...
ერთს გთხოვთ, არ დაგვივიწყოთ... ბავშვის ავადმყოფობის გამო, ვერ ვიმუშავებ, მას მუდმივად სჭირდება ყურადღება და მოვლა. ჩემი უფროსი ვაჟი კი, თავად ჯერ ბავშვია და ასეთ მძიმე ტვირთს მარტო ვერ უმკლავდება... ჩემს გულში ისევ არის შიში იმისა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემი შვილები შეიძლება ისევ მშივრები დარჩნენ... ადრე თუ გვიან, პროდუქტი გამოგველევა, თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი!
უფალს მადლობას ვწირავ! თითოეული თქვენთაგანის, უზომოდ მადლობელი ვარ! დავრწმუნდი, რომ უამრავი კეთილი ადამიანია ქვეყანაზე. მადლობას გიხდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით, გადაგვარჩინეთ დაღუპვას! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
----
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - იმის შანსია, თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხახიაშვილების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/563-petre/
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა - 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2020 აპრ 2 | პროდუქტები | 177 | transferred |
| 2020 აპრ 2 | პროდუქტები | 42.25 | transferred |
| 2020 აპრ 10 | პროდუქტები | 400 | transferred |
| 2020 მაი 21 | პროდუქტები | 399.16 | transferred |
| 2020 მაი 21 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,020 | transferred |
| 2020 ივნ 1 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 620 | paid |
| 2020 ივლ 15 | პროდუქტები | 144.75 | transferred |
| 2020 ივლ 15 | პროდუქტები | 110.81 | transferred |
| 2020 ივლ 28 | პროდუქტები | 299.13 | transferred |
სულ ხარჯი: 3,213.1 ₾
დარჩა 0.9 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2020 აპრ 3 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2020 აპრ 3 | ხატია ხურცია | 3 | Transfer to account |
| 2020 აპრ 3 | მარიამი ჭანტურია | 15 | Transfer to account |
| 2020 აპრ 2 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 2 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 2 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 2 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 2 | ანონიმი | 11 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2020 აპრ 2 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 2 | ასანიძე თამარ | 3 | Transfer to account |
| 2020 აპრ 2 | ჯელაძე თამთა | 5 | Transfer to account |
| 2020 აპრ 2 | ნათია ქიქავა | 3 | Transfer to account |
| 2020 აპრ 2 | დავით ვახტანგიშვილი | 2 | Transfer to account |
| 2020 აპრ 2 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
| 2020 აპრ 1 | ანონიმი | 2 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 1 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2020 აპრ 1 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2020 აპრ 1 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 1 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 აპრ 1 | მერებაშვილი მარიამ | 20 | Transfer to account |
| 2020 აპრ 1 | შანშიაშვილი ეკატერინე | 50 | Transfer to account |
| 2020 აპრ 1 | გელაშვილი ლევან | 10 | Transfer to account |
| 2020 აპრ 1 | ჭოხონელიძე მარია | 2 | Transfer to account |
| 2020 აპრ 1 | ნინო კანდელაკი | 5 | Transfer to account |
| 2020 მარ 31 | ჩოფლიანი ირინა | 10 | Transfer to account |
| 2020 მარ 31 | ლაშა ხომერიკი | 10 | Transfer to account |
| 2020 მარ 31 | რუსუდან გულისაბედაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2020 მარ 31 | ირაკლი გალდავა | 10 | Transfer to account |
| 2020 მარ 30 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2020 მარ 30 | ჟღენტი ბექა | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,214 ₾
დარჩა 0.9 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|