როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია...
2022 თებერვალი 22
მას აღარ უნდა სიცოცხლე!.. ძლიერი ტკივილის დროს, იწურება ყველაფრის იმედი... მაგრამ, როდესაც მას პაწაწინა ხელი ეხება, ხვდება, რომ სიკვდილი მისთვის არის ყველაზე იოლი გამოსავალი, მისი შვილისთვის კი, საშინელი ტანჯვა იქნება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,182 ₾
(
236 დონორი )
როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მას აღარ უნდა სიცოცხლე!.. ძლიერი ტკივილის დროს, იწურება ყველაფრის იმედი... მაგრამ, როდესაც მას პაწაწინა ხელი ეხება, ხვდება, რომ სიკვდილი მისთვის არის ყველაზე იოლი გამოსავალი, მისი შვილისთვის კი, საშინელი ტანჯვა იქნება.

ყოველდღე ირჩევს სიცოცხლეს. სიცოცხლეს, მიუხედავად ტანჯვისა და ცრემლის
იცით, რა არის ყველაზე გულსაკლავი? მას შეუძლია, სულაც შეწყვიტოს ეს ტანჯვა. „ექიმის მიერ გამოწერილი წამლების ყიდვის, ყველა პროცედურის ჩატარების საშუალება რომ გქონდეს, სიარულს შეძლებდი“, - ეუბნებიან მას. მაგრამ სოციალური დახმარების თანხა, მხოლოდ 185 ლარია, და ჰყოფნის მხოლოდ შვილისთვის საჭმლის საყიდლად. ორი კარტოფილისგან და ნახევარი სტაფილოსგან წვნიანის მოსამზადებლად, ისიც, ყოველთვის არა.

- მაია, გვიამბეთ საკუთარ თავზე.
მაია: ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი, მართლა! ორსულობამდე, ექიმთანაც კი არასდროს ვყოფილვარ. ვმუშაობდი, ლამაზად ვიცმევდი კიდეც, გრძელი, ლამაზი თმა მქონდა. ახლა კი, შემომხედეთ, რას დავემსგავსე. ადამიანს კლავს ტკივილი და უიმედობა.


აი, ორ წელიწადში რა შეიძლება დამართოს ტკივილმა ადამიანს!
- როდის გახდით ავად?
მაია: ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, ზუსტად მაშინ გავხდი ავად. როდესაც პატარას ველოდებოდი და ბედნიერებისგან ვფრინავდი, უცებ ფეხი „გამიჩერდა“. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი და შემეშინდა. მაგრამ, ეს რამდენიმე წუთს გაგრძელდა და თავი უკეთ ვიგრძენი. მაგრამ, შეტევები გახშირდა, ბოლოს კი, ფეხზე ვეღარ დავდექი. ექიმებმა მითხრეს, რომ მკურნალობის დაწყებას ბავშვის გაჩენის შემდეგ შეძლებდნენ. იმ პერიოდში, საბას დაბადებამდე, მეუღლემ მიმატოვა. არ მკითხოთ მიზეზი, არ ვიცი. მარტო დავრჩი ჩვილ ბავშვთან ერთად. ღმერთმა გაახაროს დედაჩემი, ის რომ არა, დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით. ფაქტობრივად, მეც მივლის და ჩემს შვილსაც ზრდის.

„ღმერთმა ქნას, ყველას ასეთი დედა ჰყავდეს - ანგელოზი დედა“
მაია: ჩემს გარდა ხომ, ჩემს ძმას, მის შვილს, და თავის დისშვილს - 30 წლის მარიამს სჭირდება მოვლა. მარიამს არც დედა ჰყავს, არც მამა. ჩვენს გარდა, არავინ არ ჰყავს. დედაჩემმა შეიფარა. მარიამი ავად არის, გონებრივად ჩამორჩენილია და კიდურებიც განუვითარებელი აქვს. ჩემი გასაჭირიც დაემატა! არც კი ვიცი, როგორ უძლებს ამ ყველაფერს!



მარიამი: „არ მომეკაროთ, სახლში ვარ“
- რა არის თქვენი საარსებო წყარო, მაია?
მაია: ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ თვეში 185 ლარი მარტოხელა, ავადმყოფი დედისთვის, საკმარისია. კიდევ კარგი, დედას სასადილოდან საჭმელი მოაქვს, მე ხომ ვერ გავდივარ სახლიდან. თორემ მშივრები დავრჩებოდით. ჩემს პრობლემებსა და გასაჭირზე აღარ ვლაპარაკობ. მედიკამენტები ძალიან ძვირი ღირს, ექიმთან ვიზიტი კიდევ უფრო ძვირი, ტაქსი კი... საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვივლი კლინიკაში.


- შშმ პირის პენსიას არ იღებთ?
მაია: არა! ვერაფრით ვერ მივედი ექიმთან. გარდა ამისა, კომისიის გავლის საფასური 100 ლარია. როგორ მოვახერხო ეს 180 ლარით? გავაკეთებ, თუ ვინმე მასწავლის.
- კარგი, აღარ დაგისვამთ ზედმეტ შეკითხვებს. აღშფოთებული ვარ! თხოვნით მივმართავ ჩვენს ყველა ქველმოქმედს, დაგეხმარონ, იქნებ ვინმემ გირჩიოთ, როგორ მოიქცეთ, რა გააკეთოთ?.. მითხარით, დღეს რა გჭირდებათ?
მაია: ძალიან მჭირდება ხეიბრის ეტლი. დედა ძალიან წვალობს, კლინიკებში რომ დავყავარ. ძველი გვათხოვა მეზობელმა, მაგრამ, ზომა არ მომერგო, თან, შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიშალოს. სახლში სკამის დახმარებით დავდივარ. გამიგია, რომ ასეთი ყავარჯენიც არსებობს. კიდევ, მე მკურნალობისთვის სახსრები მჭირდება, დედას კი - სარეცხი მანქანა. აღარ შემიძლია საკუთარი თავის სარკეში დანახვა. ქალს კი არა, მაწანწალას ვგავარ. პროდუქტს ვითხოვდი, მაგრამ ვერსად ვერ შევინახავ. კიდევ, პამპერსს. უბრალოდ, ასე მართლა აღარ შემიძლია. სიარული მინდა, მუშაობა, შვილის და დედაჩემის მოვლა. მინდა გავიხსენო, როგორ ვიცინოდი, როგორ ვმღეროდი... გავიხსენო, როგორი გრძნობაა, ცოცხალი რომ ხარ...

ვეღარ მოვახერხეთ ინტერვიუს გაგრძელება. მაიამ აიფარა სახეზე ხელები და ატირდა. უხმოდ და მწარედ. სალაპარაკოც აღარაფერი იყო.
მაიას უნდა სიცოცხლე, მაგრამ არ შეუძლია. ძალა გამოელია. ბრძოლის უნარიც აღარ შესწევს

***
ამ საბრალო, განადგურებულ ქალს, ძალიან სჭირდება ჩვენი ხელები, ჩვენი დახმარება. ჩვენი ძალა. ჩვენი სიყვარული. ის დახმარებას ხმამაღლა არ ითხოვს, მაიას ყვირილი აღარ შეუძლია. უბრალოდ გვიცქერის, მის თვალებში კი, მუდარა და მოლოდინია... გულიც ვეღარ უძლებს ლოდინს.
მას სჭირდება მატერიალური დახმარება მკურნალობისთვის, ასევე ძალიან სჭირდება მედიკამენტები, პროდუქტი, პამპერსი, ხეიბრის ეტლი, სარეცხი მანქანა და საწოლი.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მას დახმარება. მისამართი: თბილისი, კუპრაძის ქ. 72, კორპუსი 26, მე-2 სადარბაზო, ბინა 301. (ჰუალინგის დასახლება, ვარკეთილი)
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ადამიანს სიცოცხლე რომ დავუბრუნოთ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაია კაპანაძე).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|










