ჩაფერფლილი ოცნებები. არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა!
2021 ოქტომბერი 20
ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,915 ₾
(
128 დონორი )
ვაშა-ა-ა! ახლა უკვე შევძლებთ, ონლაინ გაკვეთილებს რიგრიგობით მაინც დავესწროთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„გინდათ, ჩვენი ახალი პლანშეტი გაჩვენოთ? იცით, რა მაგარია?! კარგი მონაცემები აქვს! თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავინახე“ - მეუბნება გახარებული ბიძინა. მერე „გაჯეტს“ მაჩვენებს, თან დიდი სიფრთხილით უწმენდს ეკრანს. პატარა კახბერიძეებს უხარიათ, რომ ამის შემდეგ აღარ ჩამორჩებიან სწავლას და რიგრიგობით მაინც შეძლებენ, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს.
„აქამდე, სულ ვაცდენდით, როდესაც ონლაინი გვქონდა...“ - სახე მომენტალურად ეღუშება შუათანა ძმას - კახაბერს. პატარა გეგი კი, უხმოდ იღიმის და ასე, მოკრძალებით გამოხატავს მადლიერებას.

ბიჭები ბედნიერები არიან მიღებული საჩუქრებით, რაც პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა, ფონდის ერთგულო და კეთილო მეგობრებო!
ერთი წლის წინ, კახბერიძეების მრავალშვილიან ოჯახს უბედურება მოულოდნელად დაატყდა თავს. მშობლების - ზინაიდას და კახას თვრამეტი წლის უმძიმესი შრომის შედეგი, ერთიანად ჩაყლაპა ცეცხლმა. ალში გაეხვა მთელი სახლი და ქარმა ნაცრად გაფანტა ოჯახის მყუდრო, მშვიდი ცხოვრება... დატოვა მხოლოდ შავი კედლები, სიცივე, შიმშილი და გაჭირვება... ჰო, კიდევ... კიდევ ბანკის კრედიტები, რომელსაც არავინ იცის, როდის ექნება ბოლო...
ბოროტი გველეშაპის პირიდან გადმოსული ცეცხლის შემდეგ, აქამდე, ბიძინას, კახაბერს და გეგის ერთხელაც არ გაუღიმიათ...
ჩვენმა ფონდმა, კახბერიძეების ოჯახის შესახებ პოსტი, გასული წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
ახლა, უკვე ძალიან გახარებულები და ბედნიერები დაგვხვდნენ, ბავშვებიც და მშობლებიც. გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ხომ მთავარი იმის დანახვაა, რომ ისინი მარტონი არ არიან?! და თუ ბევრი ადამიანი უანგაროდ დაუდგებათ გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება!
- ზინა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
ზინა (მრავალშვილიანი დედა): იცით, თქვენ ვინ ხართ? ყველაზე ტკბილი მეგობრები! თქვენც, და ყველა ის ადამიანიც, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა... თქვენ ჩვენი სულის ნაწილები გახდით. მერე რა, რომ ზოგიერთი ანონიმად დარჩა? მერე რა, რომ ზოგის სახელი არ ვიცი?.. მე მაინც ვილოცებ თქვენზე. ვილოცებ ყველა იმ ლოცვაზე გულწრფელად, რაც კი ოდესმე წარმომითქვამს!
ჩვენი ცხოვრება იმედით შეიცვალა. ეს იმედი დღითიდღე ღვივდება. მიყვარხართ, მეიმედებით.
- ალბათ, ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ... ვინ დაგიდგათ გვერდით და ვინ როგორ შეგიმსუბუქათ მდგომარეობა?
კახა (ზინაიდას მეუღლე): პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენს ფონდს უძვირფასესი საჩუქრებისთვის, მრავალჯერ სტუმრობისთვის. სარეცხი მანქანა, ჩემი მეუღლისთვის ყველაზე მნიშვნელობანი „სასწრაფო დახმარება“ იყო. ისედაც იმდენს შრომობს - სასტუმროებს ალაგებს, წვალობს. დღეს და ღამეს ასწორებს. კიდევ, სახლში უამრავი საქმე... ძალიან მეცოდებოდა, ხელით უწევდა რეცხვა. ახლა, შრომა შეუმსუბუქდება.

ზინა: კახაც ბევრს შრომობს, შეშას უჩეხავს ხალხს. შრომაში გავატარეთ მთელი ცხოვრება. ხანძარმა კი, ერთიანად წაგვართვა ყველაფერი. მართალია, ჩვენი შემოსავალი მწირია, მაგრამ თვრამეტი წელი ვცდილობდით წელში გამართვას და აი, რით დასრულდა ყველაფერი. ახლა, ბანკში მიდის ყოველი თეთრი... სოციალური დახმარებაც კი... არადა, რა უნდა ვჭამოთ? სად უნდა ვიცხოვროთ? ამ შავ დამწვარ კედლებში რთულია ბავშვების გაჩერება. სუნთქვაც კი რთულია. (ტირის.)
კახა (ამშვიდებს.): კარგი ზინა, ხომ ხედავ, რამდენი ადამიანი დაგვიდგა გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება...
ბავშვებისთვის ყველაზე კარგი „სასწრაფო დახმარება“ ეს, რა ჰქვია...
ბიძინა (14წლის): პლანშეტი, მამი...
კახა: ხო, პლანშეტი იყო! ვერ ახერხებდნენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას. სულ აცდენდნენ. არადა, კარგი ბავშვები არიან, კარგად სწავლობენ. ცოდვაა ამათი ჩამორჩენა, მაგრამ რა უნდა გვექნა?! თავს ზემოთ ძალა არ იყო...
კახაბერი (13წლის): ახლა რიგრიგობით ვესწრებით. ვისაც უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილი აქვს, ის იყენებს. არ ვჩხუბობთ. სკოლაში გვასწავლეს: „ერთი თხილის გული, ცხრა ძმამ გაიყო.“ საღამოობით კი, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს ვთამაშობთ, ან საინტერესო ამბებს ხმამაღლა ვკითხულობთ.
ზინა: სხვანაირი ბავშვები არიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი. გარდაცვლილი დის - მეგის სურათს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს, ყოველდღე ეფერებიან და კოცნიან.

კახა: არ შემიძლია ის ადამიანები არ ვახსენო, რომლებმაც თქვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაგვირეკეს, გვინახულეს, ხელი გაგვიმართეს. რვა ემიგრანტი საბერძნეთიდან გაერთიანდა, დალი ჭეიშვილის მეთაურობით დაგვეხმარნენ თანხით. ამ საქმეში ჩაერთო ასევე ემიგრანტი - გოჩა კახაბრიშვილიც და მათ ერთობლივად შეგვიძინეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. გამოგვეხმაურა ერთი უცნობი მამაკაცი თბილისიდან, რომელმაც ორი შიდა კარი გვაჩუქა. უბრალოდ, უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა მათი ტრანსპორტირება, მაგრამ, იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით მალე ჩამოვიტანთ. უცნობი ქალბატონი - ქვის საწარმოს ხელმძღვანელი შეშფოთდა ჩვენი მდგომარეობით და სამშენებლო ქვიშა გამოგვიგზავნა. თბილისიდან გვესტუმრა ექიმი ცოლ-ქმარი და ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აჩუქეს ბავშვებს. ცეცხლმა ხომ ყველაფერი წაგვართვა, თითქმის შიშვლები დავრჩით... თქვენი ფონდის წარმომადგენლები, ხომ არასდროს გვსტუმრობენ ტკბილეულის და პროდუქტის გარეშე. დიდი მადლობა ამისთვის ყველას.

- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს, თუ დაგეხმარნენ რაიმეთი?
კახა: დიახ, დაგვეხმარნენ. 300-ლარიანი ვაუჩერი გამოუყვეს ბავშვებს საკანცელარიო ნივთების შესაძენად. სკოლისთვის ერთი რვეულიც კი აღარ ჰქონდათ ბიჭებს, ჩვენ კი, ფული არ გვქონდა ამ ნივთების შესაძენად. სოციალურმა სამსახურმაც გამოგვიყო ერთჯერადად 300 ლარი პროდუქტისთვის. მაგრამ, ეს ხომ ძალიან მცირეა? მაინც მადლობლები ვართ.
- ბიჭებო (მივმართავ ბავშვებს.), თქვენ რა საჩუქარი გაგეხარდათ ყველაზე მეტად?
ბიძინა: პლანშეტი და სარეცხი მანქანა. პლანშეტი იმიტომ, რომ გაკვეთილებს აღარ გავაცდენთ. ონლაინ გვიტარდება და ჩვენ ვერ ვესწრებოდით აქამდე.

კახაბერი: სარეცხი მანქანა იმიტომ, რომ დედა გვეცოდებოდა, ცივ წყალში რომ ხელით რეცხავდა. კიდევ... კიდევ პლანშეტი სუპე-ე-ე-ე-ერ!

გეგი: სულ დაღლილი დედიკო გვყავს. მე გამეხარდა ის, რომ ჩემს დედიკოს გაეხარდა... კიდევ ტკბილეული გამეხარდა. სახლი რაც დაგვეწვა, მამა ტკბილეულს ვეღარ გვყიდულობს... მაქსისაც შია.
- გეგი, მაქსი ვინ არის?
გეგი: ისეთი ჭკვიანი ცუგაა, კარგი ადამიანები რომ მოდიან, არ უყეფს, კუდის ქიცინით ხვდება. მაგ დროს კარგ ხასიათზეა. მხოლოდ მაშინ ტიროდა, ჩვენი სახლი რომ დაიწვა და ჩვენც რომ ვტიროდით. (გარბის და მაქსს ეძახის, უნდა რომ გამაცნოს.)

- ზინა, ვიცი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, თქვენი საჭიროებები გაცილებით მეტია! იქნებ გვითხრათ, ამ ეტაპზე, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ზინა: ჩემი სურვილი ერთია, იქნებ მომეხმაროთ, კეთილო ადამიანებო, რომ ერთი ოთახის მოწესრიგება მაინც შევძლო ბიჭებისათვის. მთელ ოჯახს, ერთ გაშავებულ ოთახში, სუნში და აუტანელ პირობებში გვძინავს. მე და კახა გავუძლებთ, ამისთანებისთვის გაგვიძლია?! მაგრამ ბავშვები მეცოდებიან - ჯანმრთელობა ხომ შეერყევათ ამ სუნში?!
კახა: ბანკის კრედიტი რომ არ გვქონდეს, კიდევ არაფერს ვითხოვდით. ათჯერ მეტს ვმუშაობთ, ვიდრე ვმუშაობდით. მთელი დღის განმავლობაში, მე და ჩემი მეუღლე მართლა არაადამიანურ ჯაფას ვტოვებთ დღიურ სამუშაოებზე. მაგრამ რა? მთელი თანხა, სოციალურ დახმარებასთან ერთად, ბანკში მიდის, იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე აღარ გაგვაჩნია. ჩემი სურვილი იყო, ბანკებს გაეთვალისწინებინათ ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ, ფუჭი აღმოჩნდა ყოველგვარი თხოვნა-მუდარა. ამიტომ, ისევ თქვენი თანადგომის იმედიღა დაგვრჩა... ნუ მიგვატოვებთ. ხელი გამოგვიწოდეთ! მადლი და კეთილი საქმე არ დაიკარგება...
***
ჩემო კეთილო ადამიანებო, თუ თქვენ ადგილზე მოინახულებთ ამ ოჯახს, არ მგონია, გული არ აგიჩუყოთ იმ სიტუაციამ, რაც იქ დაგხვდებათ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რა რთულია, გამოეთხოვო იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდი და ელოლიავებოდი. გამოეთხოვო და უყურო, როგორ ანადგურებს საშინელი სტიქია შენს საყვარელ სახლს, ნივთებს და რჩები ქუჩაში, თითქმის შიშველი... ყველას ღმერთმა გაშოროთ მსგავსი, რაც ამ ოჯახმა გადაიტანა. ბავშვები ახლა ოცნებობენ ცეკვის ფორმებზე, სპორტულ აღჭურვილობაზე, ტანსაცმელზე, საკვებზე, ტკბილეულსა და იმაზე, რომ გაკვეთილებს დაესწრონ... და კიდევ იმაზე, რომ მათ ოთხფეხა მეგობარ მაქსისაც ჰქონდეს საჭმელი. იქნებ შევძლოთ, ერთიანი ძალებით, ცოტათი მაინც გავუუმჯობესოთ მათ პირობები.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კახბერიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2021 დეკ 3 | სარეცხი მანქანა | 750 | transferred |
| 2021 დეკ 7 | პლანშეტი | 350 | transferred |
| 2021 დეკ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 325 | paid |
| 2021 დეკ 31 | პროდუქტები | 200.6 | transferred |
| 2022 აპრ 11 | პროდუქტები | 169.98 | transferred |
| 2022 ოქტ 6 | პროდუქტები | 120.13 | transferred |
სულ ხარჯი: 1,915.71 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2022 ოქტ 5 | 'შოთა თათოშვილი | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 31 | მერაბ ხარაბაძე | 50 | Transfer to account |
| 2022 აგვ 30 | 'არჩილი მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 29 | 'ბერიკა მემანიშვილი | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 27 | ცომაია თორნიკე | 2 | Transfer to account |
| 2022 აგვ 23 | 'ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 23 | 'გიორგი თურმანიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 22 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
| 2022 მარ 1 | ირაკლი ახრახაძე | 100 | Transfer to account |
| 2022 თებ 10 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 იან 28 | ლია მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 30 | ივანე ჯანელიძე | 50 | Transfer to account |
| 2021 დეკ 7 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 27 | ბირკაძე თამთა | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 19 | ასათიანი ნინო | 2 | Transfer to account |
| 2021 ნოე 18 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 18 | ბაჩანა არაჩაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 17 | ქეთევან ჯავახიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 17 | გიორგი ღამბაშიძე | 50 | Transfer to account |
| 2021 ნოე 17 | დავით დუმბაძე | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 17 | ბაკური თათელიშვილი | 100 | Transfer to account |
| 2021 ნოე 17 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 16 | ნინო კვეტენაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 16 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 13 | მაჩხოშვილი ელენე | 1 | Transfer to account |
| 2021 ნოე 12 | კობახიძე სოფიკო | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 12 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
| 2021 ნოე 12 | ნანა ხუჭუა | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 12 | ლია გლუნჩაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 10 | ანონიმი | 15 | VISA, MasterCard (Geopay) |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,915 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|












