ჯერ დაბადებული არ იყო, სახელიც არ ჰქონდა და უკვე სიღატაკისთვის იყო განწირული
2022 ივლის 18
ნუთუ ვერ შევძლებთ ისე ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, რომ მათ იამაყონ, რომ ქართველები არიან? ნუთუ ეს საყვარელი ბავშვები განწირულები არიან უბედურებისთვის? ჩვენ ვალდებულები ვართ შევცვალოთ მათი ოჯახის ბედი. ისინი ხომ ჩვენი, საქართველოს შვილები არიან!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,210 ₾
(
156 დონორი )
მან შვიდი ჯანმრთელი და ლამაზი შვილი აჩუქა ქართველ ერს. ალბათ, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთ გმირ დედას ექნებოდა ყველაფერი, ყურადღება და დიდებაც კი...
მოდით, გავახაროთ ჩვენი ყურადღებით ეს გმირი დედა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ლარისა მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, ვინც საქართველოს შვიდი შვილი აჩუქა. გმირის სტატუსი არ მიუნიჭებიათ მისთვის, მაგრამ სტატუსის გარეშეც, იმსახურებს ამ წოდებას. შვიდი შვილის აღზრდა და მათი ფეხზე დაყენება, ადვილი საქმე ხომ არ არის?! თანაც ისეთ პირობებში, სადაც საცხოვრებლად არავის შეუშვებენ, ბავშვებს კი არა...
შეიძლება ითქვას, რომ მათ არაფერი გააჩნდათ ცარიელი კედლების გარდა, იქამდე სანამ თქვენმა სიკეთემ მათ ოჯახშიც არ შეაღწია. ახლა, ბაშვები ტელევიზორით ერთობიან, ერთად სხედან და უყურებენ სახალისო გადაცემებს. მათი ცარიელი კედლები მხიარულებამ შეავსო. ლარისა კი, სარეცხმა მანქანამ გააბედნიერა... შვიდი ბავშვის ტანისამოსი დახეული, მაგრამ სუფთა მაინც იქნება... ყველაზე მეტად კი, რამდენიმე თვის საკვების მარაგმა გაახარა ლარისას გული... დედისთვის რა არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის, რომ ბავშვები მშივრები არ იყვნენ და ელემენტარული სისუფთავე მაინც ჰქონდეთ...

- ლარისა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლარისა: ჩემი ცხოვრება შედარებით შემსუბუქდა. სახლის საქმეები ძალიან გამიმარტივა სარეცხმა მანქანამ, ხომ წარმოგიდგენიათ, შვიდი ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა... უკვე გაუსაძლისი იყო... წელი, ხელები, სახსრები - ყველაფერი მტკიოდა. გარდა ამისა, ტელევიზორმაც ხალისი შემოიტანა ჩვენს დანგრეულ და ცივ კედლებში. ბავშვები ხან რას უყურებენ, ხან რას.. ძირითადად, სახლში არიან და აღარ მიიწევენ სულ ქუჩაში... ხომ იცით, ახლა, უფროსებს ის ასაკი ეწყებათ, გარეთ რომ უნდათ და აინტერესებთ გარე სამყარო, სახლის კედლების მიღმა ცხოვრება... ამიტომ, ძალიან ვფრთხილობ და ცოტა მეშინია კიდეც, ამ ასაკში ასეთი დაუცველები, რამე შარს არ გადაეყარონ. სწორედ ამიტომ მიხარია ტელევიზორის არსებობაც...

- ლარისა, ასევე გვაინტერესებს, ახალი მეგობრები თუ გაიჩინეთ? ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?
ლარისა: მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოგვეხმაურა და გვესტუმრა. პატარებს ისე უხარიათ, ჩვენთან ვინმე რომ მოდის.

- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ლარისა: ამ კითხვაზე ძალიან თავისუფლად და თამამად გიპასუხებთ... ძალიან კარგი ხალხია გამგეობაში, გვეხმარებიან ხან ტანსაცმლით, ხან საკვებით... მოკლედ, ყურადღებას გვაქცევენ და ამისთვის, დიდი მადლობელი ვარ მათი.
- რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლარისა: ამ დახმარებას, ვერ დავარქმევდი მხოლოდ რაიმე ნივთების სახელებს... ჩემი ოჯახისთვის, ეს ადამიანობის მაგალითია. როდესაც სახლში შვიდი ბავშვი გეზრდება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში კარგი მაგალითების ნახვა, რომ ისწავლონ კეთილის და ბოროტის გარჩევა... რომ თვითონაც დაეხმარონ სხვებს და ა.შ. ამ ასაკში, ისინი ყველა ქმედებას ისრუტავენ და საკუთარ გულებში ამრავლებენ. როდესაც მათ მკითხეს, თუ რატომ გვეხმარებოდა ამდენი ხალხი, რატომ მოგვიტანეს უანგაროდ ეს ნივთები, ვუპასუხე, რომ ამქვეყნად აუცილებლად უნდა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც სიკეთეს გააკეთებს და ამით გადაარჩენს სხვებს... ვუთხარი, რომ სხვა შემთხვევაში, ჩვენც ვერ გადავრჩებოდით.

- ლარისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანი და დედა ბრძანდებით... ნებას თუ მომცემთ, ბავშვებსაც გავესაუბრები... დავით, მოდი შენგან დავიწყოთ... მინდა გკითხო, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? ახლა, რით ხარ დაკავებული?
დავითი (12წლის): ჩვენი ცხოვრება კი იცით, სულ დედას ვეხმარებით, ერთად ვფენთ სარეცხს, ერთად ვრეცხავთ ჭურჭელს... ახლა კი, ტელევიზორი დაგვემატა... ყველაფერს რომ მოვრჩებით, ყველა ერთად დავსხდებით და ტელევიზორს ვუყურებთ ხოლმე. ვიცინით, ვხალისობთ და ვცდილობთ ერთმანეთს დავავიწყოთ ცუდი დღეები... ახლა, ვინც ამას კითხულობს, ყველას მადლობას ვეტყვი... დიდი რომ გავიზრდები, მეც დაგეხმარებით...

- თემურ, შენ რას მეტყვი ახალს? ტელევიზორში რას უყურებ ხოლმე? რომელი გადაცემა მოგწონს ყველაზე მეტად?
თემური (11 წლის ): მ-მ-მ... ყველაზე მეტად?.. ალბათ, „კომედი შოუ“... ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე. ყველა ერთად ვუყურებთ და მერე რიგრიგობით ვიმეორებთ როლებს... მერე, ცალკე ამაზე გვეცინება და ასე... ძალიან სახალისოა...
- გოგონებო, თქვენ რა გაგიხარდათ საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?
ანა ( 8 წლის ): მე, მონიკას და ჟანას, ყველაზე მეტად ის გვიხარია, რომ სახლში აღარ არის მოწყენილობა... მე ძალიან მომწონს სარეცხი მანქანიდან ტანსაცმლის გამოღება და გაფენა. მონიკა და ჟანაც სულ მეხმარებიან. როდესაც დედას საქმეები აქვს და არ სცალია, ყველაფერს ჩვენ ვალაგებთ და ვაკეთებთ... ბოლოს კი, ყველაზე, ყველაზე ფერად და ლამაზ ტელევიზორს ვუყურებთ... ერთი სული გვაქვს ხოლმე, როდის დავასრულებთ დალაგებას და საქმეებს, რომ ტელევიზორს მივუსხვდეთ ყველანი ერთად ვიყოთ...
- ლარისა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება?
ლარისა: ჩემო საყვარელო, ჯერ რაც ამ კეთილმა ხალხმა ჩვენთვის გააკეთა, ამისთვის მინდა გადაგიხადოთ მადლობა... განუზომელია ის სიკეთე, რასაც თქვენი ფონდის მეგობრები აკეთებენ... მინდა მათ ვუთხრა, რომ არ გაჩერდნენ, სიკეთე აუცილებლად გამოისხავს ნაყოფს და გამრავლდება...
ახლა კი, რაც შეეხება ჩვენს დარჩენილ პრობლემებს... კი ხედავთ, რომ ფანჯრები არ გვაქვს ... ზამთრის ძალიან გვეშინია... ასეთ სიცივეში ბავშვები მეცოდებიან... ამიტომ, გული წინასწარ მიჩქარდება, რომ წარმოვიდგენ... ასევე, არ გვაქვს ლოგინები, სკამები, ჭურჭელი... რაც თავში მოგივათ, ნებისმიერ დახმარებაზე თანახმა ვარ... მაგრამ პრიორიტეტი მაინც გთბობა და პანჯრების ჩასმაა, თორემ დავიღუპებით...

***
მეგობრებო, შვიდი ბავშვის ბედ-იღბალი ისევ დამოკიდებულია თქვენს სიკეთეზე... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მხიარულები არიან და სიცივის საშიშროებას ვერ ხედავენ, მათ არ იციან, რომ ადამიანს მხოლოდ თბილი ტანსაცმელი ვერ უშველის, ყინვების დრო რომ დადგება... კიდევ ერთხელ უნდა ვიზრუნოთ, გავცეთ და გადავარჩინოთ... დიახ, გადავარჩინოთ... რადგან ახლა, მათ ბედს, ან თქვენ გადაწყვეტთ, ან კიდევ ცივი ზამთარი...
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ახვლედიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2022 სექ 4 | სარეცხი მანქანა,ტელევიზორი | 1,160 | transferred |
| 2022 სექ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 375 | paid |
| 2022 დეკ 8 | პროდუქტები | 200 | transferred |
| 2022 დეკ 16 | გაზქურა | 475 | transferred |
სულ ხარჯი: 2,210 ₾
დარჩა 0.02 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2022 ივლ 19 | ფარულავა რევაზი | 10 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | ნათია ჯანგიშერაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | თამარი ტაბატაძე | 5 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | სალომე გელაშვილი | 6 | Transfer to account |
| 2022 ივლ 19 | ზედგინიძე ილია | 5 | Transfer to account |
| 2022 ივლ 18 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,210.02 ₾
დარჩა 0.02 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|










