ყველა ჩვენი "ახალი" ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!
2021 ნოემბერი 3
მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის - მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,117 ₾
(
113 დონორი )
როდესაც თქვენს თანამშრომლებთან დავიწყე ურთიერთობა მივხვდი, რომ თქვენი ფონდი, მართლაც ადამიანების ბედნიერებისთვის არსებობს...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ბიძინაშვილების ოჯახისთვის, მათი სახლის შენების ხმა ყველაზე საყვარელია. მრავალშვილიანი დედა, თამარი იხსენებს, თუ როგორ უხაროდათ ჩაქუჩის კაკუნი.
მელოდიასავით ჩაესმოდათ ყურში მშენებლობის ხმაური, რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე, უფრო დიდი სახლი ექნებათ. აგური აგურს დაედო და ახლა, სახლში ყველასთვის არის ადგილი, შვიდივე ბავშვისთვის. საკუთარ ახალ ფართში, თქვენი სიკეთის წყალობით, ბიძინაშლებს უკვე გაზქურა და მაცივარი აქვთ. ბავშვებს კი, ველოსიპედი და ლეპტოპი, რათა მათი ცხოვრება უფრო სახალისო და ბავშვური იყოს.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/800-bidzinashvili/description/
აქ კი, ნახავთ მათი მუყაოს სახლს, რომელშიც ადრე ცხოვრობდნენ.
- თამარ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
თამარი: თქვენმა გამოჩენამ ბევრი ადამიანური თვისება დაგვანახა, რომელიც უკვე მივიწყებული გვქონდა. მაგალითად: როგორ უნდა გვერდში დგომა, სითბოს და ყურადღების გამოხატვა. როდესაც 7 შვილის დედა ხარ, მინიმუმ 7 ჯერ მეტი ყურადღება გჭირდება გარემოსგან. რამდენი ბავშვიც არის ოჯახში, იმდენი ემოცია და განცდაა. ყველას თავისებური ყურადღება და მიდგომა სჭირდება. ხანდახან, უბრალოდ დაღლილი კი არა 7-ჯერ მეტად დაღლილივარ. მაგრამ, როდესაც ბედნიერი ვარ, 7-ზე ვამრავლებთ ამასაც.
თუმცა, თქვენი გამოჩენის შემდეგ, ყურადღების დეფიციტი აღარ მიგრძვნია. თქვენი საოცარი გუნდის თანამშრომლებისგან და ფონდის მკითხველებისგან იმხელა პოზიტივი ვიგრძენი ჩემი ოჯახის მიმართ, რომ ყველაფერი ცუდი გვერდზე გადავდე. უბრალოდ, უფლება არ მქონდა კარგად არ ვყოფილიყავი განწყობილი. ბავშვებსაც მეტი სტიმული მიეცით, თქვენ გაახარეთ და გააბედნიერეთ ისინი. მიეცით ის, რამაც მათი გულები სიხარულით აავსო. მადლობის გარდა, რა მეთქმის... ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ!!

- ახალი მეგობრები ხომ არ შეგიძენიათ, თამარ?
თამარი: თქვენს პოსტს იმდენი ადამიანი გამოეხმაურა, ნამდვილად არ მეგონა მსგავს ყურადღებას თუ მივიღებდით. ისეთი თბილი და გულის ამაჩუყებელი კომენტარები იწერებოდა... ყოველ ღამით ვკითხულობდი და პოზიტივით ვივსებოდი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო გოგონა, რომელიც დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. მაგრამ, კარგად მახსოვს რომ წვიმდა, სახლში ვბრუნდებოდი და გზაში შემხვდა... იცით, რა არ დამავიწყდება არასდროს? პაწაწინა ბავშვი ჰყავდა თან, ეტლით. ბავშვი ვერსად დავტოვე და მასთან ერთად წამოვედიო. შევიდა მაღაზიაში, პროდუქტი იყიდა და გადმომცა... ეხლაც გული მიჩუყდება და მეტირება... როგორ გულით უნდოდა, რომ არ დაეზარა და ამხელა გზა გამოიარა თავსხმა წვიმაში, თან, ბავშვთან ერთად. ეს კადრი, ჩემს გონებაში სამუდამოდ დაილექება და ალბათ, სულ გულის უჯრაში მექნება შენახული. კიდევ, არ შემიძლია, არ ავღნიშნო ჩემი საოცარი, ახლად გადმოსული მეზობლების გვერდში დგომა, რომლებიც ხან ავეჯს მაწვდიან, ხან მასალებს და მოკლედ, ყურადღებას არ მაკლებენ. რაც სახლში ავეჯი მაქვს, სულ მათი დამსახურებით. კიდევ, გავიხსენებ ალექსანდრე გაგუას, რომელმაც ორი წყვილი ახალი ფეხსაცმელი გვაჩუქა. ბავშვები ძალიან გაახარა ამ საჩუქარმა, დღეებიც კი დათქვეს, ვინ რომელ დღეს ჩაიცვამდა ახალ ფეხსაცმელს. ძალიან უფრთხილდებიან, რადგან იციან, რომ ეს თუ გაცვითეს, ვეღარ ვუყიდი ახალს.
არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. კიდევ, გოგოები და ბიჭები იყვნენ მოსული, პროდუქტი გადმოგვცეს. მოდით, ღმერთს თვალებში შევხედოთ და ვთქვათ, რომ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი სამშობლო... მადლობა თვითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის, გაგებისთვის, გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ღმერთმა ათმაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე...

- ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
თამარი: პირდაპირ გეტყვით, არა! ვიყავი მისული გამგეობაში, დავწერე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივი წვიმების დროს, ჩვენი სახლის სახურავი დაზიანდა და წყალი ჩამოდიოდა. იქიდან გამომდინარე, რომ სახურავის გაკეთება დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან, ცივი უარი მითხრეს. დღემდე ასეა სახურავი, მაგრამ არავინ რეაგირებას არ ახდენს. კი, გასაგებია, რომ სოციალურ დახმარებას გვიხდიან მაგრამ, რამდენი რამ გავაკეთო ამ მიზერული თანხით, თანაც 7 შვილის დედამ... ძალიან მეწყინა, როგორც მოქალაქეს, მაგრამ რას ვიზამთ...
- რას ნიშნავს ჩვენი ფონდის მეგობრების მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
თამარი: ყველაზე მთავარი არის ყურადღება და გულისხმიერება. როდესაც ადამიანს არ აგრძნობინებ თავს უკანასკნელ, მიტოვებულ და გამოუსადეგარ ნივთად. თქვენგან, სწორედ ეს გულისხმიერება ვიგრძენი და დავინახე. თქვენი სახით, იმედი ჩამესახა და ამ იმედით ვაგრძელებ ცხოვრებას. იცით? მანამდე ხომ, ხშირად ვკითხულობდი თქვენს სხვა პოსტებს და ძალიან ხშირად მხვდებოდა მსგავსი ფრაზები, რასაც ახლა, მე თქვენ გეუბნებით. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტათი მიკვირდა ასე, შორიდან... როგორ უნდა მომეცეს ახლა, მე რამის იმედი-მეთქი... მაგრამ, როგორც კი დავიწყე თქვენს თანამშრომლებთან ურთიერთობა, მაშინვე მივხვდი, რომ თქვენი ფონდი მართლა სხვის ბედნიერებისთვის არსებობს... აქედან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ თქვენს ყველა მკითხველს და თანამშრომელს.
„ახლა, ჩვენს მაცივარში უფრო მეტი საჭმლის შენახვაც შეიძლება...“
„ახლა, ჩვენს მაცივარში უფრო მეტი საჭმლის შენახვაც შეიძლება...“ - ბავშვებო, თქვენ როგორ ხართ? საჩუქრები როგორ მოგეწონათ... ველოსიპედით უფრო ხშირად ვინ დადის ხოლმე?
დათო (14 წლის): ყველაზე ძა-ა-ალიან, ძალიან რა გამიხარდა, და რა თქმა უნდა, ჩემი სუპერ-ბუპე-ე-ე-ე-რ ველოსიპედი. ყველაზე ხშირად, მე დავდივარ ხოლმე, მაგრამ ჩემს პატარა ძმებსაც ვთხოვნი, რა თქმა უნდა. მაგრამ მათთვის, ცოტა დიდია ჯერ... ამით დავდივარ მაღაზიაშიც, ეზოშიც, და ზაფხულში სკოლა რომ იყოს, იქაც ამით წავიდოდი და ყველას ვაჩვენებდი ჩემს უმაგრეს ველოს... იცი, რა რბილად დადის?.. გინდა, შენც გაგასეირნო? თუ არ გამიფუჭებ...

- დათო, მადლობა, ძალიან კეთილი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩემთვის, ცოტა პატარაა. დიანა შენ რას მეტყვი? იქნებ შენც გამიზიარო შენი ემოციები?
დიანა (11 წლის): მე-ე-ე?.. მე ნოუთბუქი რომ მომიტანეთ, ამან გამახარა ყველაზე მეტად... იცი, რატომ? გინდა, გითხრა? იმიტომ, რომ ჭკვიანი გავიზარდო, კიდევ, ახალი რაღაცეები ვნახო... იცი, სამყარო რა საინტერესოა და რამხელაა? აბა, ისე როგორ ვნახავდი... მე, მარტო ჩემი ეზო ვიცოდი, როგორი იყო... ახლა, ჩინეთიც ვიცი, ამერიკაც და აფრიკაც... სულ მაინტერესებდა, როგორი იყო კოსმოსი და რამდენი ვარსკვლავი იყო ცაში... და ახლა, ამაში ვცდილობ გარკვევას...

- ბავშვებო გული სიხარულით ამივსეთ, მეც თქვენი სიხარულით მიხარია და გისურვებთ, ასეთივე ინტერესით გაგეგრძელებინოთ ცხოვრება...
თამარ, ბოლო კითხვას დაგისვამთ... მაინტერესებს, კიდევ რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ მოუგვარებელი, რომელშიც კვლავ თქვენს გვერდით ვიქნებით და გაგიმაგრებთ ზურგს?
თამარი: ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენი იმედი შემიძლია მქონდეს, არცერთი წამით... რადგან ასეთი თანადგომა დამანახეთ და სიყვარული, ზუსტად ვიცი, რომ მართლა გულთან მიიტანთ სხვა დანარჩენსაც.
ახლანდელი ჩვენი პრობლემა, იმაში მდგომარეობს, რომ ეს მიშენება, რაც გავაკეთეთ, ცარიელი ბეტონის კედლებია... შიდა რემონტი არ გვაქვს, სახურავიდან წყალი ჩამოგვდის, არც დენი, არც გაზია შემოყვანილი. დენი მეზობლისგან გამოვიყვანეთ და ისიც, მათ ხარჯზე გვაქვს... სრულყოფილი ცხოვრებისთვის, ეს გვაკლია, რომ დავისვენოთ. მე კი, ამხელა ოჯახის პატრონს, ფულიც ვერ მიგროვდება, სად მაქვს შესაგროვებელი, ისიც არ გვყოფნის, რაც გვაქვს... ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, ეს პრობლემებიც რომ გადაიჭრას... თქვენი დიდი იმედი მაქვს... თქვენ, ჩემი ოჯახის საყრდენი ძალა ხართ.

***
მეგობრებო, თამარის დიდ, უზარმაზარ ოჯახს სჭირდებით. მათ შვიდჯერ სჭირდებით, შვიდჯერ ეიმედებით და შვიდჯერ უხარიხართ. მართალია, ჯერ ზაფხულია და ცხელა, მაგრამ ზამთარიც ისე მალე დადგება... მიადგება მათ სახლსაც და იმედია, ეს დრო რომ დადგება, მათთან თქვენი დახმარებით, გაზი მაინც იქნება შეყვანილი და სიცივის არ შეეშინდებათ.
ეიმედებით თამარს და მის ოჯახს და ეს იმედები, ძალიან მყარია, თქვენ მის გულში იმედის მარცვალი დათესეთ და გააღვივეთ... ასე გააგრძელეთ მეგობრებო .
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბიძინაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/800-bidzinashvili/description/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2021 დეკ 3 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,260 | transferred |
| 2022 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 410 | paid |
| 2022 თებ 14 | პროდუქტები | 371.36 | transferred |
| 2022 სექ 4 | პროდუქტები | 76.05 | transferred |
სულ ხარჯი: 2,117.41 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2021 ნოე 7 | თემირა მეხრიშვილი | 25 | Transfer to account |
| 2021 ნოე 7 | მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 7 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2021 ნოე 7 | ანა ქოქრაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 6 | ანონიმი | 300 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 ნოე 6 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
| 2021 ნოე 6 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 6 | სოფიო ვეფხვაძე | 1 | Transfer to account |
| 2021 ნოე 6 | ხერგიანი ნათია | 1 | Transfer to account |
| 2021 ნოე 6 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 5 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 ნოე 5 | ამოზაშვილი ნიკა | 3 | Transfer to account |
| 2021 ნოე 5 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2021 ნოე 5 | ნინო სურგულაძე | 3 | Transfer to account |
| 2021 ნოე 5 | ირაკლი გეწაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 4 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 ნოე 4 | ალექსი ზუხბაია | 50 | Transfer to account |
| 2021 ნოე 4 | ნიკა აბრამიშვილი | 2 | Transfer to account |
| 2021 ნოე 4 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 4 | თინათინ გამცემლიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 4 | ხატია გოგრიჭიანი | 5 | Transfer to account |
| 2021 ნოე 4 | მარიამ დათეშიძე | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 4 | ლია გლუნჩაძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,117.3 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|


















