ჩემთან მეგობრობა არავის უნდა! მაგრამ, მე ხომ ადამიანი ვარ!
2022 მაისი 23
ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. - დანანებით ამბობს ხათუნა. - ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ... ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს - დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,295 ₾
(
296 დონორი )
ჩემთან მეგობრობა არავის უნდა! მაგრამ, მე ხომ ადამიანი ვარ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

29 წელია, დედა ხელით ატარებს თავის პატარა გოგონას
ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. - დანანებით ამბობს ხათუნა. - ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ... ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს - დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.

დედიკოს გარეშე, ხათუნა ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს
ინტერვიუს ჩაწერა ძალიან გაგვიჭირდა. ჯერ დარეჯანი ტიროდა და ხათუნა ამშვიდებდა. მერე კი, თავად ხათუნა ტიროდა გულამოსკვნილი. დედა გულში იკრავდა, ოთახში დაატარებდა და ამშვიდებდა თავის გოგონას.
- დარეჯან, როდის შეიტყვეთ შვილის ავადმყოფობის შესახებ? დაბადებიდანვე ჰქონდა პრობლემები?
დარეჯანი: ხათუნა - პირველი შვილია. რამხელა სიხარული მოიტანა ჩვენს ოჯახში, ვერც კი წარმოიდგენთ. უზომოდ გამაბედნიერა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თავადაც ბავშვი ვიყავი. დედა 22 წლის ასაკში გავხდი. გამოუცდელი ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა. რძით მოიწამლა, გული აერია. ჩემი ბრალი ეგონათ. ალბათ, რამე ისეთი ჭამაო. მაგრამ, ეს არ მთავრდებოდა.
- ექიმისთვის არ მიგიმართავთ?
დარეჯანი: როგორ არა?! ექიმმა მითხრა, რომ ძალიან ცხიმიანი რძე მქონდა და აჯობებდა, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადამეყვანა. ასეც მოვიქეცით. ფაფების მიცემის დრო რომ მოვიდა, ზოგ ფაფაზე ნორმალური რეაქცია ჰქონდა, მანის ფაფაზე - გულისრევა.

ხათუნას მთელი ორგანიზმი განადგურებული აქვს
ხათუნა: მე რომ ეს არ მახსოვს, დედა! ისიც არ მახსოვს, როგორ დავდიოდი... მეც ვიყავი როდესმე სხვა ბავშვებივით?
დარეჯანი: ხათუნას ძალიან იშვიათი დაავადება სჭირს, ცელიაკია ჰქვია. დედამიწის მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს აქვს ეს დაავადება. ამ დაავადების დროს, ორგანიზმი ვერ ითვისებს გლუტენს - წებოვანას, რომელსაც შეიცავს მარცვლეული. ამიტომ, საკვების მიღების დროს, ადამიანი უბრალოდ იწამლება! მაგრამ საქართველოში, 30 წლის წინ, ვინ იცოდა ამის შესახებ რამე? არც არავინ. ამიტომ, ხან რაქიტს მკურნალობდნენ, ხან საჭმლის მომნელებელ სისტემას, ხან ღვიძლს, ხან თირკმელებს... ბავშვის მდგომარეობა კი, სულ უფრო მძიმდებოდა. ათი წლის ასაკში, მისმა სახსრებმა დეფორმაცია განიცადა, ძვლები - დასუსტდა, ხერხემალი კი, გაუმრუდდა.

- როდის დაუსვეს ეს დიაგნოზი?
დარეჯანი: 10 წლის ასაკში. ლოგინიდან ვეღარ ადგა, ნაბიჯი ვერ გადადგა, ყველაფერი სტკიოდა. ტიროდა, კიოდა, მეხვეწებოდა: მიშველეო! მაგრამ, ვერაფერი გავუგეთ, ვერაფერი გავაკეთეთ. მერე, თბილისში, ერთ-ერთმა ექიმმა მისი ანალიზების გერმანიაში გაგზავნა გვირჩია. სწორედ იქ დაუსვეს დიაგნოზი. უკვე 20 წელია, ვცხოვრობთ ამ დიაგნოზით. ფაქტობრივად, ხათუნას სკოლშიც კი არ უვლია.
ხათუნა: არადა, როგორ მინდოდა! ყველა ბავშვი დადიოდა, მე კი სახლში ვიჯექი და ვტიროდი... ჩემთან მეგობრობა არავის უნდოდა!
- რაზე ოცნებობ, ხათუნა?
ხათუნა: გავლა მინდა! მინდა ყველასავით ვიყო! ყველაფერი მტკივა. ხელები, ფეხები, კბილები მტკივა. ძალიან ცუდად ვარ... იცი, რა ლამაზად დავდიოდი? აი ასე, დავდიოდი, დავდიოდი... ახლა კი, არ შემიძლია. დედას დავყავარ, დედიკო ყველაფერს აკეთებს ჩემთვის.

დარეჯანი: უჩემოდ, ხათუნა უბრალოდ ვერ გადარჩება. შვილს შევწირე მთელი ცხოვრება, მთელი ახალგაზრდობის წლები. შვილის გამო, ნებისმიერი დედა მოიქცეოდა ასე. მაგრამ იცით, როგორი რთულია?
- ხათუნას გარდა, კიდევ გყავთ შვილები?
დარეჯანი: ხათუნას შემდეგ, ორ წელიწადში, ბიჭი მეყოლა. ჯანმრთელია. მაგრამ ვიცი, რომ ჩემგან ყურადღება ყოველთვის აკლდა. ამიტომ მინდა, ბოდიში მოვუხადო. ისინი ერთად მივიყვანეთ სკოლაში, მაგრამ ხათუნამ ვერ შეძლო სწავლა.
ხათუნა: არც წერა ვიცი, არც კითხვა. მხოლოდ ტელევიზორის ყურება ვიცი. ხანდახან, იქ ისეთი სასაცილო ადამიანები გამოდიან. კიდევ, ფილმების ყურება მიყვარს. ყველაზე მეტად მიყვარს ტელევიზორი! შენ დამირეკავდი, ტელეფონი რომ მქონდეს? დაგელაპარაკებოდი ხოლმე!

- კიდევ ვისთან ისურვებდი ლაპარაკს?
ხათუნა: დეიდებთან! ისინი კარგად ლაპარაკობენ. ბავშვები კი, არ მიყვარს. დამცინიან. მეუბნებიან, რომ მახინჯი ვარ. აი, გადამიღე სურათი, ხალხს აჩვენე, მერე მათაც დაველაპარაკები. მოვუყვები, როგორ მტკივა ყველაფერი და მეც მეყოლება მეგობრები. დამირეკავენ და მკითხავენ ხოლმე, როგორ ვარ, მე კი ვეტყვი, რომ ცუდად... და ერთად ვიტირებთ, მერე კი ვეტყვი, რომ მიყვარს! აი, რისთვის არის საჭირო ტელეფონი.
- დარეჯან, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
დარეჯანი: არაფერი არ გვჭირდება, გარდა ხათუნასთვის სპეციალური საკვებისა და პამპერსის. მხოლოდ პამპერსსა და წამლებში გვყოფნის ჩვენი შემოსავალი. ხათუნასთვის უგლუტენო პროდუქტის ყიდვას, ყოველთვის ვერ ვახერხებთ. არაერთხელ დაგვეხმარა ჩერნოვეცკის ფონდი. სწორედ იმ დროს გამოჩნდით, როდესაც ძალიან ცუდ დღეში ვიყავით! იცით, როგორია? თითქოს, მუდამ გვერდით გყავს ახლობელი ადამიანი და შეგიძლია ყოველთვის მიმართო, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ხარ!

ხათუნა: მეც დამირეკონ, რა! დამელაპარაკონ! ძალიან მინდა. პირობას გაძლევთ, არ ვიტირებ, უბრალოდ მოვუყვებოდი, რა ცუდად ვარ, და უკეთესად ვიგრძნობ თავს ამის მერე!
***
ხათუნა ხშირად დასტირის საკუთარ ბედს და იმას, თუ რა დღეში ჩავარდა ოჯახი, მისი ავადმყოფობის გამო. მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის და სიცოცხლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
როდესაც ცუდად გრძნობთ თავს, უფალს ნუ განარისხებთ, ნუ დაემდურებით ბედს! თქვენთვის ხვალინდელი დღე სულ სხვანაირი იქნება!
როდესაც გულში დამძიმებული გაქვთ, გაიხსენეთ ხოლმე ეს ახალგაზრდა გოგონა, ხათუნა. ერთხელ, უკვე დავეხმარეთ ყველანი ერთად, უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვები მისი ჯანმრთელობისთვის! ახლა, ის ისევ ცუდად გრძნობს თავს! ვიცით, რომ მისი მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ, ხომ შეგვიძლია, ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ!
და კიდევ, მოინახულეთ ხათუნა, დაუმეგობრდით მას. ამით უზომოდ გაახარებთ!
თუკი ვინმეს სურვილი ექნება, პირადად მოინახულოს და გაუწიოს დახმარება ამ ოჯახს, ეს არის მათი მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელი გოგაძეები.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხათუნა ლემსაძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|





