სასკოლო ჩანთა თუ მექნება, კიდევ უფრო კარგად ვისწავლი! აღარ მინდა ცელოფნის პარკით წიგნების ტარება!
სასკოლო ჩანთა თუ მექნება, კიდევ უფრო კარგად ვისწავლი! აღარ მინდა ცელოფნის პარკით წიგნების ტარება!
ილია მრავალშვილიან ოჯახში იზრდება. ბიჭუნა სამ ძმასთან და დასთან, მშობლებთან და ბებიასთან ერთად ბნელ, ნესტიან სარდაფში, იატაკისა და ჭერის გარეშე ცხოვრობს. წვიმის დროს, სახურავიდან თქრიალით ჩამოდის წყალი.
ილიას ერთი წესიერი სათამაშოც კი არ აქვს. ის ოცნებობს კალათბურთის ბურთსა და ველოსიპედზე. მისი მთავარი ოცნება კი ტელეფონია. მის ყველა მეგობარს აქვს ტელეფონი, მას კი - არა. ეს ძალიან გულსატკენია და უსამართლო! მშობლებს ძალიან უჭირთ და ვერ აუსრულებენ ოცნებას ბიჭს. პროდუქტის საყიდლადაც კი არ რჩებათ ფული.
გარდა ამისა, არც ილიას და არც მის ძმებს სასკოლო ჩანთები არ აქვთ! ბიჭებს სახელმძღვანელოები და რვეულები ცელოფნის პარკებით დააქვთ. მაგრამ, ეს მათ კარგად სწავლაში არ უშლის ხელს! და თუ, სკოლის ჩანთები ექნებათ, კიდევ უფრო კარგად ისწავლიან – ასე შეგვპირდნენ!