სიმწრისგან რომ ვტირი, მუსიკას ხმამაღლა ვრთავ, ბავშვებმა რომ არ გაიგონ...
2022 აპრილი 8
რაც არ უნდა ეცადოს, დედა ვერ გააგებინებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა, არ არის ბედნიერების საწინდარი, რომ მარტო პურით არ ცხოვრობს ადამიანი. სამი წლის ნიას, ხუთი წლის ნიკას და ათი წლის რომას, დიდი ხანია აღარ სჯერათ ასეთი ზღაპრების.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,852 ₾
(
143 დონორი )
სიმწრისგან რომ ვტირი, მუსიკას ხმამაღლა ვრთავ, ბავშვებმა რომ არ გაიგონ...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


დედამ რაც არ უნდა ეცადოს მათ გამხიარულებას, ასეთ სახლში ბავშვები ბედნიერად ვერ იცხოვრებენ
რაც არ უნდა ეცადოს, დედა ვერ გააგებინებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა, არ არის ბედნიერების საწინდარი, რომ მარტო პურით არ ცხოვრობს ადამიანი. სამი წლის ნიას, ხუთი წლის ნიკას და ათი წლის რომას, დიდი ხანია აღარ სჯერათ ასეთი ზღაპრების.

ავეჯიდან მხოლოდ ეს აქვთ. ორი საწოლი ხუთი ადამიანისთვის. ერთზე დედას სძინავს, პატარებთან ერთად, მეორეზე კი - მამას და უფროს შვილს

რომელ ბედნიერებაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ოჯახს, მაგიდაც კი არ გააჩნია? არც სკამები, საერთოდ არაფერი არ აქვთ. როდესაც ფანჯრებიდან უბერავს, სახურავიდან წვეთავს, კარები კი, ნორმალურად არ იკეტება
სოციალური დახმარების თანხა - 500 ლარი, მხოლოდ საჭმელში ჰყოფნით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სათამაშოების და ოჯახისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენის საშუალება კი, უბრალოდ არ აქვთ.
რომა (10 წლის): როდესაც ძალიან მოწყენილი ვარ, დედა მეუბნება: „მოიყვანე მეგობრები და გაერთობი...“ სად მოვიყვანო? სკამებიც კი არ გვაქვს, რომ დასხდეთ. 

ნიკა (5 წლის): „როდესაც მოწყენილი ვარ, დედა ჩართავს ხოლმე მუსიკას, ვცეკვავთ და ვმღერით. და ეგრევე „ვმხიარულდები“. დედამ იცის, როგორ გაგვახალისოს“
რომა: კი, გახსოვს, ერთხელ იწვა და ამბობდა, რომ მძინარე პრინცესა არის? ჩვენ ვიცინოდით, მერე კი, საავადმყოფოში წაიყვანეს.
იზა: კი, ასე იყო. ორი წლის წინ, სერიოზული პრობლემები მქონდა. სერიოზული რა - გადავრჩი ცოცხალი. გულმა, მუდმივ ნერვიულობას და სტრესს ვერ გაუძლო. როდესაც არ იცი, შვილებს რა აჭამო, როდესაც კედელი შეიძლება ნებისმიერ წამს ჩამოინგრეს, როდესაც დახმარებას არსაიდან ელი, ყველაფერი აგტკივდება, მარტო გული კი არა. ხანდახან მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დილას, უბრალოდ ვეღარ გავიღვიძებ.

„ოღონდ დედიკო არასდროს არ გახდეს ავად, ის ხომ, ყვავილივით ლამაზია“
- ბავშვებმა კი თქვეს, რომ ძალიან მხიარული ხართ, რომ აცინებთ და ცეკვავთ მათთან ერთად.
იზა: კი. ჩემი ცრემლი რომ არ დავანახო, და ტირილი არ გავაგონო, მუსიკას ბოლო ხმაზე ვრთავ და მათთან ერთად ვცეკვავ. მერე კი, ყურადღებას რომ გადავატანინებ, სხვა ოთახში გავდივარ და ვტირი. იცით, რა საშინელებაა, ბავშვი რომ გეტყვის: „სულ ერთნაირი საჭმელი რატომ გვაქვს? მეზობლებთან სულ რატომ არის გემრიელი საჭმლის სურნელი, ჩვენთან კი, არასდროს?“ რა პასუხი გავცე? როგორ ვანუგეშო? არ ვიცი.

ნია მაცივარში დღეში რამდენიმეჯერ იჭყიტება, იქნებ გაჩნდეს იქ რამე... იქნებ გაჩნდეს...
- სოციალური დახმარება თქვენი ერთადერთი შემოსავალია?
იზა: კი, 500 ლარი. მეუღლეს სამუშაოდ ეძახიან, ხანდახან. მუშაა. მაგრამ, რამდენიც არ უნდა იშრომოს, მთელი ფული საჭმელში გვეხარჯება. ავეჯს, ან ტექნიკას ვერ ვყიდულობთ. ვერც ვიოცნებებთ ამაზე. მაცივარი გვაქვს, მაგრამ ცარიელია, არც ვრთავ, დენი რომ არ დაიხარჯოს. ბავშვებსაც სულ ძველი და დაკემსილი ტანსაცმელი აცვიათ. მაგრამ სუფთა. ბავშვებმა იციან: ჯობია საჭმელი ვერ ჭამონ, მაგრამ ბინძურად და უშნოდ ჩაცმულებს არსად არ გავუშვებ.

„ჩვენ ღარიბები ვართ, ბინძურები კი არა... სისუფთავის სურნელი გვაქვს“
რომა: კი, დედა ისე რეცხავს ჩვენს ტანსაცმელს, ხანდახან მგონია, დაგლიჯავს! რეცხავს, რეცხავს! რა მაგარი იქნებოდა, ახალი ტანსაცმელი რომ გვქონდეს!
- კიდევ რა იქნებოდა შენთვის მაგარი?
რომა: არასდროს არავისთვის არაფერი არ მითხოვია.
- უბრალოდ მითხარი, რაზე ოცნებობ? შენს გულში ჩაიხედე და მითხარი.
რომა: კომპიუტერი მჭირდება. იმის გამო, რომ სკოლის გაკვეთილების გაცდენა მომიწია, ბევრი რამის სწავლა ვერ მოვახერხე. უბრალოდ, ძალიან მჭირდება კომპიუტერი, ან პლანშეტი. მაგრამ... ადგილიც კი არ მაქვს, რომ დავდო. ისე, მაგიდაც შეიძლება? სკამიც? შეიძლება?

„რომა მორიდებულია, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. თვალებში სულ ცრემლები უდგას. მას სხვა ბავშვებივით ცხოვრება უნდა“
- ჩემი აზრით, შენთვის ყველაფერი შეიძლება. ველოსიპედი არ გინდა?
რომა: არა-ა-ა, სათამაშოები ნიკას და ნიაკოსნაირი პატარებისთვის არის. ნიას, თოჯინაც კი არ აქვს! ჩემთვის ვერ ვითხოვ ამდენს.

ნია (3 წლის): კი! ნიას თოჯინა უნდა, ჩემნაირი თმით! „ლალაზი“ თოჯინა“

ნიკა (5 წლის): „ნიკას კი, თოჯინა არ უნდა, ნიკას უნდა მანქანა, კუბიკები და გასაფერადებლები. და ბევრი გემრიელი ხაჭაპური! აი, რა უნდა ნიკას“
- ვფიქრობ, თქვენ გექნებათ ეს ყველაფერი. ახლა კი, დედიკოს ვკითხოთ, იქნებ, მაგასაც უნდა თოჯინა?
ნია: არა-ა-ა. (ხითხითებს.) მაგას უნდა „წითეი და უჯი“ კუბიკი. სახლს ავაშენებთ და ჩემს თოჯინასაც იქ დავაძინებ.
ნიკა: არც მანქანა არ უნდა! იქნებ ველოსიპედი გინდა, დე?
ნია: კანფეტი?
ნიკა: ბევრი ხაჭაპური?
ნია: საწოლი?

დედას ერთადერთი ოცნება არის ის, რომ მის შვილებს გემრიელი საჭმელი რომ ჰქონდეთ

„აი, როგორ „ქაბუკა“ მაქვს. „კუკა“ რომ მეყოლება, „სუპს“ აქ გავუკეთებ“
იზა: აი საწოლები კი, ნამდვილად გვჭირდება. და საკვები პროდუქტი. კიდევ რაზე ვოცნებობ, იცით? ახლა წარმოვიდგინე, რომ მაგიდასთან ვსხედვართ, მთელი ოჯახი, ვუყურებთ ტელევიზორს. სუფრაზე კი, გემრიელი სადილი, რამე ხორციანი. ხაჭაპურს დავაცხობდი, და ჩვენ, ყველანი ერთად... ოჰ, რა კარგია და ლამაზი ეს ყველაფერი... გულიც კი გამითბა, რაღაცნაირად, ეჰ...
ნიკა: კი-ი-ი-ი! სუფრაზე ბე-ე-ევრი ხორცი! გინდა, საშინელება განახო? წამოდი, რაღაც გაჩვენო! ოღონდ, აი, აქ დადექი, თვალები დახუჭე და რომ დაგიძახებთ, ზემოთ ამოიხედე.

„ჭი-ტა-ა! ნახე, სად ვართ! შენც გაქვს სახლში ასეთი ხვრელი?“
***
აი, ასეთ უბრალო ოცნებებს შეუძლია ადამიანის გაბედნიერება. წარმოგიდგენიათ? იმას, რაც ჩვენ გვაქვს ყოველ საღამოს, სხვები მრავალი წლის მანძილზე ნატრულობენ.
მაგიდა, სკამები, ტანსაცმელი და პროდუქტი - დედის ოცნება ეს არის. ბავშვებს კი, კომპიუტერი, სათამაშოები და გემრიელი კანფეტები სჭირდებათ.
თუკი ვინმეს სურვილი ექნება, შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ და გაუწიოთ მათ დახმარება: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფუთი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გარდაუვალი დაღუპვისგან მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხიხაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|












