ძალიან მეშინია…
2020 მაისი 25
საშინელმა, დამთრგუნველმა დიაგნოზმა, „მკერდის კიბომ“, ირმა მაჩიტაძის ცხოვრება დაამსხვრია და ათასობით ნაწილაკად გაფანტა... მაგრამ ტკივილისა და მომაკვდინებელი შიშის მიუხედავად, ახალგაზრდა, სულიერად ძლიერი ქალი ცდილობს არ დანებდეს, ნაწილ-ნაწილ მოაგროვოს ბედის ნამსხვრევები და მათგან შეკრას ახალი, თუნდაც საავადმყოფოებით, საოპერაციოებითა და სასტიკი ტკივილებით სავსე, მაგრამ მაინც... ცხოვრება...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,200 ₾
(
113 დონორი )
- ძალიან მეშინია, ძალიან... - ოდნავ გასაგონი ხმით წარმოსთვამს ირმა, - ეს შიში არ მაძინებს ღამღამობით, არ მაძლევს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებას... საშინელი აზრები და შიში შიგნიდან მხრავს, მთლიანად მიპყრობს და მზად ვარ, დავნებდე წყეულ დაავადებას...
იცით რა მაკავებს? უსაზღვრო რწმენა! უფლის რწმენა და მისი წყალობა... მწამს, ის შეისმენს ჩემს ლოცვებს, მან იცის, რომ მისგან ნაჩუქარი სიცოცხლე, არ უნდა ჩაქრეს უაზროდ... იცის, რომ ვოცნებობ, ჩემი ცხოვრება ღვთისმსახურებას მივუძღვნა. მსურს მივაღწიო, ვფიქრობ, ჩემს მთავარ მიზანს, სრულყოფილი ოჯახისა და სიყვარულის შეგრძნება ვაჩუქო პატარა არსებას, რომელიც მოკლებულია ამ ყველაფერს!
ძალიან დიდი ხანია მინდა, ბავშვთა თავშესაფრიდან ვიშვილო ბავშვი. სწორედ ამისთვის ვლოცულობდი და ვევედრებოდი უფალს მანამ, სანამ შევიტყობდი, რომ სასიკვდილო სენით ვარ დაავადებული... ახლა ჩემს ლოცვას, დაემატა ვედრება, ნება მიბოძოს, კიდევ ცოტა ხნით მაინც, განვაგრძო სიცოცხლე...
ირმას ხმა ჩაუწყდა და ერთი სიტყვაც ვეღარ წარმოსთქვა...
- ირმა, გთხოვთ, დამშვიდდით, გადავიტანოთ ყურადღება და მიამბეთ, თუ შეიძლება, ავად გახდომამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება?
ირმა: ავად გახდომამდე... ეს ხომ, სულ რაღაც ნახევარი წლის წინ იყო... მე კი მეჩვენება , რომ სხვა ცხოვრებაში...
რა გითხრათ... ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ბედნიერ, მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, ვისწავლე, ვმუშაობდი... საბავშვო ბაღში, პედაგოგად, 18 წელი ვიმუშავე... არაჩვეულებრივი წლები იყო... ბავშვები სიგიჟემდე მიყვარს, თითოეულ პატარას, რომელიც გაიზარდა ჩემს ხელში, უდიდესი სიამოვნებითა და სიყვარულით ვიხსენებ...
ოჯახი საკმაოდ გვიან შევქმენი, 37 წლის ვიყავი, როცა ჩემი სიყვარული - დავითი გავიცანი, დავქორწინდით, და უკვე 11 წელია, სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ. პატარა, მშვიდი ოჯახი გვაქვს... ჩვენი ერთადერთი ტკივილი, ყოველთვის მხოლოდ ის იყო, რომ უფალმა არ გვაჩუქა შვილი. როგორ ვოცნებობდი, მყოლოდა! საბავშვო ბაღში, ათასობით პატარა ავღზარდე, თავად კი...
როცა ყოველგვარი იმედი იმისა, რომ მშობლები გავხდებოდით, საბოლოოდ გადაგვეწურა, მე და დათომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვი თავშესაფრიდან უნდა აგვეყვანა! დავიწყეთ საბუთების შეგროვება... მაგრამ წინა წელს, დეკმბერში, გავიგე, რომ ავად ვარ...
- და შემდეგ დადგა მომენტი როცა...
ირმა: მე გეტყვით, რა იყო ყველაზე საშინელი. ჩემი ავადმყოფობის შესახებ, ელექტრონული წერილით შევიტყვე! ექიმისგან კი არა, რომელიც, შესაძლოა, ადამიანურად შემიმსუბუქებდა ამ საშინელი ამბის გაგებას, გულში იმედს ჩამისახავდა, მეტყოდა - ნუ გეშინიათ, ირმა, ეს განაჩენი არ არის, ბრძოლა შესაძლებელია...
არა, გავხსენი საავადმყოფოდან გამოგზავნილი ელექტრონული წერილი, და ამოვიკითხე ჩემი განაჩენი - „კარცინომა“! სამყარო წამში დამექცა თავზე! რამდენი აუხდენელი ოცნება, საქმე, რამდენი იმედი და გეგმა დაანგრია ამ ერთმა სიტყვამ!
მაგრამ, სულ რამოდენიმე წუთში, ჩემში თითქოს რაღაცა გადატრიალდა, და უკვე ვიცოდი, რომ არ მოვკვდები! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიცოცხლო, ავიხდინო ოცნება და გავხდე დედა...
- ირმა, როგორ ფიქრობთ, კიბო განაჩენია, თუ ბრძოლისთვის მოწოდება?
ირმა: არ არის განაჩენი, არც ერთი წამით! მინდა ვუთხრა ყველას, ვინც წაიკითხავს ჩემს ამბავს, არ დანებდეთ! სულიერი სიმტკიცე შეინარჩუნეთ და ბოლომდე იბრძოლეთ! დღესდღეობით, კიბო განაჩენი არ არის, მისი დაძლევა შესაძლებელია, თუ სულიერად ძლიერი ხართ, ღმერთის გწამთ და საკუთარი ძალების!
ორი რთული ოპერაცია, უკან მაქვს მოტოვებული, ამჟამად სხივური თერაპიის კურსს გავდივარ... ვერ წარმოიდგენთ, ეს რამდენად რთული და მტკივნეულია. როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად... მაგრამ მე ვიცი, უფალი დამეხმარება, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვო!
-როგორ ფიქრობთ, თქვენი ავადმყოფობა, ბოროტი ძალების ხრიკია თუ უფლის სასჯელი? თუ კი ასეა, მაშინ რისთვის?
ირმა: ამაზე ბევრი ვიფიქრე... თავიდან უფლის მიმართ, გულში, წყენაც მქონდა და დრტვინვაც - ასე რისთვის დამსაჯა? რატომ მაინცდამაინც მე? ამ კითხვებზე პასუხები, დღემდე არ ვიცი. ჩემი აზრით, ამ სენით, უფალს ჩემი გამოცდა უნდა.
შესაძლოა სურდა, ეჩვენებინა ჩემთვის, რომ ისე არ ვცხოვრობ, როგორც მას ნებავს, არ მივყვები მის ყველა მცნებას... რათა რადიკალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება...
- მაგალითად როგორ?
ირმა: მთელი ჩემი ცხოვრება, „ღრუბლებში დავფრინავდი“, თავმოყვარე და ამაყი ვიყავი. არც ის არ მომწონდა, არც ეს... უფალმა ინება, ჩემი ცხოვრებისთვის სხვა თვალით შემეხედა, ადამიანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შემეცვალა, უფრო კეთილი და ყურადღებიანი გავმხდარიყავი... ალბათ ასე...
- თქვენ გვიამბეთ, თუ რა განიცადეთ მას შემდეგ, რაც თქვენი დიაგნოზის შესახებ შეიტყვეთ. ვის უამბეთ პირველ რიგში?
ირმა: ჩემს სულიერ მოძღვარს, დავურეკე და ვთხოვე, ვენუგეშებინე. მისმა სიტყვებმა, რომ უფალი არ მიმატოვებს და სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლო - უზომოდ გამამხნევა, ძალა შემმატა და გადავწყვიტე, არ დავნებდები! მე უნდა ვიცოცხლო!
მეუღლეს, მხოლოდ ამის შემდეგ ვუთხარი ჩემი დიაგნოზის შესახებ... ძალიან განიცადა, სასოწარკვეთილებას მიეცა... გამოვიდა ისე, რომ ის კი არა, პირიქით, მე ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი, რომ კიბო განაჩენი არაა - დასასრული კი არა, უბრალოდ უფლისგან ბოძებული გამოცდაა, რომ გადავლახავთ ყველაფერს და ისევ ბედნიერები ვიქნებით...
- გწამთ, რომ გამოჯანმრთელდებით?
ირმა: მაშინ ბრძოლა რა საჭიროა? თუ არ გწამს, ხელები გულზე უნდა დაიკრიფო, დაავადებას დანებდე, და უბრალოდ ითვალო დარჩენილი დღეები... ალბათ ბევრი ასეც იქცევა, მაგრამ არა მე! მე ზუსტად ვიცი, რისთვისაც ვიბრძვი!
კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა პირისპირ არის დარჩენილი თავის დაავდებასთან - არ დანებდეთ! კიბო არ ნიშნავს დასასრულს, ის გაძლევთ შესაძლებლობას, გადახედოთ საკუთარ ცხოვრებას, გამოიტანოთ დასკვნები, დაძლიოთ დაავადება, განაგრძოთ სიცოცხლე და დაემორჩილოთ უფლის კანონებს!
- და საიდან გაქვთ ამდენი ძალა? რა გაძლიერებთ?
ირმა: ჩემი მთავარი ძალა და საყრდენი, უფლის რწმენა და ოჯახის წევრების თანადგომაა! მას შემდეგ, რაც შევიტყვე ჩემი დიაგნოზის შესახებ, საქართველოს მრავალი წმინდა ადგილი მოვილოცე, მათ შორის, წმინდა მამა გაბრიელის საფლავიც. ასევე ვიყავი მამა ნაუმთან, ყინწვისის მონასტერში. ამბობენ, რომ მისი ლოცვა, სასწაულს ახდენს. ჩემი სულიერი მოძღვარი, ჩემთანაც, სახლში მოდიოდა და ჯანმრთელობისთვის ლოცვებს მიკითხავდა... არასდროს დამიკარგავს რწმენა...
- ამას ფინანსურად როგორ უმკლავდებით?
ირმა: მე და ჩემს მეუღლეს დანაზოგი გვქონდა, ჩვენ ხომ ორივე ვმუშაობთ. უფრო სწორად, ვმუშაობდით... მე ვეღარ შევძელი, ავადმყოფობის გამო... მუდმივად საავადმყოფოებში ვარ... ასევე ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი ახლობლები და მეგობრები, ჩემმა თანამშრომელებმაც კი შეაგროვეს გარკვეული თანხა ჩემთვის.
- ხელისუფლება თუ დაგეხმარათ?
ირმა: დიახ, ძალიან დამეხმარა. ორი ჩატარებული ოპერაციის თანხა, დაფარა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამამ, ასევე მერიაც დამეხმარა...
- გვითხარით, ამჟამად, მკურნალობის რა ეტაპზე ხართ?
ირმა: ორი ოპერაცია გამიკეთეს, ექიმების თქმით, წარმატებული. ამჟამად სხივური თერაპიის კურსი მიტარდება. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი, ავადმყოფობის დაძლევაში დამეხმარება. ჩემს ყველა ლოცვაში, უფალს მხოლოდ ამ თხოვნით მივმართავ...
მაგრამ ამჟამად, მჭირდება თქვენი, თქვენი მკითხველებისა და მეგობრების დახმარება! სამწუხაროდ ყველანაირი ფინანსური რესურსი, რაც კი გაგვაჩნდა, უკვე ამოვწურეთ... სხივური თერაპიის საფასურს, ნაწილობრივ ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, მაგრამ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, დარჩენილი თანხა, დაახლოებით 1000 ლარი რომ შევაგროვოთ...
- რას უსურვებდით ადამიანებს, ვინც წაიკითხავს თქვენს ისტორიას?
ირმა: ჯანმრთელობას, სიყვარულსა და უფლის რწმენას! მოთმინებას და ყურადღებას ოჯახის წევრების მიმართ. და კიდევ, მინდა მივმართო თხოვნით, თავიანთ ლოცვებში, ჩვენც, კიბოთი დაავადებულები მოგვიხსენიონ...
---
საბრალო ქალის უყურადღებოდ მიტოვება, ჩვენი მხრიდან, დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე! როდესაც გაჭირვებულებს ვეხმარებით, სამყარო იცვლება უკეთესობისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. ცხოვრება, იმდენად საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება!
დავეხმაროთ ონკოლოგიურად დაავადებულ ირმა მაჩიტაძეს, მივცეთ გადარჩენის შესაძლებლობა და დავუბრუნოთ სიცოცხლის ხალისი. მას სჭირდება მედიკამენტები და მკურნალობა.
და კიდევ, დაურეკეთ მას, რათა პირადად მისგან მოისმინოთ, რამდენად მძიმეა და უიმედო მისი მდგომარეობა. მისი ტელეფონის ნომერია: 599 74 92 69.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ირმა მაჩიტაძე)
ვებ-გვერდიდან:
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ საბრალო ქალსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|

