ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი!
2022 აგვისტო 26
„ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური... მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის... ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს...“ - გვიყვება 52 წლის ქალი - ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი - უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის. ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი. გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,735 ₾
(
81 დონორი )
ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!
დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური... მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის... ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს...“ - გვიყვება 52 წლის ქალი - ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი - უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის. ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი. გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება.
ლელა ოსეფაშვილი ათიოდე კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში ქირით ცხოვრობს. არ აქვს გათბობა, არ აქვს აბაზანა. საკუთარი ტუალეტი კი, მხოლოდ აუხდენელი ოცნებაა. რომ იცოდეთ, როგორ უჭირს მეორე სართულიდან ყოველ წუთში სიარული?! მაგრამ რომელ კომფორტზეა საუბარი, როდესაც ქალი უმეტესწილად მშიერია?!
- ლელა, მოგვიყევით თქვენი პრობლემების შესახებ
ლელა: არ მინდა თქვენს არაჩვეულებრივ მკითხველს თავი მოვაბეზრო. ორი სიტყვით გეტყვით მე ვარ ადამიანი ,,უ“-თი, ანუ ,,უ-ყველაფრო“ - უ-ბედური, უ-უნარო, უ-სახლკარო, უ-მუშევარი, უ-ფულო. უ-ხალისოდ და უ-სიხარულოდ თენდება და ღამდება ჩემთვის. არც ჯანმრთელობა მაქვს, არც ძალ-ღონე რომ ვიმუშაო, ავადმყოფი და ყველასგან მიტოვებული ვარ.
სრულიად მშიერიც ბევრჯერ ვყოფილვარ. ახლა სოციალური სასადილოთი ვსარგებლობ, სიაში ძლივს ჩამსვეს. მაგრამ რა... როცა ვერ ვახერხებ საწოლიდან წამოდგომას, იქ როგორღა მივალ?
- ლელა, მეტყველება რატომ გიჭირთ?
- ლელა: 16 წლის წინ, ჯერ ბრმა ნაწლავის ოპერაცია დამჭირდა, მერე საშვილოსნოზე აღმომაჩნდა პრობლემები, რის შედეგადაც, ის ამომკვეთეს. ეს ყველაფერი მაშინ არ ფინანსდებოდა. მე ბინის გაყიდვა მომიწია, რომ გადავრჩენილიყავი. ბინა რა... ერთი პატარა ოთახი მქონდა, მაგრამ ჩემი იყო - ქირას არ ვიხდიდი და უბნიდან უბანში არ დავწანწალებდი... მოკლედ, ყველაფერი აქედან დაიწყო. დავრჩი უსახლკაროდ. იმდენად განვიცადე, რომ ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დამემართა. იმჟამინდელ დიასახლისს რომ არ ვეპოვნე, და არ დამხმარებოდა, ახლა ცოცხალი აღარც კი ვიქნებოდი. ერთი მხარე პარალიზებული მქონდა და ვერც ვლაპარაკობდი. მერე ნელ-ნელა აღმიდგა უნარები. სიარული შევძელი, მაგრამ მეტყველება მაინც მიჭირს - ხან უფრო მეტად, ხან ნაკლებად... აი, ასეთი ისტორია მაქვს.
- მაგრამ ამით არ დასრულებულა თქვენი ავადმყოფობის ისტორია...
ლელა: არა, ის ისევ გრძელდება უფრო მძიმე დიაგნოზით. ერთი წლის წინ კი მკერდის კიბო დამიდგინეს, სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია, რათა მეტასტაზები კიდევ არ წასულიყო. მკერდის დაზიანებული ნაწილი ამომკვეთეს. მას შემდეგ ვსაჭიროებ მუდმივ კონტროლს და ექიმის ზედამხედველობას. მე კი, ჩემი ინვალიდობის 140 ლარით, და სოციალური დახმარების 50 ლარით საკვებსაც ვერ ვყიდულობ. რომელ ექიმზე და მედიკამენტებზეა საუბარი?! 42 ლარი ეგრევე მეჭრება პენსიიდან, ძველი კრედიტის გამო. ეს კრედიტიც ავადმყოფობის გამო ავიღე... აღარ ვიცი, რომელი ვიგლოვო, ის რომ ვკვდებოდი, თუ ის რომ გადავრჩი. ჩემთვის უკვე სიკვდილს და სიცოცხლეს ერთი ფასი აქვს.

- სიცოცხლე ყველაზე უფრო ფასეული რამაა ლელა, რასაც უფალი გვჩუქნის...
- ლელა: კი მაგრამ ასეთ ცხოვრებას მარტოობაში, სიღატაკესა და შიმშილში რა აზრი აქვს? როცა ვერ გავუძელი აი, ეს ვცადე...
(ვენების გადაჭრის მცდელობის ნაკვალევს გვაჩვენებს მაჯებზე.)
ლელა: ეჰ, რამდენი ხანია, ხილი არ მიჭამია... აი, აქ უბანში გარე მოვაჭრეების დახლებთან რომ გავივლი, თვალებს ვხუჭავ, გული რომ არ წამივიდეს...

- ნათესავები არ გეხმარებიან?
ლელა: საკუთარმა ძმამ და მშობლებმა მკრეს ხელი, დამივიწყეს და ნათესავებს რაღაში ვჭირდები. ყველა გამორჩენაზეა, ღარიბი და „ხელით სათრევი“ არავის აინტერესებს. მე ხომ ტვირთი ვარ მათთვის?!
- ოჯახის წევრებმა რატომ დაგივიწყეს?
ლელა: ჩემს ძმას უნდოდა, ყველაფერი რომ მას დარჩენოდა. მშობლები კი, ყოველთვის მის ჭკუაზე დადიოდნენ. ახლა, დედა და მამა ცოცხლები აღარ არიან და ცუდის გახსენება აღარ მინდა, ბოდიში.
- საერთოდ არავინ გსტუმრობთ?
ლელა: მხოლოდ ძველი დიასახლისი, ღმერთი უშველის მის ოჯახს. ეგენი რომ არა, ჩემი საფლავი რამდენჯერ იქნებოდა შეღებილი?! მათიც მრცხვენია. ახლა, თქვენი იმედიღა დამრჩა. მხოლოდ ეს ნაპერწკალი მასულდგმულებს. ვიცი, დიდი ძალა აქვს თქვენი ფონდის კეთილი მეგობრების სიკეთეს. იქნებ ვინმემ საბრალო ლელას ისტორიაც მიიტანოს გულთან ახლოს. მე ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, საჭმელი და წამლები მინდა მხოლოდ. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

- თუმცა ამ პატარა ,,თავშესაფარში“ არც პირობები გაქვთ არანაირი...
ლელა: ჰო, რა კარგად თქვით... მართლა თავშესაფარია... არა, არა... უფრო საკანი! ჰოდა, მიიღეთ ჩემი ვედრება, როგორც სიკვდილმისჯილის უკანასკნელი თხოვნა. არ ვიცი ხვალინდელი დღე, საერთოდ, გამითენდება თუ არა. აქ, რა თქმა უნდა, ვერ ვარ კარგად. შეხედეთ ამ სიღატაკეს. ტანსაცმელის ჩასალაგებელიც კი არ მაქვს. იცით, როგორ ვბანაობ? იატაკზე ცელოფანს ვაფენ. აი, პატარა „ტაშტები“ , „ვედროები“, რომლებითაც წყალს ვეზიდები, დიდს ვერ მოვერევი, ვერ ავწევ. ისე ვწვალობ ნაწილ-ნაწილ. გათბობა მე არ მაქვს, და ზამთარში განსაკუთრებით მიჭირს. თმის საშრობი მაინც მქონდეს თმა რომ გავიშრო. სველი თავით სულ ვცივდები. წელს ორჯერ გადავიტანე ფილტვების ანთება.

- ლელა, ხელისუფლება თუ გეხმარებათ რაიმეთი?
ლელა: სოციალურს ვიღებ 50 ლარს. ესეც ხან მიჩერდება, ხან აღმიდგება ხოლმე. (თავს იქნევს.) ნუთუ, შეიძლება ჩემნაირ ადამიანს ის „კაპიკები“ მოაკლო, რომელიც პურისთვისაც კი არაა საკმარისი?! ინვალიდობის პენსია 140 ლარი მაქვს, აქედან ბანკი მაჭრის გარკვეულ ნაწილს, ადრე აღებული სესხის გამო. ეს სესხი მკურნალობისთვის დამჭირდა... აბა, გეკითხებით, ჯერ 190 ლარი რა არის თვეში და მერე იმასაც რომ შეუკვეცავ ავადმყოფ და უმწეო ადამიანს?.. ახლა ერთმა კარგმა ამბავმა დამიბრუნა კიდევ სიცოცხლის ხალისი...
- რა ამბავმა?
ლელა: უსახლკაროთა სიაში ჩამსვეს. იქნებ სიკვდილამდე მაინც მეღირსოს ჩემი ჭერი. იქნებ, დიდხანს არ მალოდინონ, თორემ ჩემი ჯანმრთელობით, დიდხანს ვერ შევძლებ... სახლის დაკარგვა იყო ჩემი ყველა უბედურების მიზეზი. იქნებ ისე არ მოვკვდე, რომ ჩემი სახლიდან არ მეღირსოს გამოსვენება... (ტირის.)

- რას ამბობთ, ლელა, რა დროს სიკვდილია?! ჩვენი ფონდის ერთგული მეგობრები აუცილებლად წაიკითხავენ თქვენს ისტორიას და თქვენ არათუ დაგეხმარებიან, პირადადაც გინახულებენ.
ლელა: მეც ამის იმედი მაქვს. უფალმა დალოცოს ყველა კეთილი ადამიანი. მხოლოდ ისინი ათბობენ სამყაროს.

***
ლელას თვალებზე ცრემლები მოადგა. მერე გაიხსენა რა ძლიერი, სპორტული აღნაგობის ქალი იყო. მშენებლობაზე კაცივით მუშაობდა. ამ საძაგელმა სენმა, შიმშილმა და გაჭირვებამ ერთი ხელის მოსმით „შეჭამა“ და დააუძლურა. ლელას სჯერა უფლის და სიკეთის. ნუ დავუკარგავთ მას უკანასკნელ იმედს და ნუ მოვუშლით რწმენას. დროა გვერდში ამოვუდგეთ გაჭირვებულ ადამიანს და გავუწოდოთ დახმარების ხელი.
თუ გადაწყვეტთ, რომ პირადად მოინახულოთ ლელა ოსეფაშვილი, მისი ამჟამინდელი მისამართია: ქ. თბილისი, ნაძალადევის რ-ნი, საყვირის ქ. 15
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ლელა ოსეფაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|





