კორესპონდენტი: "მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი"
2022 ივნისი 21
„ნუთუ ასე ხდება: რომ მშია - მუცელი მტკივა, რომ შევჭამ, მაინც მტკივა? - მეკითხება ნიკა და გულის ტკივილით ამატებს: - ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღე არ მაქვს საჭმელი.“ მეშინია, ვკითხო ბიჭუნას, მერამდენე დღეა, არაფერი უჭამია. ისევ ნიკამ დაარღვია მძიმე სიჩუმე: „ბოლოს როდის ვჭამე კანფეტი, აღარც კი მახსოვს.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,077 ₾
(
295 დონორი )
ნუთუ, ახლა სითბო გვექნება სახლში? ღმერთო, როგორ ვოცნებობდით მე და ჩემი პატარა თბილ სახლზე...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ფიჩხის მოსაგროვებლად აღარ წავალთ და აღარ დაგვეჩხვლიტება ხელები. დედა აღარ მოიგდებს ტომრებს ზურგზე და ყოველ საღამოს, წელი აღარ ეტკინება ამის გამო...“ - გვეუბნება პატარა ნიკა. ძალიან უხარია დედა-შვილს ახალი გამათბობელი.


ჩვენი ფონდის კეთილი მეგობრების წყალობით, მარტო გამათბობელი კი არა, ნიკასთვის საწოლი და ტელევიზორიც შევიძინეთ, ხოლო მისი დედიკო - მაია სარეცხი მანქანით და ახალი მაცივრით გავახარეთ.


ავაგიმოვების ოჯახი სოფელ ბადიაურში ცხოვრობს, ძალიან უჭირთ. მხოლოდ სოციალურ შემწეობის იმედად დარჩენილი დედა-შვილი ხშირად მშიერია, რადგან ძნელია თვიდან თვემდე, პროდუქტის ფასების კოლოსალური ზრდის პირობებში, ადამიანმა ამ შემოსავლით ირჩინოს თავი. მათი სახლიც ავარიულია, არ აქვთ ნორმალური ცხოვრებისათვის შესაბამისი პირობები. ჩვენმა ფონდმა ავაგიმოვების ოჯახის შესახებ პოსტი, 26 ივნისს გამოაქვეყნა.
- მაია, გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენი გაჭირვების შესახებ თავის ერთგულ მეგობრებს ამცნო?
მაია: ნეტავ, სათითაოდ ყველასთან შემეძლოს მისვლა და მადლობის გადახდა. ეს ადამიანები მათი სიკეთის შუქით ანათებენ სამყაროს. ჩვენი პატარა ქვეყანაც რა იქნებოდა, მათ გარეშე? რა იქნებოდა კეთილი ადამიანების გარეშე? იცით, როგორ გვენატრებოდა სითბო - სითბო სულიერი და სითბო ფიზიკური... თქვენ ორივე მოგვიტანეთ! ორივენაირად გაგვათბეთ!
- საჩუქრებიდან რა გაგიხარდათ ყველაზე მეტად? გამათბობელი?
მაია (46 წლის): დიახ, უზომოდ გაგვიხარდა... შეშის მოსაგროვებლად ყოველდღე გვიწევდა ტყეში სიარული. ეს ისეთი რთული იყო...
ნიკა (7 წლის): მეც ვეხმარებოდი დედას. მარტოს ხომ არ გავუშვებდი? ბოლო-ბოლო, კაცი მე ვარ ოჯახში. იქ, ტყეში მგელი რომ შეხვედროდა?
- შენ არ გეშინია მგლების?
ნიკა: ცოტა მეშინია, მაგრამ ეგენი ვერ შემამჩნევენ... მოთმენა შემიძლია ყველაფრის. აი, რომ მშია, მაგასაც ვითმენ. მუცელი რომ მტკივა, მაგასაც... ვერავინ მამჩნევს...
- ხანდახან, არ შეიძლება ყველაფრის მოთმენა, ზოგი რამ უნდა გვითხრა...
ნიკა: კარგი, გეტყვით. ტელევიზორი მომეწონა, კარგ მულტფილმებს აჩვენებს. ვერთობი ხოლმე. აბა, სათამაშოები მე არ მაქვს და... რამით ხომ უნდა გავერთო. მხოლოდ სწავლა და წყლის მოზიდვაში დედის დახმარება დამღლელია.
- წყალს შორიდან ეზიდებით?
მაია: დიახ, ვეზიდებით. მაგრამ ახლა, უკვე გვიკეთებენ გაყვანილობას. მალე თქვენს მოტანილ სარეცხ მანქანასაც შევაერთებთ და ხელით რეცხვაც აღარ მომიწევს. ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, როდის დაასრულებენ.
- რა მულტფილმებს უყურებ, ნიკა?

ნიკა: რობოტებზე მიყვარს მულტფილმები, საინტერესოა. სათამაშო რობოტები და პულტიანი მოწყობილობები ძალიან მომწონს, მაგრამ არასდროს მქონია. ვიცი, არც არასდროს მექნება. როცა ვუყურებ, თითქოს, მეც ვთამაშობ...
მაია: ნიკას ძალიან გაუხარდა საწოლი. ახლა, ტკბილად სძინავს ჩემს ბიჭს. ხომ ასეა, ნიკა?
ნიკა: ასეა! ხტუნვაც შეიძლება საწოლზე, ხანდახან... დედა მიშლის ხოლმე, უნდა გავუფრთხილდეთო. ყველაფერს გავუფრთხილდები, რაც გვაჩუქეთ! დიდი მადლობა!

- მაია, სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა ნახა სტატია თქვენს შესახებ. დიდი იყო გამოხმაურებაც. ალბათ, დაგირეკეს უცხო ადამიანებმა დახმარების მიზნით.
მაია: ჩვენ ვერ ვსარგებლობთ სოციალური ქსელებით, არც ინტერნეტი გვაქვს და არც შესაბამისი მოწყობილობები. დამირეკეს, დიახ, მითხრეს, რომ „ფეისბუქზე“ წაიკითხეს ჩვენი ამბავი. იყო მოსული ორი ბიჭი. უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. ძალიან გაგვახარეს. ისეთი თბილი დღე იყო... ნიკაც ისეთი გახარებული იყო...

- ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ გქონდათ გამოხმაურება?
მაია: მოვიდა გამგებელი, ნახა ჩვენი სახლი. ჯერჯერობით, რაიმე რეალური ნაბიჯები, მოქმედება სახლის გადახურვის კუთხით არ ყოფილა, მაგრამ დაველოდოთ. იმედია დაგვეხმარებიან.
- მაია, ვიცი, კიდევ უამრავი პრობლემა დაგრჩათ...
მაია: ღატაკი ადამიანის პრობლემებს რა გამოლევს? უკვე მერიდება თხოვნა. ისედაც, ამდენი ადამიანი შევაწუხეთ. სახურავიდან წყალი რომ არ ჩამოგვდიოდეს, ყველაზე მეტად ეგ მინდა. ზამთარი მოდის - წვიმების, თოვლის სეზონი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გველოდება?..
***
მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საბრალო დედა-შვილის დასახმარებლად წამოწყებულ პროექტს. იქნებ, ერთად შევძლოთ და დავიცვათ ისინი მკაცრი ზამთრისაგან. ამ ეტაპზე, სახლის სახურავის შეკეთება ყველაზე მნიშვნელოვანია! მათ ასევე ესაჭიროებათ თბილი ტანსაცმელი და საკვები.
თუ შენ კითხულობ ამას, ნუ აუვლი გულგრილად გვერდს სხვის გაჭირვებას! შეეცადე გააკეთო კეთილი საქმე! შეძელი და პური მაინც უწილადე გაჭირვებულს! მერწმუნე, ისინი არასდროს დაივიწყებენ შენს სიკეთეს! უფალი კი, დაგლოცავს და გაგაძლიერებს!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ავაგიმოვების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2022 ივლ 8 | მაცივარი | 710 | transferred |
| 2022 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 715 | paid |
| 2022 ოქტ 6 | გაზის გამათბობელი | 610 | transferred |
| 2022 ოქტ 25 | საწოლი | 600 | transferred |
| 2022 ოქტ 31 | ტელევიზორი, სარეცხი მანქანა | 1,195 | transferred |
| 2022 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 100 | paid |
| 2023 იან 24 | პროდუქტები | 147 | transferred |
სულ ხარჯი: 4,077 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2022 ივლ 22 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Transfer to account |
| 2022 ივლ 22 | ბურდული პაატა | 20 | Transfer to account |
| 2022 ივლ 22 | მარიამ ფანქველაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2022 ივლ 22 | გიორგი დეკანოზიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 22 | დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2022 ივლ 22 | გიორგი ბაინდურაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2022 ივლ 22 | მირზა სალვარიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 21 | ბახუტაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 21 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
| 2022 ივლ 21 | სალომე თარხნიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 21 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
| 2022 ივლ 20 | ჯიშკარიანი ვასილი | 5 | Transfer to account |
| 2022 ივლ 20 | ქებურია კახაბერ | 14 | Transfer to account |
| 2022 ივლ 20 | სალომე თარხნიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 20 | ქეთევან ბედიანაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 20 | მამუკა ჯინჭარაძე | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 20 | გიორგი ღვალაძე | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 ივლ 19 | მათითაიშვილი კობა | 30 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | სალომე თარხნიშვილი | 20 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | სალომე თარხნიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 18 | ჩუბითიძე მაკა | 18 | Transfer to account |
| 2022 ივლ 18 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Transfer to account |
| 2022 ივლ 18 | სალომე თარხნიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 17 | ხუნწარია ფიქრია | 1 | Transfer to account |
| 2022 ივლ 17 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
| 2022 ივლ 17 | სალომე თარხნიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 17 | ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
| 2022 ივლ 17 | შალვა ჩაკვეტაძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,077 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
გაჭირვებულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თბილისის ცენტრში სამშვილიანი ოჯახი ისე ცხოვრობს, როგორც ქვის ხანაში! საშინელი სისხლისმწოველა ბაღლინჯოები მათ სიცოცხლეს უმწარებენ — ქართველი თოთო ბავშვების სისხლს წოვენ!
„ნახე, დეიდა, პურის ერთი ნატეხიღა დაგვრჩა!“ — ამ სიტყვებით შემეგება კარში ორი წლის ნიკუშა და მწარედ ატირდა. საშინელება ის არის, რომ ეს ნატეხი ხუთ ნაწილად უნდა გაიყოს. ნინო, დედა...
შეგროვებულია
2,747.35 ₾
დაეხმარა
189
გაჭირვებულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“
7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის...
შეგროვებულია
14,747.37 ₾
დაეხმარა
707
|
|










