გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს!
დაბადების დღე: 08.08.2016
შეგროვებულია:
588.95 ₾
(დონორი: 18)
ჩემს დაიკოს, ანას თბილ ფეხსაცმელს თუ იყიდით, ჩემს ერთადერთ და საყვარელ სათამაშო ლუსის გაჩუქებთ. მართლა. ჩემი დისთვის არაფერი მენანება! მას ძალიან სცივა!
სალომე: მე სალომე ვარ, მსოფლიოში ყველაზე ღარიბი გოგო!
- ასე რატომ ფიქრობ, სალომე?
სალომე: სხვა რა უნდა ვიფიქრო? სკოლაში პური მხოლოდ მე მიმაქვს და მეგობრები დამცინიან. დედაჩემს ფული არ აქვს, "ჰამბურგერი" რომ გამატანოს. კიდევ, სპორტის გაკვეთილს ვერ ვესწრები იმიტომ, რომ სპორტული ფორმა და საცეკვაო ჩუსტები არ მაქვს! ჩემს პატარა დაიკოს არ აქვს ფეხსაცმელი საბავშვო ბაღში რომ იაროს. ზაფხულის რეზინის ჩუსტებში, ხომ შესცივდება? რამდენი რამე ჩამოვთვალო? წამოდი, ჩემს სახლს გაჩვენებ. მე ჩუმად ვიქნები, შენ თვითონ მიხვდები, რა ღარიბი ვარ!
- მოდი, იქნებ შენი ჩვენ შევძლოთ პრობლემების მოგვარება? შენ შენი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილები მითხარი, მე კი, მთელ საქართველოს გადავცემ. კარგი დეიდები და ბიძები აუცილებლად აგისრულებენ ოცნებებს. რით დავიწყოთ?
სალომე: ჩემი დის ფეხსაცმლით! თუ ჩემს დას თბილ ფეხსაცმელს უყიდით, ჩემს ერთადერთ სათამაშოს - ლუსის გაჩუქებთ!
- შენთვის რა გინდა? მითხარი, მერე კი, შენს დასაც ვკითხავთ, რა უნდა.
სალომე: ჩემი პატარა დაიკო ვერ ლაპარაკობს, ამიტომ მისთვის მინდა რამე. მე კი, საცეკვაო ჩუსტები, ლამაზი სპორტული ფორმა და ბევრი ჰამბურგერი მეყოფა!
