11 წლის შორენას რჩევა, როგორ არ მოგვშივდეს. "თუ საჭმელზე არ იფიქრებ, არც მოგშივდება... მაგრამ ეს ძნელია"
2022 ივლის 22
„ჩვენ, გოგოები შიმშილისგან არასოდეს ვტირით, აი თემო და ხვიჩა, რომ დააღებენ პირებს, თითქოს ტირილი საქმეს შველოდეს და გაძღებიან. ჰო, ვიცი, პატარები არიან, ვერ ითმენენ.“ - გვიყვება საშინელ ისტორიებს 7 წლის ნინო. ოჯახში 8 ბავშვია, და ყველას შიმშილთან გამკლავების საკუთარი „რეცეფტი“ აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,061 ₾
(
109 დონორი )
11 წლის შორენას რჩევა, როგორ არ მოგვშივდეს. "თუ საჭმელზე არ იფიქრებ, არც მოგშივდება... მაგრამ ეს ძნელია"
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


11 წლის შორენა არასდროს ფიქრობ საჭმელზე. ბალერინებიც ხომ შიმშილობენ კარგ ფორმაში რომ იყვნენ. მერე რა, რომ თვითონ ბალერინა არაა?
10 წლის თამარი ბევრს დარბის და დახტის, როცა ძალიან დაიღლება ჭამა სულ აღარ ახსოვს, ისიც კი ავიწყდება დილიდან რომ არაფერი უჭამია.
8 წლის მერი თვალებს დახუჭავს და გემრიელობებზე ფიქრობს. აი ახლა ნაყინი ალოკა და ფუმფულა ნამცხვრით ჩაიტკბარუნა პირი.
7 წლის ნინო საწოლზე გულაღმა დაწვება ხოლმე და ცდილობს დაიძინოს, სანამ დედიკო და მამიკო მოვლენ და სახლში პურს მოიტანენ.
5 წლის მარიამი ხატავს.
4 წლის თემური და 1 წლის ხვიჩა კი ტირიან. რა ქნან, ვერ უძლებენ მუცლის ტკივილს.
3 წლის ანასტასიას კი შეუძლია პურის ერთი ნაჭერი დილიდან საღამომდე გამოიზოგოს. ცოტას შეჭამს და ჯიბეში შეინახავს, შეჭამს - შეინახავს...

ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ მხოლოდ სოციალური დახმარებით 8 შვილის გამოკვება მშობლებისთვის თითქმის არარეალური ამოცანაა. სამუშაო კი სოფელ წითელხევში არაა. ბავშვების მამა, იოანე მთელი დღე სახლიდანაა გასული, რომ ნებისმიერ დღიურ სამუშაოს შეეჭიდოს და სახლში პურის ფული მოიტანოს. ზოგჯერ მიწა აქვს ვინმეს დასამუშავებელი, ზოგჯერ შეშაა დასაჩეხი, ზოგჯერ სამშენებლო ნაგავია გასატანი. თეონა, თუ საშუალებაა, მეუღლეს მიყვება და ეხმარება, რომ შვილებს პურის გარდა ფუნთუშებიც მოუტანოს.

თეონა: დილით, სანამ საქმეზე გავალთ, ბავშვებს პურს დავუჭრი და ვუტოვებ. გაგვიმართლა, მეზობლად მამიდა ცხოვრობს და ბავშვები სულ მარტო არ არიან. მე და ჩემი ქმარი კი დილიდან საღამომდე ვმუშაობთ. ბავშვები დილით პურს შეჭამენ და მერე ჩვენ გველოდებიან. თუ ძალიან მოშივდებათ მამიდას სთხოვენ რომ ცოტა რამე აჭამოს. იციან, რომ ხელცარიელები არასდროს ვბრუნდებით. როცა რამე გემრიელს მოვუტანთ ხოლმე სახეები სიხარულისგან უბრწყინდებათ.

– მხოლოდ პურით როგორ უნდა დანაყრდნენ ბავშვები მთელი დღის განმავლობაში?
შორენა (11 წლის): სხვა რა გზაა? მეტი რომ ყოფილიყო, მარტო პურს ხომ არ გვაჭმევდა დედიკო? ვითმენთ და ველოდებით როდის მოვლენ სახლში. იცით, რა დაღლილები მოდიან? ზოგჯერ ლაპარაკის თავიც არ აქვთ ხოლმე.
ნინო (7 წლის): ჩვენ კიდევ ვეხმარებით. რეცხვაშიც, დალაგებაშიც! სახლს სულ გაწკრიალებულს ვახვედრებთ და როცა ბრუნდებიან ერთმანეთს არ ვეჩხუბებით.


– და როცა სახლში არ არიან მაშინ ჩხუბობთ ხოლმე?
მარიამი (5 წლის): ზოგჯერ მოგვდის პატარა ჩხუბები. ნინოს გარდა ყველას ვეჩხუბები ხოლმე.
– ეს რა ავი გოგო ყოფილხარ!
მარიამი: არა! მე კარგი გოგო ვარ. ნინოც კარგია, თამარიც და შორენაც. აი, დედიკოს სარეცხი მანქანა არ აქვს, ჩვენ კიდევ ყოველ დღე სარეცხი გვაქვს. იცი უმანქანოდ როგორ უნდა გარეცხო? აი წყალს დაასხავ, ცოტახანი ასე გააჩერებ, მერე ძალიან ძალიან უნდა ხეხო და წურო! მე არ გამომდის, შორენას და თამარს უფრო ეხერხებათ. დედიკო რომ მოდის და დაფენილ სარეცხს ნახავს ამბობს „ჩემი სიხარულებიო, ჩემი მერცხალი გოგოებიო“.

ნინო: შენ შეძლებ დედიკოს რომ სარეცხი მანქანა მოუტანო?
თემური (4 წლის): მეც მინდა მანქანა! ოღონდ პულტიანი.

თეონა: ნუ აწუხებთ დეიდას, დაგვაცადეთ საუბარი!
– რას ამბობთ! ბავშვებისგან ზოგჯერ უფრო მეტის გაგება შეიძლება ოჯახის რეალურ გასაჭირზე. ზოგჯერ ისეთ წვრილმანებს აქცევენ ყურადღებას, რასაც ჩვენ, დიდები ვერც კი ვამჩნევთ.
თეონა: ძალიან მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა ჩემს შვილებს, ერთმანეთის გარდა არც არავინ ყავთ.

თამარი (10 წლის): როგორ არ გვყავს? იცი რამდენი მეგობრები გვყავს? ჩვენ შეგვიძლია მეგობრობა, მაგრამ თუ ჩვენ მეგობრები თავს რაღაცეებს გვაძლევენ ხოლმე, ჩვენ ვერაფერს ვათხოვებთ. იმიტომ რომ არანაირი სათამაშოები არ გვაქვს.
– როგორი სათამაშოები გინდათ რომ გქონდეთ?
მარიამი: მე კუბიკები მინდა. ნინოსთან ერთად ვითამაშებ და არც არავის არ ვათხოვებ! აი ასე!
თემური: მე კიდევ მინდა „პოლიცია მანქანა“ აი ასე რომ აკეთებდეს „პიუ-პაუ“ და კიდევ მინდა პეჩენიები.

მერი (8 წლის): მე კიდევ თვითმფრინავის ქალი მინდა გამოვიდე! ისინი ძალიან ლამაზები არიან და ლამაზი კაბები აქვთ. ნეტა სად უნდა ვისწავლო ეგ ქალი რომ გამოვიდე, ხომ არ იცი?
– ჯერ სკოლაში უნდა ისწავლო კარგად...
მერი: სწავლა კი მიყვარს, ნუ ძალიან მიყვარსთქო, ვერ ვიტყვი. ცოტა, ისე რა. მაგრამ ვიცი, რომ საჭიროა. შორენა სულ მეუბნება „ისწავლე, ისწავლე“. მასწავლებელი უნდა გამოვიდეს და ჩემზე ვარჯიშობს.
თამარი: მე კიდევ ზუსტად ვიცი, რომ ექიმი გამოვალ. ვინმემ ხომ უნდა მოგვარჩინოს ავად რომ გავხდებით? ნახე რამდენი ბევრი ვართ! და სხვებიც ხომ უნდა გადავარჩინო?


შორენა: ჰო, მართალს ამბობს, მასწავლებელი მინდა გამოვიდე. მათემატიკის, ქართულის, სპორტის და ცეკვის. ისინი ყველაზე მაგრები არიან!
ნინო: მე კიდევ მინდა რომ სარეცხი მანქანა გამოვიდე და დედიკოს დავეხმარო! და ჩემთვის მინდა მულტფილმებიანი ტელევიზორი. კიდევ მინდა წითელი ბოტასები და ლამაზი კაბა. კიდევ ნამცხვრები და კანფეტები და კიდევ კუბიკები!
მარიამი: მე ხომ ვუთხარი უკვე კუბიკებზე? რად გვინდა ამდენი კუბიკები? სახლი რომ ავაშენთ?
ნინო: კაი, მაშინ კუბიკების მაგივრად თოჯინა მინდა.
– თეონა, თქვენ რა გინდათ?
თეონა: ბავშვები რომ მშივრები არ იყვნენ. ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება. ისე კი ყველაფერი გვჭირდება. გაიხედ-გამოიხედეთ, არაფერი გვაქვს. ფანჯრებში შუშები არ არის, კარი არ იკეტება, სახურავ ჟონავს, საწოლები იშლება. მაცივარი არ გვაქვს, მაგრამ მგონი არცაა საჭირო, მაცივარშე შესანახიც არაფერი გაგვაჩნია.






– ვფიქრობ, რომ თქვენი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ იმდენი კეთილი ადამიანი გამოგეხმაურებათ, პროდუქტების პრობლემა ნამდვილად აღარ გექნებათ.
თეონა: როგორ მინდა დავიჯერო! თუმცა ზუსტად ვიცი - დამეხმარებიან. ასევე მინდა ჩემი შიში და გულისტკივილი გაგიზიაროთ. ზუსტად ვიცი, ბევრი გამაკრიტიკებს და სალანძღავ სიტყვებს არ დაიშურებს ჩემი მისამართით. ბავშების შენახვა თუ არ შეგეძლო, რას აჩენდიო - იტყვიან. იცით რა მწარეა ამ სიტყვების მოსმენა? მაგრამ უფლის წინაშე მე სუფთა ვარ! მის არც ერთი საჩუქარზე უარი არ მითქვამს! შეხედეთ, რა საყვარლები არიან ჩემი პატარები.

– ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თქვენი ოჯახის დახმარებას. თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ!
თეონა: ვიცი, რომ ჩვენი ყველა პრობლემის მოგვარებას ვერავინ შეძლებს, მაგრამ მცირედი დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის!
ნინო: დაგვეხმარეთ მე და ჩემ დაიკოებს! ჩვენ კარგი გოგოები ვართ. ყველას გვინდა პლანშეტები და ტელეფონები, თორემ, როცა დედიკო და მამიკო სამუშაოზე არიან, ჩვენ ვერ ვურეკავთ და ვერ ვეუბნებით, რომ კარგად ვიქცევით და რომ ყველაფერი კარგად გვაქვს.

– როგორ ფიქრობ რას ნიშნავს „კარგად ყოფნა“?
ნინო: კარგად - ნიშნავს, როცა გაქვს კარგი სახლი, როგორც სხვა ბავშვებს, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. როცა ფანჯრიდან არ შემოძვრება ვირთხა და როცა საწოლი არ ირყევა.
***
თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? რას ნიშნავს „კარგად ყოფნა“? თქვენ როდის გრძნობთ თავს კარგად? შეგიძლიათ კარგად იყოთ, როცა ბავშვები შიმშილობენ? შეიძლება ისიც თქვათ, ჩვენ ხარჯზე აჩენდა ამდენ შვილსო, თქვით... მაგრამ გაქვთ უფლება ამ ბავშვებს ქვა ესროლოთ თქვენი უცოდველი ხელებით? ეს პატარები - საქართველოს მომავალია. ზუსტად ეს ბავშვები შექმნიან იმ საქართველოს, რომელშიც ჩვენი შვილები იცხოვრებენ. ამიტონ მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ დღეს ჩვენი და სხვისი შვილებისთვის. აი ამ შვილებისთვის!








ჩახედეთ მათ თვალებში, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, არ ჩაეხუტებოდით თითოეულ მათგანს?
თუ გაგიჩნდათ სურვილი პირადად ინახულოთ და დაეხმაროთ, ეს მათი მისამართია: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი წითელხევი. სოფელში მათ ყველა იცნობს და ადვილად მიგასწავლიან მათ სახლს.
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს.
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თეონა დევიძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს
სპეციალურ ნომერზე 0901 200 270
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|



























