ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს 5 წლის ბარბარეა. ზაფხულის ღამეს, ცაზე ერთი განსაკუთრებულად მოციმციმე ვარსკვლავი ყველას გვაქვს შემჩნეული, რომელსაც სურვილებს ვუთქვამთ ხოლმე ადამიანები და ველოდებით, როდის მოწყდება ცას და დედამიწაზე დაეშვება.

ეს 5 წლის ბარბარეა. ზაფხულის ღამეს, ცაზე ერთი განსაკუთრებულად მოციმციმე ვარსკვლავი ყველას გვაქვს შემჩნეული, რომელსაც სურვილებს ვუთქვამთ ხოლმე ადამიანები და ველოდებით, როდის მოწყდება ცას და დედამიწაზე დაეშვება.

დაბადების დღე: 08.02.2019
შეგროვებულია:
20 ₾
(დონორი: 2)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ეს 5 წლის ბარბარეა. ზაფხულის ღამეს, ცაზე ერთი განსაკუთრებულად მოციმციმე ვარსკვლავი ყველას გვაქვს შემჩნეული, რომელსაც სურვილებს ვუთქვამთ ხოლმე ადამიანები და ველოდებით, როდის მოწყდება ცას და დედამიწაზე დაეშვება. შეხედეთ, სწორედ იმ მოციმციმე ვარსკვლავს ჰგავს ბარბარე. თუმცა, მისი თვალები ზოგჯერ ჩამქრალია. რატომ? იმიტომ, რომ მის 14 წლის ძმას არ შეუძლია სიარული, ბარბარეს ოცნებაა, თავის ძამიკოს ეთამაშოს, სამწუხაროდ, ეს ოცნება აუხდენელი რჩება ბავშვისთვის. 

 ბარბარე (5 წლის) - „მინდა, რომ დიდი დაბადების დღე გადამიხადონ. ჩემი ძამიკო უკვე გამოჯანმრთელებული რომ იყოს იმ დროისთვის და დაბადების დღის ტორტი ჩასაქრობად მან შემომიტანოს. მინდა, რომ ყველა ჩემი საბავშვო ბაღის მეგობარი ჩემს დაბადების დღეზე ჩემს სახლში მოვიდეს. მართალია, ერთხელ გავიგონე როგორ ამბობდა დედა ჩუმად, რომ ეს სახლი ჩვენი არ არის, მაგრამ არა უშავს, მაინც დავპატიჟებდი ჩემს მეგობრებს ამ სახლში. 

- იცი, ჩემს დაბადების დღეზე რა მინდა იყოს? სახელი დამავიწყდა, რა ჰქვია, დეიდა (მიმართავს კორესპონდენტს). აი, ცაში რომ „შუშხუნებს" და ბევრი „ფერადი ფერი“ აქვს. 

- ფეიერვერკი ჰქვია, ბარბარე.

- ჰოდა, დეიდა, აი, ეგ მინდა გავუშვა ცაში ჩემს მეგობრებთან ერთად. მინდა, ბევრი ვიცეკვოთ, ვითამაშოთ, დედიკოს მომზადებული გემრიელი საჭმელები რომ ვჭამოთ ერთად. იცი, ჩემს დაბადების დღეზე როგორი ტორტი მინდა? აი, ბარბი გოგო რომ იყოს დახატული ტორტზე. მერე კი, სურვილს ჩავიფიქრებდი და ისე ძლიერად „შევუბერავდი" სანთლებს, რომ ყველას ერთბაშად ჩავაქრობდი.

- რა სურვილს ჩაიფიქრებდი, ბარბარე?

- მინდა, გასაბერი აუზი რომ დავდგა ეზოში. წარმოვიდგენ, ვითომ, ზღვაზე ვარ და მთელი ზაფხული, ვიცურავებდი ყოველდღე. სოფელში პატარა კენჭებს მოვაგროვებდი, ფლომასტერებით გავაფერადებდი, როგორც ზღვის სანაპიროზე და გასაბერი აუზის გარშემო დავაწყობდი. ზღვაც და პლაჟიც ჩემს ეზოში იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი....

 ასევე ჩავიფიქრებდი, რომ პლანშეტი მქონდეს, ინტერნეტით „დავესწრებოდი" ხატვის გაკვეთილებს. ხატვა ძალიან მიყვარს. მაგრამ, ეს სურვილები ხომ, მხოლოდ მაშინ ამიხდება, თუ დაბადების დღის ტორტზე სანთლებს ჩავაქრობ და დიდი „შუშხუნები" იქნება ცაზე. მე კი არ ვიცი, დეიდა, ჩემი დაბადების დღე თუ იქნება ასეთი.

 მეგობრებო, ავუსრულოთ ბავშვს სურვილები და დაუვიწყარი დაბადების დღე ვაჩუქოთ გოგონას!