„ამ ძველი და დახეული კაბის გარდა, არასდროს მქონია სხვა კაბა“
„ამ ძველი და დახეული კაბის გარდა, არასდროს მქონია სხვა კაბა“
(ბარბარე, 6 წლის): ამ კაბის გარდა, არასდროს მქონია სხვა კაბა. ჩემს დედიკოს ფული არ აქვს და ამიტომ არ ვეუბნები, რომ ახალი კაბა მიყიდოს. შეხედეთ, როგორი ძველი კაბა მაცვია, თან დახეულიც არის. ასეთ კაბებს მხოლოდ ნაგავზე ყრიან. მე პრინცესობაზე ვოცნებობ, მაგრამ ასეთი ძველი კაბით პრინცესა სად გინახავთ? კონკიასაც კი არ ეცვა ასეთი ძველი კაბა. გუშინ სიზმარში ვნახე, რომ იასამნისფერი კაბა მეცვა. ზუსტად ისეთი, როგორზეც მე ვოცნებობ. ისეთი გახარებული ვიყავი, ისეთი... მაგრამ მერე გამეღვიძა და ერთადერთი კაბა, რომელიც დავინახე, აი ეს კაბაა, რომელიც ახლა მაცვია. მე ისევ ვაგრძელებ ოცნებას ლამაზ კაბებზე. თუ არ ამიხდება სურვილი, იქნებ სიზმრებში მაინც ვნახო ხოლმე.
მეგობრებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, რომ ამ ბავშვების თვალებში ჩამდგარი სევდა, სიხარულით შეცვალოთ. ისინი ხომ ძვირადღირებულ ნივთებზე არ ოცნებობენ. მსფლიოში ყველა ბავშვი იმსახურებს, რომ ერთხელ მაინც ჰქონდეს ახალი სათამაშო.
(დანიშნულება: ბარბარე ბერძენიშვილი)
