ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

8 წლის გვანცა ახალ ტანსაცმელსა და ტელევიზორზე ოცნებობს

8 წლის გვანცა ახალ ტანსაცმელსა და ტელევიზორზე ოცნებობს

დაბადების დღე: 02.10.2016
შეგროვებულია:
633 ₾
(დონორი: 26)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

8 წლის გვანცა ახალ ტანსაცმელსა და ტელევიზორზე ოცნებობს

 ამ სევდიან ბავშვს შეხედეთ. ეს 8 წლის გვანცაა. ბრეგვაძეების ოჯახიდან, სადაც 6 მცირეწლოვანი ბავშვი გაუსაძლის სიღატაკეში ცხოვრობს. გვანცას უმცროსი დაიკო, მხოლოდ ერთი წლისაა და ზოგჯერ, ფაფაც კი არ აქვს ოჯახს, ბავშვი რომ გამოკვებოს. გვანცა კი უკვე იმ ასაკშია, რომ ამ ყველაფერს აანალიზებს და ამიტომ, დედას ახალი ტანსაცმლის და სათამაშოების ყიდვას აღარ სთხოვს. გოგონა მხოლოდ ძილის წინ ოცნებობს და წარმოიდგენს ხოლმე, ვითომ ლამაზი კაბა აცვია. მხოლოდ ოცნებებში არის ეს მზესავით გოგო ბედნიერი. რეალურ ცხოვრებაში კი, თავს დაჩაგრულად და დამცირებულად გრძნობს ბავშვი. 

გვანცა: დეიდა (მიმართავს კორესპონდენტს), რატომ ხდება ისე, რომ ზოგი ბავშვის სურვილები სრულდება, ზოგის კი - არა. როგორ ბავშვებს უსრულდებათ სურვილები?

- ვინც მშობლებს არ აბრაზებს, დამჯერია, მეცადინეობს და სხვა ბავშვებს არ დასცინის, ემეგობრება.

გვანცა: კი მაგრამ, დეიდა, ზუსტად ასეთი ვარ და მაშინ, არცერთი სურვილი რატომ არ ამისრულდა?

 ბავშვის შეკითხვამ დამაბნია. მინდოდა, მიწა გამსკდომოდა. ამ პატარა გოგონასთვის როგორ ამეხსნა, რომ სამწუხაროდ, ზოგჯერ, უსამართლოდ ჩაგრავს ბავშვებს ეს ცხოვრება. 

- გვანცა, ცოტა უფრო დიდი რომ იქნები, გპირდები, ამ საკითხზე ვისაუბრებთ მე და შენ.  ახლა კი, ცრემლები მოიწმინდე, გაიღიმე და შენი სურვილები გამანდე. კეთილ ადამიანებს გავაგებინებ, მერე კი, ერთად დაველოდოთ მე და შენ, აგიხდება თუ არა. 

 კეთილი ადამაინების ხსენებაზე ბავშვმა გაიღიმა, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა მის თვალებში და სევდიანი თვალები ვარსკვლავებივით გაუბრწყინდა. 

 გვანცა: ვოცნებობ, ახალი ტანსაცმელი რომ მქონდეს. სკოლაში ძველი ტანსაცმელით დავდივარ და მერიდება. ზოგჯერ, ჩემს ძველ ტანსაცმელს აკვირდებიან ბავშვები და მრცხვენია.  ყველაზე მეტად კი, ტელევიზორზე ვოცნებობ. ისე ვოცნებობ, რომ ზოგჯერ, სიზმარშიც კი ვხედავ, ვითომ მულტფილმებს ვუყურებ. უკვე დიდი ხანია, რაც გაფუჭებულია ჩვენი ტელევიზორი. დედას ფული არ აქვს, რომ იყიდოს. ასე მითხრა, ძვირი ღირსო.  პლანშეტი რომ მქონოდა, იქ ვუყურებდი მულტფილმებს, მაგრამ არც ის მაქვს. 

(დანიშნულება: გვანცა ბრეგვაძე)