„ვოცნებობ, რომ ფეხბურთელი გამოვიდე, მაგრამ დედა ბურთს ვერ მყიდულობს“, — 12 წლის ნიკოლოზი თავის აუხდენელ ოცნებებს ნაგავსაყრელზე ეძებს.
„ვოცნებობ, რომ ფეხბურთელი გამოვიდე, მაგრამ დედა ბურთს ვერ მყიდულობს“, — 12 წლის ნიკოლოზი თავის აუხდენელ ოცნებებს ნაგავსაყრელზე ეძებს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს 12 წლის ნიკოლოზია ზანაძეების ოჯახიდან, სადაც ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი გაუსაძლის სიღატაკეში ცხოვრობს. ნიკოლოზი ზოგჯერ ნაგავსაყრელზე ეძებს ტანსაცმელსა და სათამაშოებს. როგორი ადვილია ამ სიტყვების დაწერა და როგორი მძიმე მათი გაანალიზება. დიახ, საწყალი ბავშვი თავის აუხდენელ ოცნებებს ნაგავსაყრელზე ეძებს. გუშინ მან შიმშილისგან გონება დაკარგა. ამის მიუხედავად, ბავშვი იმედს არ კარგავს, რომ ერთხელაც მისი ოცნებები ახდება.
ბავშვი ფეხბურთელობაზე ოცნებობს, მაგრამ ბედის ირონიაა, რომ ბურთი არა აქვს სავარჯიშოდ. „დედას ვერ ვთხოვ, ბურთი მიყიდოს, რადგან საჭმლის ფულიც კი არა აქვს“, - ეს სიტყვები მითხრა ნიკოლოზმა (კორესპონდენტს) და თავისი დიდი, შავი ბრიალა თვალები ცრემლებით აევსო. მერე თავი მორიდებით დახარა, რომ „უცხო დეიდას“ მისი ცრემლები არ დაენახა. ბავშვს ხმა გაებზარა და ძლივს წარმოთქვა: „ნეტა, ბურთი ძვირი ღირს?“. ამ დროს ღია ჭიშკრიდან სოფლის სხვა ბავშვები გამოჩნდნენ. ზოგი ველოსიპედზე იჯდა, ზოგი ბურთს თამაშობდა... ნიკოლოზმა მათ სევდიანად გააყოლა თვალი და ჩაიჩურჩულა: „ველოსიპედზე უკვე რამდენი ხანია ვოცნებობ. როგორ მინდა, რომ სოფლის მდინარეზე ჩემი ველოსიპედით წავიდე, როგორც სხვა ბავშვები. ხოლო ვისაც ველოსიპედი არა აქვს და ჩემსავით გაჭირვებულია, მათაც ვათხოვებდი ხოლმე. მართალია, ახლა არდადაგებია, მაგრამ სულ რაღაც 2 თვეში სკოლაში წავალ, მე კი არ მინდა, რომ ისევ ძველი და დახეული ტანსაცმლით წავიდე. ერთხელაც კი არ მცმია ახალი ტანსაცმელი. სკოლისკენ მიმავალ გზაზე წვიმის დროს რამდენჯერ ამძვრა ძირი ფეხსაცმელზე! ფეხები ტალახიანი წყლით მქონდა სველი. რა იქნება, მხოლოდ ერთი წყვილი ახალი ფეხსაცმელი მქონდეს, მხოლოდ ერთი წყვილი... ეჰ...“.
კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ეს თვალებბრიალა, დაჩაგრული ბავშვი თავის ოცნებებს ნაგავსაყრელზე აღარ ეძებდეს...
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000