რატომ აქვთ სხვა დედებსა და ბებიებს ფული, ჩემებს კი საერთოდ არა აქვთ? და რატომ ვცხოვრობთ ქვებში, რომელთაც უზარმაზარი მანქანები ამტვრევენ?
დაბადების დღე: 11.06.2014
შეგროვებულია:
62 ₾
(დონორი: 5)
რატომ აქვთ სხვა დედებსა და ბებიებს ფული, ჩემებს კი საერთოდ არა აქვთ? და რატომ ვცხოვრობთ ქვებში, რომელთაც უზარმაზარი მანქანები ამტვრევენ?
დარინა: ზოგჯერ მგონია, რომ მთლიანად მტვრისა ვარ; რომ ფილტვებსა და კუჭში ქვები და ჭუჭყი მაქვს. ამის გამო კი ყველაფერი მტკივა და მექავება. ამბობენ, რომ ამით შეიძლება ადამიანი მოკვდეს კიდეც! ძალიან მეშინია. აი, გავიზრდებით და, ალბათ, ჩვენც გვექნება პატარა ლამაზი სახლი ლამაზი ეზოთი. ბევრ ყვავილს ვიყიდი და დავრგავ. დედას და ბებიას საერთოდ არა აქვთ ფული — ძალიან ღარიბები არიან. სხვა ბავშვების მშობლები ღარიბები არ არიან, მათ ყველაფერს ყიდულობენ. მე კი არაფერი არა მაქვს. მაქვს მხოლოდ ერთი დიდი ოცნება, მაგრამ შეიძლება არასდროს არ ამიხდეს. რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ რომ ძააალიან ძვირი ღირს. ეს არის კომპიუტერი და დიდი პლუშის დათუნია. ოჰ, როგორ მოვეხვეოდი და ჩავჯმუჯნიდი! შენ ვერც კი წარმოიდგენ!