ამ საბრალო ოჯახს ყოველგვარი სენი, სიღარიბე და ტანჯვა ზვავივით მოაწყდა...
როცა ჯოჯოხეთში ცხოვრობ, ნებისმიერ დახმარებაში უფლის ხელს ხედავ!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
დაუსრულებელი ფიზიკური და სულიერი ტანჯვის შემდეგ, კვიციანების ოჯახშიც შეაღწია იმ სიკეთის სხივმა, რომლის მთავარი წყაროც თქვენ ხართ, მეგობრებო, - ის ხალხი, რომლებმაც უფალს გული გაუხსენით!
რა უნდა იყოს დედისთვის იმაზე საშინელი, ვიდრე თავისი ავადმყოფი შვილის ყურება და იმის გააზრება, რომ მას ვერაფრით ეხმარება? ან შვილისთვის მომაკვდავი დედის ყურება და იმის გაცნობიერება, რომ დახმარების გარეშე მისი დღეები დათვლილია?
14 წლის ლეილამ უკვე 4 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. გოგონას ნაწლავი მუცლის ღრუდან გვერდზე გამოუტანეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ბავშვს საკვერცხის კისტაც ამოაჭრეს, ნაწლავების უკურნებელი დაავადების გამო კი, საბრალოს, მთელი ცხოვრება წამლების სმა, მკაცრი დიეტა და ნაწლავების გაუვალობით გამოწვეული ტკივილების ატანა მოუწევს. მისი დედა, ლელა კი მეოთხე სტადიის სიმსივნით საოპერაციო მაგიდაზე ისე აღმოჩნდა, რომ ეჭვიც არც შეჰპარვია, რომ უკვე დიდი ხანია მის ორგანიზმს საშინელი დაავადება, - კიბო ანადგურებდა!
„ამ საბრალო ოჯახს ყოველგვარი სენი, სიღარიბე და ტანჯვა ზვავივით მოაწყდა...“ – სწორედ ასე ერქვა ამ ოჯახის შესახებ დაწერილ სტატიას, რომელიც ცოტახნის წინ გამოვაქვეყნეთ.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/679-kvitsiani/
ლელა, მერაბი და მათი ქალიშვილი, ლეილა, წლების მანძილზე სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებოდნენ, მაგრამ თქვენი წყალობით, შესაძლებელი გახდა, რომ მათთვის ეს ტანჯვა შეგვემსუბუქებინა და ამ ჯოჯოხეთურ დღეებში ერთი პატარა დღესასწაული მოგვეწყო. მათი სახლი სხვადასხვა საჭირო ტექნიკით შეივსო, უამრავმა ადამიანმა ინიციატივა გამოიჩინა და ავადმყოფ დედას აუცილებელი წამლებით დაეხმარა. თქვენი სიკეთის წყალობით ოჯახს ბედნიერებისკენ გზა გაეხსნა, მაგრამ კოშმარი ჯერ კიდევ გრძელდება...
– მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლელა: ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ყურადღება მას შემდეგ, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის გაჭირვებით თქვენნაირი კეთილი ხალხი დაინტერესდა და ამის შესახებ შესახებ სტატია გამოაქვეყნა. უდიდესი სითბო და სიკეთე ვიგრძენი ადამიანების მხრიდან. დამეხმარნენ წამლებით, ტექნიკით... მაცივარი და სარეცხის მანქანა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და უკვე ორივე მაქვს, - ისევ და ისევ, თქვენი წყალობით. ამ ყველაფერთან ერთად, ანონიმურმა ადამიანმა რუსთავიდან კომპიუტერიც გამოგვიგზავნა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ! ყოველდღიური მოკითხვებით ძალიან დიდი ყურადღება და სითბო ვიგრძენი. ადრე საერთოდ ვერ დავდიოდი, ახლა კი დღეში 1–2 საათით მაინც ვახერხებ ადგომას, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი...

„როდესაც სიმსივნესთან ბრძოლა გიწევს, ცივ წყალში ხელით რეცხვა ნამდვილი წამებაა.“
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ?
ლელა: ხშირად მირეკავდნენ, ჩემი მდგომარეობის შესახებ მეკითხებოდნენ, რაც ძალიან მახარებდა, მაგრამ სამწუხაროდ მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე. ძირითადად ანონიმურად ინტერესდებოდნენ და მეხმარებოდნენ, რისთვისაც მინდა ყველა ამ კეთილ ადამიანს საჯაროდ გადავუხადო მადლობა.

„სიღარიბისგან ჩამოშლილი კედლების ფონზე, შემოწირული თანხით ნაყიდი სარეცხი მანქანა იმედს იძლევა...“
– ჩვენს პოსტს მთავრობის წარმომადგენლები თუ გამოეხმაურნენ? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?
ლელა: სამწუხაროდ, არა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ქიმიოთერაპია დამიფინანსოს. ამას მხოლოდ საბუთების მოწესრიგება სჭირდება.

„ეს წამლები კი არა, - ჩემთვის ჰაერია!“
– რას ნიშნავს ფონდის დახმარება და მხარდაჭერა თქვენთვის?
ლელა: დახმარება და მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია, მაგრამ ამდენ გამოხმაურებას არ ველოდი. მართლა. ვიგრძენი, რომ მარტო აღარ ვარ! სასოწარკვეთის ჟამს გამოწვდილმა დახმარების ხელმა იმედი მომცა, რაც ჩემს მდგომარეობაში ერთადერთი მაცოცხლებელი ძალაა.

„ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი მაცივარია, რომელიც მუშაობს.“
– რა მდგომარეობაშია თქვენი გოგონა ახლა და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში?
ლელა: ჩემი გოგონას მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მხრივ პოზიტიური სიახლეები მქონდა. ლეილას დაძაბულობა მოეხსნა, იმდენსაც აღარ ნერვიულობდა, რამაც, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე. ასევე, ბავშვისთვის მეხუთე ოპერაციის გაკეთება და ამჟამად კისტის ამოკვეთა მოგვიწია, რის შემდეგაც, წამლებით, ისევ და ისევ, თქვენ დაგვეხმარეთ.
– ჯანმრთელობის პრობლემები თქვენს მეუღლესაც ჰქონდა. ახლა როგორაა და რა შეიცვალა ფონდის დახმარების შემდეგ?
ლელა: ჩემი მეუღლე წამალს ეტაპობრივად სვამს - ყოველ მეორე თვეს გამაყუჩებლები და სხვადასხვა წამლები უნდა მიიღოს, რომ ისევ საოპერაციო არ გახდეს...

„საჭმელზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის წამლებია: ჩემთვისაც, ჩემი ქმრისთვისაც და ჩემი შვილისთვისაც.“
– ლელა, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?
ლელა: ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ვარ, ამიტომ, ახალი წლის შემდეგ, ეტაპობრივი ქიმიოთერაპიები მჭირდება. აუცილებლად დამჭირდება კეთილი ადამიანების გვერდში დგომა, რადგან ფინანსური რესურსები უკვე სრულიად ამოწურული გვაქვს. თქვენ რომ არა, ღმერთმა იცის, ახლა რა იქნებოდა. ვინმე თანხით ან წამლებით რომ დამეხმაროს, უზომოდ მადლიერი ვიქნები... არ ვიცი, ჩემს გარეშე ჩემს შვილს და ჩემს მეუღლეს რა ეშველებათ. იმაზეც ვდარდობ, რომ პანდემიის გამო ლეილას ონლაინში სწავლა უწევს, - რუსთავიდან გამოგზავნილი კომპიუტერი ძველია და ბავშვი გაკვეთილებს ვერ ესწრება. ვხედავ, სწავლა როგორ უნდა, მაგრამ არც ტელეფონი აქვს და არც ნოუთბუქი; აქედან გამომდინარე, ტექნიკური დახმარებაც ძალიან გაგვახარებს.
უდიდეს მადლობას ვუხდი თქვენ ფონდს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დამეხმარა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამქვეყნად ასეთი კეთილი ადამიანები არსებობდნენ. თქვენი იმედი მაქვს!
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კვიციანების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/679-kvitsiani/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2021 თებ 17 | მედიკამენტები | 122.94 | transferred |
| 2021 თებ 17 | სარეცხი მანქანა | 599 | transferred |
| 2021 მარ 15 | მედიკამენტები | 249.74 | transferred |
| 2021 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 790 | paid |
| 2021 აპრ 6 | მედიკამენტები | 248.48 | transferred |
| 2021 აპრ 23 | მედიკამენტები | 299.48 | transferred |
| 2021 მაი 31 | მედიკამენტები | 250 | transferred |
| 2021 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 160 | paid |
| 2021 ივნ 16 | მაცივარი | 659 | transferred |
| 2021 ივლ 3 | მედიკამენტები | 299.9 | transferred |
| 2021 ივლ 27 | მედიკამენტები | 349.78 | transferred |
| 2021 აგვ 17 | პამპერსები | 349.43 | transferred |
| 2021 სექ 16 | მედიკამენტები | 354.87 | transferred |
| 2022 თებ 15 | მედიკამენტები | 434.71 | transferred |
| 2022 მარ 16 | მედიკამენტები | 149.83 | transferred |
სულ ხარჯი: 5,317.16 ₾
დარჩა 0.45 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2021 მარ 5 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
| 2021 მარ 5 | ტოტიკაშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
| 2021 მარ 5 | გიორგი თოფურია | 25 | Transfer to account |
| 2021 მარ 5 | იასონი პაპავა | 10 | Transfer to account |
| 2021 მარ 4 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 მარ 4 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2021 მარ 4 | მიხეილ არახამია | 30 | Transfer to account |
| 2021 მარ 2 | გიორგობიანი თეა | 50 | Transfer to account |
| 2021 მარ 2 | თამარი კანდელაკი | 2 | Transfer to account |
| 2021 მარ 2 | ეკატერინე ქირია | 10 | Transfer to account |
| 2021 მარ 2 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 მარ 2 | ეკატერინე ატაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2021 მარ 2 | თამარ დალაქიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 მარ 1 | ივანიძე ლუკა | 20 | Transfer to account |
| 2021 მარ 1 | ხურციძე ეკა | 20 | Transfer to account |
| 2021 მარ 1 | ხომასურიძე ელგუჯა | 0.4 | Transfer to account |
| 2021 მარ 1 | ქრისტეფორე ჩოპოზოვი | 2 | Transfer to account |
| 2021 მარ 1 | ნათია ჯახია | 10 | Transfer to account |
| 2021 მარ 1 | Irakli Tabatadze | 5 | Transfer to account |
| 2021 თებ 28 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 თებ 28 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
| 2021 თებ 28 | გელა ივანიძე | 20 | Transfer to account |
| 2021 თებ 28 | ლევან კობაიძე | 10 | Transfer to account |
| 2021 თებ 27 | პილილიანი არაქელ | 30 | Transfer to account |
| 2021 თებ 27 | ტოხვაძე თათული | 5 | Transfer to account |
| 2021 თებ 27 | თამლიანი იოსებ | 3 | Transfer to account |
| 2021 თებ 27 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
| 2021 თებ 27 | მუსხელიშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
| 2021 თებ 27 | ლევან გურგენიძე | 20 | Transfer to account |
| 2021 თებ 27 | ლაშა კუპრეიშვილი | 100 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 5,317.61 ₾
დარჩა 0.45 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|








