ხანდახან მუშაობა არ უნდა ჩემს გულს...
ხანდახან მუშაობა არ უნდა ჩემს გულს...
დათუნა: ჩემი ოცნებაა, რაგბის მოთამაშე გავხდე, მაგრამ არ ვიცი, ჩემთვის თამაში შეიძლება თუ არა. ექიმმა უნდა მითხრას, ჩვენ კი მასთან ვერ მივდივართ". დათუნა, გაჩერდი, არ ირბინო, დაჯექი, მშვიდად იყავი!" ბავშვობიდან მხოლოდ ეს სიტყვები მესმის. დედა კრუხივით მევლება თავს, მე კი უკვე ძალიან დიდი ვარ! ხანდახან მწყინს, მაგრამ მერე კი ვხვდები, რომ ის ჩემს ჯანმრთელობაზე დარდობს. გულის რაღაც დეფექტი მაქვს და ზოგჯერ მას ნორმალურად მუშაობა არ უნდა. ოპერაცია გამიკეთეს და ახლა უნდა ველოდო, დედას და ექიმებს დავუჯერო. ტელეფონია ის, რაც ახლა ძალიან, ძალიან გამახარებდა, რაგბის თამაშის ჩაწერას შევძლებდი და ვუყურებდი სხვადასხვა მატჩებს. კიდევ ძალიან მინდა, სკუტერი მქონდეს. თუკი მალე სრულიად ჯანმრთელი ვიქნები, რაგბზე მე თვითონ ვივლი, არც ტელეფონი და არც სკუტერი არ დამჭირდება.
(დანიშნულება: დათუნა ჩახაია)
