ყველა დაავადება ერთდროულად მკლავს, წამლის ფული არ მაქვს... მიშველეთ, გთხოვთ...
2022 მაისი 25
„ადამიანების ცხოვრება, თეთრი და შავი ზოლებისგან შედგება. ჩემი ცხოვრება კი, ერთიანად შავია. ეპილეფსიით დაავადებული შვილი, წლების წინ, მშობელმა დედამ სახლიდან გამომაგდო. ამის შემდეგ, მარტო ვებრძვი გაჭირვებას, ავადმყოფობას, შიმშილს! ეპილეფსიასთან ერთად, სხვა უამრავი დაავადებაც დამემართა. სოციალური დახმარება, ჩემი ერთადერთი შემოსავალია, რომელიც ექიმთან მხოლოდ ერთ ვიზიტს არ ჰყოფნის“ - გვეუბნება ქალბატონი კარინა. „როგორ? ნუთუ, თქვენს ცხოვრებაში ერთი პატარა გამონათებაც კი არ ყოფილა?“ - მინდა, რომ რაიმე კარგი გვიამბოს. „კი, როგორ არა... ეს გამონათება, მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უფალმა გამომიგზავნა... რომელთა წყალობითაც გადავრჩი... აი, თქვენი თავიც უფალმა გამომიგზავნა - მე მჯერა ამის!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,711 ₾
(
91 დონორი )
ყველა დაავადება ერთდროულად მკლავს, წამლის ფული არ მაქვს... მიშველეთ, გთხოვთ...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ადამიანების ცხოვრება, თეთრი და შავი ზოლებისგან შედგება. ჩემი ცხოვრება კი, ერთიანად შავია. ეპილეფსიით დაავადებული შვილი, წლების წინ, მშობელმა დედამ სახლიდან გამომაგდო. ამის შემდეგ, მარტო ვებრძვი გაჭირვებას, ავადმყოფობას, შიმშილს! ეპილეფსიასთან ერთად, სხვა უამრავი დაავადებაც დამემართა. სოციალური დახმარება, ჩემი ერთადერთი შემოსავალია, რომელიც ექიმთან მხოლოდ ერთ ვიზიტს არ ჰყოფნის“ - გვეუბნება ქალბატონი კარინა. „როგორ? ნუთუ, თქვენს ცხოვრებაში ერთი პატარა გამონათებაც კი არ ყოფილა?“ - მინდა, რომ რაიმე კარგი გვიამბოს. „კი, როგორ არა... ეს გამონათება, მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უფალმა გამომიგზავნა... რომელთა წყალობითაც გადავრჩი... აი, თქვენი თავიც უფალმა გამომიგზავნა - მე მჯერა ამის!
ჰო... კიდევ, იყო ის კარგი წუთებიც, როდესაც ბევრ ბოთლს შევაგროვებდი ქუჩაში, მერე რომ ჩამებარებინა და წამლები მეყიდა. ან, როდესაც რაიმე „ღირებულს“ ვიპოვიდი სანაგვეზე. აი, ეს სკამებიც „ბუნკერული“ ცხოვრებიდანაა. ვიღაცას არ სჭირდებოდა, მოისროლა - დამტვრეულიაო, მე კი გამომადგებოდა. და ძლივს, მაგრამ მაინც ამოვიტანე. გამვლელი დამეხმარა... ალბათ, ისიც უფლის გამოგზავნილი იყო...“

„ალბათ, არ არსებობს დაავადება, რომელიც მე არ მჭირს...“
კარინა გალოიანი თბილისის გარეუბანში, ერთი ძველისძველი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს. გაცრეცილი კედლები, ჭერიდან ჩამოსული წვიმა, სანაგვეზე მოსროლილი ნივთებით მოკოწიწებულ პატარა ბინას, კიდევ უფრო პირქუშ შესახედაობას აძლევს. მაგრამ, რა ჰქნას ბავშვობიდან ეპილეფსიით დაავადებულმა ხანშიშესულმა ქალმა, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ, მძიმე განაჩენი გამოუტანეს და მკერდიც მოკვეთეს?! თუმცა, კიდევ იმდენი პრობლემა აქვს, იმდენი დაავადება აწუხებს... როგორც თავად გვითხრა, ფურცლები არ გვეყოფა მათ ჩამოსაწერად და დრო სასაუბროდ...

- ქალბატონო კარინა, როგორ ხართ?
კარინა (59 წლის): ეჰ... როგორ ვიქნები?! (ხელს იქნევს, ცრემლები მოსდის, ვამშვიდებ და აგრძელებს) ცუდად ვარ, ძალიან ცუდად! ეპილეფსიური შეტევები გამიხშირდა. კიბოს გამო მკერდი მომაჭრეს, მაგრამ ახალი კვანძები მაქვს, ვარიკოზი, წნევა, ჩიყვი, სკლეროზი... სულ ახლახან კი, ტვინის სიმსივნეც დამიდგინდა... ყველაფერი ერთად მიტევს. მერე შიმშილი?! ნახევრად მშიერი ვარ, უწამლოდ... ექიმის ფული არ მაქვს! ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა, როგორ უნდა მივმართო ექიმს?! რომ მივმართე, ერთი თაბახის ფურცელი წამლები ჩამომიწერა. ეს წამლები როგორ უნდა შევიძინო? მეუბნება, თევზი და ბანანი ჭამეო. თევზი რომელი ფულით ვიყიდო? ბანანი საერთოდ მიჭამია? ისეთი ფასები აქვს, ახლოს ვერ გაეკარები.


- წამლები არ გიფინანსდებათ?
კარინა: მხოლოდ ეპილეფსიის. მე კი, დაავადებების მთელი ,,ნაღმი“ მიდევს ორგანიზმში... ყველაფერი მტკივა, ხანდახან მგონია, ტკივილებისგან გავგიჟდები... სიკვდილს ვნატრობ, მაგრამ არ მკლავს უფალი, რადგან მიპოვა! მეც ვეძებე მასთან მიმავალი გზა - მორწმუნე გავხდი! ლოცვები მშველის. ტაძარში დავდივარ და ღმერთს ვესაუბრები. მხოლოდ ისღა მყავს.

- მარტო ცხოვრობთ?
კარინა: დიახ, არავინ მყავს. 26 წლის ვიყავი, როდესაც ეპილეფსიით დაავადებული შვილი, მშობელმა დედამ სახლიდან გამომაგდო. ყველას უკრძალავდა ჩემთან ურთიერთობას. ასე დავკარგე ნათესავები.
- რატომ გამოგაგდოთ?
- კარინა: არ ვთხოვდებოდი. ჩემი დაავადების პატრონი, რომელსაც ხან სად და ხან სად მოსდიოდა კრუნჩხვა, როგორ გავთხოვდებოდი?! მას კი, ჩემი თავიდან მოცილება უნდოდა. ჰოდა, ასე მომიცილა.
- და ქუჩაში დარჩით?
კარინა: დიახ, ქუჩაში. პირველ ხანებში, მეგობარმა შემიფარა. შემდეგ, სარდაფი ვიქირავე. ცოტაოდენი თანხა მქონდა შეგროვებული. საკუთარი ნივთებიც გავყიდე. ქირა ასე გადავიხადე. მერე, დიასახლისს შევეცოდე და აღარ მართმევდა ქირას. მას შევეცოდე, მშობელ დედას კი - არა... გესმით? ეპილეფსიანი და ავადმყოფი შვილი, ტვირთი ვიყავი დედაჩემისთვის! სწორედ ჩემი კეთილი დიასახლისი დამეხმარა, მშობლებისთვის წილი მომეთხოვა, და ქუჩაში არ ამომხდომოდა სული. აბა, მარტო მე რას მოვახერხებდი?! სასამართლოს ჩარევით, მშობლებმა ეს ძველი პატარა ბინა შემიძინეს. სხვა გზა არ დაუტოვა სამართალმა, თორემ ამას არ გააკეთებდნენ, ზუსტად ვიცი...
- დედა ისევ ცოცხალია?
კარინა: არა, შარშან გარდაიცვალა. კორონამ იმსხვერპლა. სიცოცხლის ბოლო წუთებში, მოინანია თავისი საქციელი. მაგრამ მე... მე ვერ ვპატიობ. მან მთელი ცხოვრება კოშმარად მიქცია, მის გამო, სიღატაკესა და ავადმყოფობაში მარტოდმარტო დავრჩი. ალბათ, ყველა დედა, დედა არ არის...
- იქნებ შეეცადოთ მის პატიებას, უფალი ხომ ბევრს გვასწავლის მიტევების შესახებ?
კარინა: ვიცი! ვცდილობ, ჩემო ძვირფასო! უფალს მხოლოდ ამას ვევედრები, რომ შემაძლებინოს დედის პატიება.
- კიდევ რას ევედრებით უფალს?
კარინა: კიდევ იმას, რომ რაიმე სისულელე არ ჩავიდინო. აი, ერთხელ გავითიშე, და საგიჟეთში გამეღვიძა. როგორც მიამბეს, თავის მოკვლას ვაპირებდი. მატარებლის ლიანდაგზე ვიწექი, როცა მორიგემ შემნიშნა და საავადმყოფოში წამიყვანა. მე არაფერი მახსოვს.
- ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დიდხანს იწექით?
კარინა: არა, მე ხომ გიჟი არ ვარ... მაპატიეთ, თავი ამტკივდა... (ვთავაზობ სასწრაფოს დავუკავშირდე, მაგრამ მპასუხობს, რომ ჯერ არავინ შევაწუხო. აბებს იღებს და აგრძელებს)

- თუ გნებავთ, სხვა დროს გავაგრძელოთ ინტერვიუ...
კარინა: არა, არ წახვიდეთ, ჩემთან იყავით, მესაუბრეთ... ჰო, დამავიწყდა... რა მკითხეთ? მე ხომ სკლეროზიც მაქვს. ნივთებს ვკარგავ... სახლიდან იშვიათად გავდივარ. თუ გავედი, ისიც მხოლოდ სოციალურ სასადილოში და ტაძარში... ხანდახან მეშინია, სახლის გზაც არ დამავიწყდეს...
- ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე გკითხეთ, იქ ყოფნის შესახებ, იქ რამდენ ხანს დაგტოვეს?
კარინა: იქ გატარებული ორი კვირა, თითქმის არ მახსოვს. სულ მეძინა და გათიშული ვიყავი... საშინელება იყო. როდესაც გაიგეს, რომ გიჟი კი არა, ეპილეფსიით დაავადებული ვიყავი, ტელევიზიით გამოაცხადეს ჩემს შესახებ - იქნებ პატრონს მოეკითხა და წავეყვანე. აბა, მე პატრონი სად მყავდა? (ტირის)
- არავინ მოგაკითხათ?
კარინა: ახალგაზრდობის დროინდელმა მეგობარმა და თანამშრომელმა. მან მიხსნა იმ ჯოჯოხეთიდან...

- ახალგაზრდობაში სადმე მუშაობდით?
კარინა: ეჰ, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. წლების წინ, ჯერ კიდევ, რომ არ ვიყავი ასეთი ავადმყოფი, სასწრაფო დახმარების პუნქტში ვმუშაობდი. თუმცა, ეპილეფსია ყოველთვის მქონდა. დიდხანს ვეცოდებოდი მაშინდელ ხელმძღვანელს და არ მიშვებდა სამსახურიდან. თავიდან მანქანას დავყვებოდი გამოძახებებზე. ექთნების დამხმარე ვიყავი. მერე, საჩივრები დაწერეს ჩემზე. მე თავად ვხდებოდი ხოლმე დასახმარებელი და თავად, ვის უნდა დავხმარებოდი?! მუშაობა ყოველთვის მიყვარდა... უფროსმა შემიცოდა და ოფისში გადმომიყვანა, ტელეფონთან... დამავიწყდა რას ეძახიან...
- ოპერატორად?
კარინა: დიახ, ოპერატორად. უფროსი რომ შეიცვალა, საერთოდ გამომიშვეს. ტვირთი ვიყავი... მე ხომ ყველასთვის ტვირთი ვარ! მერე კი, დამემართა ყველა ეს უბედურება...
- გონებას ხშირად კარგავთ?
კარინა: კი ძალიან ხშირად. ბოლო ორი თვეა, განსაკუთრებით გამიხშირდა შეტევები. ახლა ვცდილობ, სახლიდან არ გავიდე, რადგან რამდენიმეჯერ, ხან სად გამოვედი მდგომარეობიდან, და ხან სად. მტვერში ამოგანგლული არ მინდა ვინმემ მიპოვოს, მრცხვენია... მოწყალების თხოვნისაც მრცხვენია, მირჩევნია მშიერი დავრჩე...
- ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ?
კარინა: ტაძარში მითხრეს. მორწმუნე ქალებს უნახავთ ინტერნეტში სტატიები თქვენი კეთილი საქმეების შესახებ. აბა მე, ინტერნეტი არც კი ვიცი რა არის...
- რას მოელით ჩვენი მხარდამჭერებისგან?
კარინა: მოწყალების თხოვნა მერიდება, თქვენთან კი, სულ სხვაა, უფრო მარტივია... ისე ტკბილად მესაუბრებით... არ წახვიდეთ, მელაპარაკეთ, დღეს ძალიან ცუდად ვარ! რამე რომ მომივიდეს, სასწრაფოს ხომ გამოუძახებთ? ხშირად, ვერავინ იგებს ხოლმე, რომ სასწრაფო მჭირდება... გონებას ვკარგავ, მერე ისევ ვცოცხლდები. მიკვირს, აქამდე ცოცხალი როგორ მოვედი...
კარინა გალოიანი უკიდურეს მდგომარეობაშია. ინტერვიუს ჩაწერაც გაგვიჭირდა მასთან. ხშირად ავიწყდება, თუ რაზე საუბრობს, ტირის, ითხოვს შველას. იტანჯება მარტოობისგან - შეგვევედრა, რომ ხშირად მოვინახულოთ. თქვა, რომ მისი ერთადერთი ხშირი სტუმარი, მხოლოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადაა. მეგობრებო, კარინას ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, ახლა, ძალიან სჭირდება! სჭირდება საკვები, მედიკამენტები, სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა. მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაც.
კარინას არ აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები: ბინაში ჩამოდის წყალი, ცუდ მდგომარეობაშია სველი წერტილები, არ აქვს ავეჯი, ნორმალური საწოლი. ვფიქრობ, გულთან ახლოს მიიტანთ მის მდგომარეობას, და არ ჰკრავთ ხელს გაჭირვებულ, მშიერ, ამდენი მძიმე ავადმყოფობის მქონე ადამიანს, როგორც ეს წლების წინ, მისმა მშობელმა დედამ გააკეთა. ნუ მოვუკლავთ გულს და ნუ წავართმევთ იმ ერთადერთ რწმენას, რომელზე ჩამოკიდებულსაც უწევს ტანჯული ცხოვრების გაგრძელება! გავერთიანდეთ, და თუნდაც მცირედით, ჩვენ გავაკეთებთ ბუმბერაზ საქმეებს. დავეხმაროთ გაჭირვებულს!
თქვენ შეგიძლიათ, სახლში ესტუმროთ კარინას. ამით, მას ძალიან გაახარებთ. მისი მისამართია: თბილისი, ავჭალა, ლიბანის ქუჩა 29, ბინა 47.
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კარინა გალოიანი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|





