ტაფას თავსახურს ავხდი და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ საჭეა. ასე ვთამაშობ.
ტაფას თავსახურს ავხდი და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ საჭეა. ასე ვთამაშობ.
ვოცნებობ, სათამაშო მანქანა მქონდეს, დიდი ბორბლებით. ისეთი, რომ ყველა კარი, კაპოტი და საბარგული ეხსნებოდეს და საჭე ბრუნავდეს. პულტიც თუ ექნება, სიხარულისგან ხტუნვას დავიწყებ, მართლა! ასეთი მანქანა არასდროს მქონია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სათამაშოები საერთოდ არ მაქვს. იმიტომ, რომ მხოლოდ პურის ფული აქვს დედას. ის ხომ, მარტო გვზრდის მე და ჩემს ძმას. მამა კი, მე რომ ჯერ კიდევ დედიკოს მუცელში ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა.
დედა მეუბნება, რომ უნდა მოვითმინო, რადგან ჯერ ვერ მიყიდის მანქანას. მეც ვითმენ. ტაფას თავსახურს ავხდი და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ საჭეა. ასე ვთამაშობ. ასევე, ძალიან მინდა მქონდეს ველოსიპედი! ჩემი საკუთარი! ორბორბლიანი, სიჩქარის გადამრთველით. ყველა ჩემს მეგობარს აქვს ველოსიპედი, ჩემს გარდა. მე კი, შორიდან ვუყურებ და ძალიან ვდარდობ.