3 თვის ბავშვთან ერთად, ძაღლივით ქუჩაში გამაგდეს
2022 ივლის 27
ყველა კაცი ადამიანი არაა! მითუმეტეს ყველას არ აქვს უფლება იყოს მშობელი. ეს ულამაზესი გოგონა, სამი თვის რომ იყო, მამამ სახლიდან გააგდო. ლიზი და მისი დედიკო ქუჩაში დარჩნენ, უსახლკაროდ და უპუროდ. ყველა კარზე აკაკუნებდნენ, პურის ნაჭერს ითხოვდნენ. ღვთის ნებით, კეთილმა ქალმა შეიფარა. ლიზის და თეონას ისტორია სავალალოდ დასრულდებოდა, მათ გზაზე, შემთხვევით ღვთისნიერი ადამიანი - გივი რომ არ გამოჩენილიყო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,367 ₾
(
190 დონორი )
თქვენმა მოსვლამ ისე გაგვახარა, რომ კიდევ ერთი პატარას გაჩენა გადავწყვიტეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ალბათ, ლიზის, ლინდას და სოფიას ცხოვრებაში არასდროს ენახათ ამდენი ტკბილეული. ჯერ ლაპარაკი არ იციან, მაგრამ მათი აღტაცებული შეძახილები და ჟესტები იოლად მიგვახვედრებს, რამდენად ბედნიერები არიან!



ბავშებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში, რომლებსაც კანფეტი არასდროს გაუსინჯავთ, სიკეთის ნებისმიერი გამოხატულება არის გზა უკეთესი მომავლისკენ.
- თეონა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ დავწერეთ?
თეონა: დამთხვევაა თუ არა, არ ვიცი (რაც გინდათ ის უწოდეთ), მაგრამ როდესაც თქვენ მოხვედით და დაგვპირდით დახმარებას, მეორე დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს ოჯახს დიდი სიხარული ეწვევა - ჩვენს გოგონებს ძამიკო ეყოლებათ!
- რას ამბობთ?! შესანიშნავი ამბავია! როდის ელოდებით პატარას?
თეონა: თებერვალში საკეისრო კვეთა უნდა გამიკეთონ. უკვე სახელიც მოვიფიქრეთ. მეუღლეს უნდა, რომ მამამისის პატივსაცემად დაარქვას, გვარის გამგრძელებელი გვეყოლება - ტარიელ ბზეკალავა. სამი გოგოს შემდეგ, რა თქმა უნდა, ბიჭი ძალიან გაგვიხარდა - მათი დამცველი.
- ახლა, ალბათ, იმდენი რამე დაგჭირდებათ პატარა ტარიელისთვის...
თეონა: არ თქვათ! მაგრამ ახლა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საჩუქრებისთვის, რომელიც მოგვიტანეთ! მაცივარმა და ღუმელმა ცხოვრება შემიმსუბუქა. ამდენი ტკბილეულის დანახვისას კი, გოგონები სიხარულისგან ჭკუიდან შეიშალნენ! ისიც კი ვიფიქრე, რომ ამდენი გემრიელობები სრულწლოვანებამდე ეყოფათ.

- ვინმე თუ მოვიდა მათ გასაცნობად?
თეონა: არა, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი?! ძალიან გვიხარია, რომ გამოგვეხმაურნენ და დაგვეხმარნენ.
- თეონა, გვითხარით, კიდევ რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ? ბავშვი რომ გაჩნდება, საზრუნავიც მოგემატებათ. როგორც ვხედავ, სარეცხი მანქანა არ გაქვთ. ხომ გჭირდებათ?
თეონა: ამაზე ვერც ვიოცნებებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მჭირდება. ალბათ, პატარას პამპერსს ვერ ვუყიდი, სარეცხის ცივ წყალში რეცხვა კი, და თანაც ზამთარში, თავადაც იცით, რა რთულია. დედები გამიგებენ.

- ეტლი ან საწოლი თუ გაქვთ?
თეონა: არა, საიდან?.. ორ საწოლზე გვძინავს. მივმართავ თხოვნით მკითხველებს, თუ ვინმეს აქვს ეტლი ან საწოლი, რომელიც არ გჭირდებათ და შეგიძლიათ, ცოტა ხნით გვათხოვოთ, გპირდებით, უვნებელს დაგიბრუნებთ. ვიცით ნივთების მოფრთხილება. აი, გოგონები რამე გაფუჭებულ სათამაშოს რომ იპოვნიან, რომელიც არავის სჭირდება, გავრეცხავთ, შევაკეთებთ და თამაშობენ. არაფერს აფუჭებენ!
- ახლა რომ დაგეხმარეთ, არ ნიშნავს იმას, რომ დაგივიწყებთ. ჩვენ ხომ, ჩვენიანებს არასდროს ვტოვებთ! ძალიან ვეცდებით, რომ თქვენი ხვალინდელი დღე, ჯობდეს დღევანდელს. ჩვენი ფონდის ერთგული მეგობრების წყალობით ყველაფერს შევძლებთ და თქვენს გასაჭირს გავუმკლავდებით! ყველაფერი კარგად იქნება, სანამ ღმერთი ადამიანს სხვა ადამიანების ხელით ეხმარება.
თეონა: მართალი გითხრათ, როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვარ, შემეშინდა. ვფიქრობდი: „როგორ შევძლებთ კიდევ ერთი ბავშვის აღზრდას?“ მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენს პრობლემებს სრულიად უცხო ადამიანები გამოეხმაურნენ, დავმშვიდდი. უფლის შემწეობითა და თქვენი თანადგომით შევძლებ, ჩემი შვილები ფეხზე რომ დავაყენო.
***
მეგობრებო, წინ ჯერ კიდევ გრძელი და ცივი ზამთარია. ბავშვებს არ აქვთ თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. არ აქვთ საჭმელი. მათ დედიკოს კი, არ აქვს სარეცხი მანქანა. ტარიელს, რომელიც გზაშია და მალე, ჩვენი უმშვენიერესი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქე გახდება, არ აქვს არც ეტლი, არც საწოლი, არც ტანსაცმელი. იქნებ, კიდევ ერთხელ შევძლოთ და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დავეხმაროთ ამ უსაზღვროდ თბილ ბავშვებს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბზეკალავების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ru/projects/finished/918-bzekalav
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს: ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2022 სექ 4 | მედიკამენტები,პამპერსები | 34.9 | transferred |
| 2022 სექ 4 | პროდუქტები | 199.94 | transferred |
| 2022 სექ 16 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 910 | transferred |
| 2022 სექ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 290 | paid |
| 2022 დეკ 23 | სარეცხი მანქანა | 560 | transferred |
| 2023 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 185 | paid |
| 2023 თებ 21 | პროდუქტები | 186.98 | transferred |
სულ ხარჯი: 2,366.82 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2022 აგვ 12 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 12 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 12 | დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 11 | ანონიმი | 75 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 აგვ 11 | ანონიმი | 150 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 აგვ 11 | რამაზ ოქრიაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 11 | ალაქპეროვი რამინ | 20 | Transfer to account |
| 2022 აგვ 11 | გოდერძი ულუმბერაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2022 აგვ 10 | პაატა მჟავანაძე | 50 | Transfer to account |
| 2022 აგვ 10 | დავით ჭარბაძე | 100 | Transfer to account |
| 2022 აგვ 10 | დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 10 | არჩილ მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 9 | ანონიმი | 2 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 აგვ 9 | ანა წილოსანი | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 8 | ნიკა გაბაძე | 2 | Transfer to account |
| 2022 აგვ 8 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 7 | ანონიმი | 3 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 აგვ 7 | მარიამ ორაგველიძე | 30 | Transfer to account |
| 2022 აგვ 7 | ირინოლა ტოტოჩავა | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 6 | ლუკა ქირია | 50 | Transfer to account |
| 2022 აგვ 6 | მამუკა მურთაზაშვილი | 30 | Transfer to account |
| 2022 აგვ 6 | ნინო კბილაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 6 | ანა წილოსანი | 20 | Transfer to account |
| 2022 აგვ 6 | გაბრიელი გაზდელიანი | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 5 | თათული შაღაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 5 | ვასილი ჯიშკარიანი | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 5 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 5 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 5 | ნინო მურცხვალაძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 4 | ხარაბაძე მერაბ | 50 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,366.5 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
გაჭირვებულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თბილისის ცენტრში სამშვილიანი ოჯახი ისე ცხოვრობს, როგორც ქვის ხანაში! საშინელი სისხლისმწოველა ბაღლინჯოები მათ სიცოცხლეს უმწარებენ — ქართველი თოთო ბავშვების სისხლს წოვენ!
„ნახე, დეიდა, პურის ერთი ნატეხიღა დაგვრჩა!“ — ამ სიტყვებით შემეგება კარში ორი წლის ნიკუშა და მწარედ ატირდა. საშინელება ის არის, რომ ეს ნატეხი ხუთ ნაწილად უნდა გაიყოს. ნინო, დედა...
შეგროვებულია
2,747.35 ₾
დაეხმარა
189
გაჭირვებულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“
7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის...
შეგროვებულია
14,747.37 ₾
დაეხმარა
707
|
|







