მეგობარო, წარმოიდგინე, რა საშინელებაა! უკუნეთ სიბნელესა და გაჭირვებაში ცხოვრება!
2022 ოქტომბერი 27
„ეს წყევლა მოსდევს ჩვენს ოჯახს - ყველანი უსინათლოები ვართ. დროთა განმავლობაში, თვალები გვიშრება და საერთოდ ვეღარაფერს ვხედავთ. სამწუხაროდ ეს არ იკურნება და სიბნელეში ცხოვრებისთვის ვართ განწირულები. თითქოს ვცოცხლობთ, მაგრამ უკვე მკვდრებივით ვართ“ - ამბობს 33 წლის ნიკა, მთასავით კაცი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,542 ₾
(
213 დონორი )
მეგობარო, წარმოიდგინე, რა საშინელებაა! უკუნეთ სიბნელესა და გაჭირვებაში ცხოვრება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ეს წყევლა მოსდევს ჩვენს ოჯახს - ყველანი უსინათლოები ვართ. დროთა განმავლობაში, თვალები გვიშრება და საერთოდ ვეღარაფერს ვხედავთ. სამწუხაროდ ეს არ იკურნება და სიბნელეში ცხოვრებისთვის ვართ განწირულები. თითქოს ვცოცხლობთ, მაგრამ უკვე მკვდრებივით ვართ“ - ამბობს 33 წლის ნიკა, მთასავით კაცი.
ნიკას დიდ ბაბუას ცუდი მხედველობა ჰქონდა. მემკვიდრეობით ეს გადაეცა მის ბაბუას და თავის ორ შვილს - ნათელას და ნანულის. ნათელას დიდხანს ვერ გადაეწყვიტა, გაჰყოლოდა თუ არა ცოლად ბიჭს, რომელსაც ის შეუყვარდა. არ უნდოდა, მომავალი შვილი ტანჯვასა და სიბნელეში ცხოვრებისთვის რომ გაეწირა. მაგრამ, მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ირწმუნეს ზღაპრის, რომ სიყვარული დაძლევდა ავადმყოფობას და წყევლა მათ შვილს გვერდს აუვლიდა. სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება...
გაჩნდა ნიკა. სამწუხაროდ დაავადებამ ისიც არ დაინდო. ყველაფერი გაყიდეს, რაც შეიძლებოდა, ყველა ნაცნობისგან ისესხეს თანხა, უამრავი ოპერაცია გაუკეთეს თვალზე, ნაწილობრივ მაინც რომ შეენარჩუნებინათ მხედველობა. მხოლოდ 10%-ით მოხერხდა. შეღავათი კი ის არის, რომ ნიკას შეუძლია გაარჩიოს ღია და მუქი საგნები, ოთახში გადაადგილდეს, ასევე, დედამისსა და დეიდამისს დაეხმაროს.
მამა მალევე გარდაიცვალა - მისმა გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვის ყურებას. სამნი დარჩნენ: დედა, დეიდა და შვილი. გვერდში არავინ ჰყავთ, უკუნეთ სიბნელეში ცხოვრობენ.

- ნიკა, როგორ ცხოვრობთ სამი უსინათლო ერთად? ვინ ვის უვლის?
ნიკა: ყველანი ვუვლით ერთმანეთს. ვერც იტყვი, ვისი მდგომარეობაა უფრო მძიმე. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ამიტომ დედაჩემისთვის და დეიდაჩემისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო. სიმწრით გამზარდეს. ვერც კი წარმოვიდგენ, რის გადატანა მოუხდათ, რა ჯოჯოხეთი გამოიარეს, ფეხზე რომ დავეყენებინე. სკოლაც კი დამამთავრებინეს.
- ეს როგორ მოახერხეთ?
ნიკა: ეს ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. სკოლა ახლოსაა, ყოველ დილით კლასელები გამომივლიდნენ ხოლმე, ხელჩაკიდებულს მიმაცილებდნენ სკოლაში, მერე კი სახლში მოვყავდი. რა კარგი იყო! მეგონა, ნამდვილი მეგობრები მყავდა! მაგრამ, თურმე როგორ ვცდებოდი... სკოლა დავამთავრეთ და მეგობრობაც დასრულდა. მას შემდეგ აღარავისთან მაქვს ურთიერთობა. სულ მარტო დავრჩი ავადმყოფობის პირისპირ.
- როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება? როგორი იქნებოდა, რომ არა ეს ავადმყოფობა?
ნიკა: რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, რამდენჯერ მიოცნებია... მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, სცენაზე მემღერა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არავის სჭირდება ხეიბრები. მერიდებიან, როგორც კეთროვანს. არავის არ უნდა ჩვენთან ურთიერთობა, რა ჩვენი ბრალია, უსინათლოები რომ ვართ?
- შეგიძლიათ, გვიმღეროთ?
ნიკა: მერიდება, მხოლოდ დედაჩემისთვის და დეიდაჩემისთვის ვმღერი ხოლმე. მეშინია, რომ დამცინებენ. მეშინია, რომ გამაკრიტიკებენ. მაგრამ, თქვენთვის ვიმღერებ.
(ნიკამ ფონოგრამა ჩართო და თემურ თათარაშვილის სიმღერა იმღერა საქართველოზე. ყველაზე გულის ამაჩუყებელი სიმღერა იყო, რაც კი ოდესმე მსმენია.)

ნიკა: ნუ ტირი, ვიცი, რომ ძალიან განხვავდება ჩემი გარეგნობა და სულიერი მდგომარეობა. შეიძლება შეგაშინო კიდეც, მაგრამ გულით ბავშვი ვარ. ამას ყველას ხომ ვერ ავუხსნი. როდესაც ვამბობ, რომ ვშიმშილობთ, ხალხს ეცინება. ამბობენ, ჩემისთანა კაცს ძროხა ერთ ლუკმად არ ეყოფაო. მაგრამ, მათ ხომ არ იციან, რატომ ვიწონი 200 კილოგრამს? მათ ხომ არ იციან, რა დამემართა? ყველას ვერ ავუხსნი, ყველა ვერც გაიგებს.
- და რა დაგემართათ, მართალი გითხრათ, თავიდან მეც შემეშინდა.
ნიკა: ჰორმონალური პრობლემები მაქვს, მხოლოდ პურს და მაკარონს რომ ვჭამ. უკვე ათი წელია, დეპრესიით ვიტანჯები. როდესაც ახალგაზრდა ბიჭს არ აქვს ფული, ტანსაცმელი რომ იყიდოს, მედიკამენტები, დედამისისთვის და დეიდამისისთვის, კბილები რომ ცვივა და ექიმთანაც ვერ მიდის, საღ ჭკუაზე როგორ დარჩება? 2017 წელს გონება დავკარგე, წავიქეცი და თავი დავარტყი. ძლივს მომასულიერეს. არ ვიცი, დედამ და დეიდამ მდგომარეობიდან როგორ გამომიყვანეს. ქალები კი არა, ჩემი ანგელოზები არიან. სულ ვამბობ, მათ გვერდით ღვთისმშობელია. მისი დახმარების გარეშე, ვერაფერს გახდებოდნენ.

- ნიკა, ალბათ, პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ, მერე კი, აუცილებელი ნივთები შევიძინოთ.
ნიკა: ჩემი თვალები არ იკურნება, მხედველობას ვერ დავიბრუნებ, მაგრამ არის წვეთები, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მისი ასეთ დონეზე შენარჩუნება. ძალიან ძვირი ღირს, ვერ ვყიდულობთ. ჩვენი შემოსავალია, ჩვენი პენსიები და სოციალური შემწეობა (60 ლარი). ჩემი პენსია არის 140 ლარი.
- როგორ ფიქრობ, სრული ბედნიერებისთვის რა თანხა გჭირდება თვეში?
ნიკა: იცით მიფიქრია ამაზე, დავიანგარიშე კიდეც. ალბათ, თვეში 500 ლარი, საკმარისი იქნებოდა ადამიანური ცხოვრებისთვის. ეს ხომ არ არის ძალიან ბევრი?
- პირველ რიგში, რას გააკეთებდი ამ თანხით?
ნიკა: კბილებს ჩავისვამდი, ვიყიდიდი პროდუქტსა და მედიკამენტებს. რაც დარჩებოდა, იმით ჩემი ზომის ტანსაცმელს შევიძენდი. მრცხვენია, ასე რომ მაცვია. ამიტომ, საერთოდ აღარ გავდივარ სახლიდან. კიდევ, თანხას გადავდებდი და სააბაზანოს მოვაწყობდი. ტაშტში დაბანა ძალიან უჭირთ ჩემს მოხუც დედას და დეიდას, ასევე მეც. კიდევ, ერთი ოცნება მაქვს, გაგანდობთ საიდუმლოს, თუ არ დამცინებთ.

- არა, რას ამბობ! აუცილებლად უნდა გვითხრა!
ნიკა: არის ისეთი მიკროფონი დინამიკებით და ტელეფონი ინტერნეტით, ფონოგრამა რომ ჩართო. საღამოებს გავულამაზებდი დედას და დეიდას. სხვა რა ვაკეთოთ? ისედაც სიბნელეში ვცხოვრობთ, ვერაფერს ვხედავთ, ასე კი, სამარისებურ სიჩუმეში მაინც აღარ მოგვიწევს ჯდომა. არ ვიცი, შესაძლოა, ძალიან სულელური ოცნება არის, შეუფერებელი 33 წლის ბიჭისთვის, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ არ დამცინებთ.
- არაჩვეულებრივი ოცნებაა და აუცილებლად აგისრულებთ! სხვაც გვითხარით!
ნიკა: ახლა, ავტირდები სიხარულისგან! ვერც კი წარმოიდგენთ, ახლა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. გამამხნევებელი სიტყვები ნებისმიერ წამალზე უკეთესია!
- ჯერ ახალგაზრდა ხართ, ნიკა, ყველაფერი წინ გაქვთ. დარწმუნებული ვარ, ერთად, თქვენი დეპრესიის დაძლევასაც შევძლებთ!
ნიკა: ადრეც რომ მყოლოდა გვერდით თქვენისთანა ადამიანები და თქვენი ფონდის თანამშრომლები, ამდენად არ გამიჭირდებოდა ყველა სირთულის დაძლევა!
- რომელია ყველაზე მძიმე მოგონება თქვენს ცხოვრებაში?
ნიკა: ის, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ყველამ მიმატოვა. ის, რომ დაბადების დღე არასდროს აღმინიშნავს. არასდროს, არავის არ მოულოცია. არასდროს, არავის, არაფერი უჩუქებია. უკვე დიდი ვიყავი, როდესაც ვტიროდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „იქნებ, არც არსებობ, ნიკა? იქნებ, უბრალოდ არ ხარ ამ ქვეყნად ეს ყველაფერი კი, უბრალოდ საშინელი სიზმარია? იქნებ სულაც ჯობდა, არ დაბადებულიყავი? რისთვის იტანჯები ამდენს?“ ასეა, ასე. მადლობა, რომ მკითხეთ.
- კიდევ გვითხარით, ნიკა! იქნებ არის კიდევ რაიმე საკითხები, რომლის გადაჭრასაც თავად ვერ ახერხებთ?
ნიკა: მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ჩემი პენსიაა 140 ლარი. პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსს არ მაძლევენ. აი, მითხარით, რატომ? ყველამ იცის, რომ მხედველობას ვერასდროს დავიბრუნებ. რატომ მაწვალებენ? ვიცი, რატომაც, პირველ ჯგუფს თუ მომანიჭებენ, პენსიაც 275 ლარამდე უნდა გაზარდონ. ეს თანხა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- ნიკა, მადლობა, გული რომ გადაგვიშალეთ, თქვენი სანუკვარი ოცნებები რომ გაგვანდეთ. პირობას გაძლევთ, აუცილებლად გადავცემთ იმ ადამიანებს, ვინც გულთან ახლოს მიიტანს თქვენს ტკივილს. იმ ადამიანებს, ვისი გული ღმერთს გაუხსნა!
***
მეგობრებო, გვჯერა, რომ თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, ვინც წიგნს ყდით არ აფასებს. თქვენ ისინი ხართ, ვინც გული გაუხსნა უფალს და შეუძლია სხვა ადამიანების ტკივილის გაზიარება. ასეთ შეჭირვებულ ადამიანებს, სწორედ ამიტომ ვეძებთ. სწორედ მათი ტანჯვის გაზიარებით ვუახლოვდებით უფალს!
ნიკას და მის ოჯახს სჭირდება საკვები პროდუქტი, საწოლები, სააბაზანო და ტანსაცმელი. ნიკა ახალგაზრდაა, მას ძალიან სჭირდება სტომატოლოგის დახმარება. ვიცით, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ნიკამ გვთხოვა მიკროფონი და დინამიკები. იქნებ, ავუსრულოთ ეს ოცნებაც?
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, ოჯახი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკურციხე.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნიკა გულაშვილი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|



