როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია
2022 აგვისტო 24
„მეზობელს ვუნახივარ იატაკზე უგონოდ დავარდნილი. კატასტროფის ცენტრის ავტომობილს წავუყვანივარ... მე არაფერი მახსოვს... ოპერაციას შვიდ საათზე მეტხანს აკეთებდნენ ქირურგები. საიქიოდან მომაბრუნეს... მაგრამ იქნებ, ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი სჯობდა?!“ - გვითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ქალბატონმა ლეილამ - „ეს უკვე რიგით მეორე ოპერაცია იყო, რაც გასულ წელს გამიკეთდა - ჯერ მუცელი გამომფატრეს, მერე თავის ქალა გადამიხსნეს. ახლა, აი ასე, უღონოდ ვარ, დაჩიავებული. ორ კილოიან ტვირთსაც ვერ ვწევ.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
862 ₾
(
51 დონორი )
როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!
დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„მეზობელს ვუნახივარ იატაკზე უგონოდ დავარდნილი. კატასტროფის ცენტრის ავტომობილს წავუყვანივარ... მე არაფერი მახსოვს... ოპერაციას შვიდ საათზე მეტხანს აკეთებდნენ ქირურგები. საიქიოდან მომაბრუნეს... მაგრამ იქნებ, ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი სჯობდა?!“ - გვითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ქალბატონმა ლეილამ - „ეს უკვე რიგით მეორე ოპერაცია იყო, რაც გასულ წელს გამიკეთდა - ჯერ მუცელი გამომფატრეს, მერე თავის ქალა გადამიხსნეს. ახლა, აი ასე, უღონოდ ვარ, დაჩიავებული. ორ კილოიან ტვირთსაც ვერ ვწევ.“

ლეილა გოგბაიძე მარტოხელა, ავადმყოფი ქალბატონია. ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სახურავიდან კედლებზე ჩამოსული დამდნარი თოვლის და წვიმის წყალი, დიდი ხნის წინ დაანგრევდა მის სახლს, წინაპრებს ტუფის ქვისგან რომ არ ჰქონოდათ აშენებული. მერე, რა ელოდა ლეილას? საუკეთესო შემთხვევაში გარეთ დარჩენა - უსახლკარობაც, ავადმყოფობასა და შიმშილთან ერთად!

- ლეილა, პირველ რიგში მოგიკითხავთ, როგორ ხართ?
ლეილა (54 წლის): არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად! ამ ყოფას, ყოფა არ ჰქვია. ეს არსებობაზეც ნაკლებია... ავადმყოფობა, უძილობა, მარტოობა, შიმშილი - ეს ყველაფერი ერთდროულად მიტევს. ყველაზე დიდი „მოძალადეები“ კი, მაინც მარტოობა და ავადმყოფობაა, ისინი სიკვდილით მემუქრებიან. აბა მე რას გავხდები მაგათთან? ვზივარ და ვნანობ, ერთი შვილი მაინც მყოლოდა... რა უაზროდ გამიფრინდა ცხოვრება. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ დღეში ჩავვარდებოდი?!

- და რა მოხდა, რატომ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში, იქნებ გვიამბოთ თქვენი თავგადასავალი.
ლეილა: სიცოცხლით სავსე და ყოჩაღი გოგო ვიყავი. არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი - ხარატიც ვიყავი, მტვირთავიც და მუშაც - ქალაქ წნორში „ზაგოზერნოში“ ვმუშაობდი... ორმოცდაათკილოიან ტომრებს ზურგით დავათრევდი. აბა, რამით ხომ უნდა მერჩინა თავი, ობოლ გოგოს? ისეთი ძლიერი და შეუპოვარი ვიყავი ნაცნობები მაია წყნეთელსაც მეძახდნენ, მათე ბიჭსაც, ყაჩაღანასაც... ყველას მოამაგე ვიყავი. ირგვლივ მყოფებზე ვზრუნავდი. 7 წელი ჩავარდნილ ბიძაშვილს ვუვლიდი, კიდევ ერთი წელიწადიც - კიბოთი დაავადებულ მეორე ბიძაშვილს. მათ გამო, საკუთარი სახლი დავტოვე და შორს გადავბარგდი. ავადმყოფის მოვლა არც ისე ადვილი ყოფილა, მითუფრო მძიმეწონიანის. ყოველ წუთს აწიე, გადააწვინე, საპირფარეშოში გაიყვანე... წაიღო ჩემი ჯანი... არა, კი არ ვწუწუნებ, ალალი იყოს მათზე. მაგრამ ქართული ანდაზა მახსენდება - „სხვისი მაზიარებელი დარჩა უზიარებელიო“ ახლა, თავად ვარ მისახედი. მე ვინ მომივლის? ვინ დამეხმარება?
- ჩვენ დაგეხმარებით, ლეილა, ჩვენი ერთგული მკითხველი, გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილ ყველა ადამიანს ეხმარება და თქვენც არ დაგტოვებთ ნუგეშის გარეშე!
ლეილა: ვაი, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო ქართველებო! როგორ მიყვარხართ! უფასო სასადილოში ვნახე ბროშურა ამ ფონდის შესახებ. დარეკვა ძლივს მოვახერხე. მეზობელს ვთხოვე... აბა, მე ანგარიშზე თანხა არასდროს არ მაქვს. სოციალური დახმარების 60 ლარი მაგ ფუფუნების საშუალებას არ მაძლევს. ეს ხომ, ერთადერთი შემოსავალია, რაც დღესდღეობით გამაჩნია?! ვნახე ეს ლამაზი, თბილი, საყვარელი ბროშურა და ვთქვი: ეს მინიშნებაა, უფალმა ისევ გამომიწოდა დახმარების ხელი-თქო. ჰო, ჰო, აბა რა! დარწმუნებული ვარ, თქვენი მეშვეობით გამომიწოდა თავისი წმინდა ხელი... ღვთისმშობლობას ვარ დაბადებული - 28 აგვისტოს. წმინდა მარიამია ჩემი მფარველი. იცით, ორივე ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ, მქონდა ხილვა. ორივეჯერ ერთიდაიგივე - ორივეჯერ მოვიდა შავებში ჩაცმული დედა ღვთისმშობელი და გადამეფარა... როცა გამოვფხიზლდი, ცრემლები მომდიოდა თქრიალით. ექიმი მედგა თავზე და რაღაცას მეუბნებოდა. ვერ ვუსმენდი. მერე ექთანმა მითხრა, თურმე ამბობდა: „რა გატირებს, მთავარია, გადარჩიო. სად იყავი, საკონცენტრაციო ბანაკში? არაფერი აღარ დაგრჩაო მუცელში.“ თიაქარი, ფიბრომა, ნაწლავების ნაწილი, სულ ამოუღიათ, ჭიპიც კი აღარ მაქვს. მერე იყო თავზე ოპერაცია. ხოჭოები დამდიოდნენ თვალებში. გაუსაძლისი ტკივილებისგან ვიკრუნჩხებოდი, ვერაფერს მშველიდა გამაყუჩებელი. სხეულის ერთი მხარე სრულიად მიბუჟდებოდა და ვეღარ ვგრძნობდი. ეს ხოჭოები კი, გაუთავებლად მფხაჭნიდნენ, ჯგუფ-ჯგუფად დარბოდნენ თავში, თვალებში. ეს კოშმარი მანამდე გრძელდებოდა, სანამ გონება დავკარგე. მეზობელმა მიპოვა. კატასტროფის ცენტრმა წამიყვანა და ოპერაცია გამიკეთეს. ახლაც, იმხელა ღრმული მაქვს თავზე... მოკლე თმას ვატარებ, ქუდის გარეშე კი, ვერსად გავდივარ.

- ახლაც გაწუხებთ ტკივილები?
ლეილა: ე-ე-ე... (ხელი ჩაიქნია.) ვიცი, დიდი დღე არ მიწერია. განა მაგას ვერ ვხვდები, კიბეზე ამოსვლისას სუნთქვა რომ მიჭირს? ორლიტრიანი ბოთლითაც კი ვერ ვავსებ წყალს. ასეთი რთული ოპერაციების შემდეგ, კონტროლი ხომ მჭირდება? ანალიზები, გადაღება... კომპიუტერული თუ რაც ჰქვია... ღამით ვერ ვიძინებ, წამლებს ვერ ვყიდულობ. როგორ ვიყიდო, 60 ლარით?! ჩემი სახლის მდგომარეობაც მაწუხებს. შეხედეთ, რა დღეშია, წყალი ჩამოდის. ზამთარში რა მეშველება? ჯანმრთელს გაუჭირდება აქ ცხოვრება, და ავადმყოფი, უსახსრო ქალი იარსებებს?

- ნათესავები თუ გსტუმრობენ, ან გეხმარებიან?
ლეილა: თავადაც უჭირთ, ნეტა მე როგორ დამეხმარებიან? რა ვიცი, ასე ამბობენ და...
- ადგილობრივი ხელისუფლება?
ლეილა: სიცივისგან რომ ვცახცახებდი, აი, ეს ღუმელი მომიტანა წნორის მერმა - თამაზ მათეშვილმა. ღმერთი გაახარებს! სოციალურ სასადილოში მოვხვდი - ესეც უფლის წყალობა იყო ხელისუფალთა ხელით. სიაში რომ არ ჩავესვი, ახლა თქვენ, ჩემთან ვერ მოხვიდოდით. დიდი ხნის გარდაცვლილი ვიქნებოდი უკვე... საჭმელს მე ვერ ვყიდულობ და... ხანდახან, ისე გულით მომინდება ხოლმე რამე, მაგრამ იმას უნდა დავჯერდე, რასაც სასადილოში მიწილადებენ.

- ზამთარში ღუმელით თბებით?
ლეილა: გაზი ახლახან გამოიყვანეს. არც გაზის გამათბობელი მაქვს, და არც გაზქურა. საერთოდ არაფერი არ მაქვს საოჯახო ტექნიკიდან. ავეჯიც კი, დაშლილი და დამპალია, ამდენი წყლის ჩამოსვლის მერე. აი, ასეთია ჩემი „წარსულის დიდების“ სახლი!
- წარსული ხშირად გახსენდებათ?
ლეილა: შეიძლება ითქვას, რომ წარსულით ვცხოვრობ. მომავალი ჩემთვის ბნელი და გაურკვეველია. მარტო იმის იმედი მაქვს, რომ ნათელი წერტილივით გამოჩნდებიან კარგი ადამიანები, რომლებიც ცოტათი მაინც შემიმსუბუქებენ ყოფას, თუნდაც, ერთ-ორ დღეს... მათთვის ვილოცებ ცოცხალიც და გარდაცვლილიც, ჩემს ღვთისმშობელთან, ჩემს მარიამთან...

- ყველაზე მეტად, წარსულიდან რა გახსენდებათ?
ლეილა: ჩემი დედა, ჩემი მარგო - უნიჭიერესი ადამიანი, დამსახურებული პედაგოგი. ისეთი მტკიცე და მკაცრი იყო-ო-ო... აბა, კარგი შვილი არ ყოფილიყავი... ძალიან მენატრება დედასთან გატარებული ყოველი წუთი. დედა აზერბაიჯანში მოღვაწეობდა, მეც იქ გავატარე გარკვეული წლები. ამიტომ, მათი ენა კარგად ვიცი. აგრეთვე ვიცი თურქულიც. აქ, მოგეხსენებათ, ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მე მათ პატივს ვცემ. ისინიც პატივს გვცემდნენ, როდესაც მე და დედა ვცხოვრობდით მათ ქვეყანაში, დიდი ხნის წინ. ერები ერთმანეთთან უნდა იყვნენ კეთილგანწყობაში, ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სამშობლოს და ტრადიციებს.
- ლეილა, ყველაზე მეტად რის გეშინიათ?
ლეილა: აი, მარტოობის მეშინოდა და მაინცდამაინც მარტო დავრჩი. ახლაც მეშინია მარტოობის - მარტო სიკვდილის, რომ ვერავინ მნახავს ბოლო წუთებში... არავის ცრემლი გამაცილებს... იცით, როგორ ვნანობ, შვილი რომ არ მყავს?! ყველა ახალგაზრდას ვურჩევ ოჯახებს მოეკიდონ. ოღონდ ჯერ სწავლას მიხედონ. მერე კი, აუცილებლად შექმნან ოჯახები და გააჩინონ ბევრი შვილები... გვიან ვიგებდი ამბებს - თურმე ამას მოვწონდი, იმას მოვწონდი... ვერავინ მიბედავდა სიყვარულში გამოტყდომას, ისეთი მკაცრი ვიყავი. ეს ალბათ, დედისგან გამომყვა. ახლა კი... ეჰ, ახლა... დამლაპარაკებელი მენატრება! ეს ტელევიზორიც არაფრად ვარგა, ხან ისე ჩაუვარდება ხოლმე ხმა... (ხელი ჩაიქნია.)

ისედაც რა ძნელია მარტოობა, და მერე, შიმშილსა და ავადმყოფობაში?! მეგობრებო, ნუ დატოვებთ საბრალო ქალს გასაჭირში. ჩვენი თხოვნა იქნება, დაეხმაროთ მას, მოინახულოთ და ანუგეშოთ მაინც. ის ნამდვილად არ დაივიწყებს თქვენს სიკეთეს.
ლეილა გოგბაიძის მისამართია: ქ. წნორი. რუსთაველის ქ.93
თქვენ მართალი ხართ, ლეილა, სწორი მინიშნება მოგცათ უფალმა, ჩვენი ფონდის ბროშურა, თქვენს ხელში რომ აღმოჩნდა! როდესაც ადამიანებს მძიმე წუთები აქვთ, როდესაც ისინი, დიდი პრობლემების წინაშე დგანან და ცხოვრება ჯოჯოხეთად ეჩვენებათ, სწორედ მაშინ მოფრინდებიან ხოლმე ჩვენი მეგობრები - ფონდის უერთგულესი გულშემატკივრები, როგორც კეთილი ანგელოზები და მოყვასს გულს გაუთბობენ. გამთბარი გულები კი, ხელახლა იწყებენ ფეთქვას!
●●●
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: გოგბაიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|






