დახეული ბურთიც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალთახალი ველოსიპედი მაქვს!
დაბადების დღე: 19.03.2012
შეგროვებულია:
500.44 ₾
(დონორი: 48)
რამდენი ვეძებე, მაგრამ მთელი ველოსიპედი ვერ ვიპოვე ნაგავში...
დათო: ეს საიდან გაქვს? - ჩემს ტელეფონზე მიჩვენებს. - არასდროს მიპოვია ნაგავში ასეთი რაღაცეები. იქ ვიპოვე მაიმუნი, ცხენი, დროშა და პისტოლეტი... ბუნკერთან შეიძლება პურიც იპოვო. იქ დავდივარ, პური რომ გამოგველევა.
- იქ აღარ წახვიდე, გთხოვ. ახლა, ჩვენ ვიყიდით თქვენთვის ყველაფერს მაღაზიაში. შეგიძლია უბრალოდ მითხრა, გულით რა გინდა?
დათო: ველოსიპედი მინდა. ისეთი, საჭე, დისკები და ზარი რომ ჰქონდეს?
- რა თქმა უნდა. ველოსიპედს ყოველთვის აქვს საჭე, ბორბლები და ზარი. ძალიან ლამაზი ველოსიპედი გექნება.
დათო (ეჭვით): არ ვიცი, მხოლოდ უბორბლო ველოსიპედი ვიპოვე ნაგავში. იმ შენს მაღაზიას ჩემი დისთვის, ანასთვის იისფერი ველოსიპედიც იქნება? მასაც უნდა, მაგრამ ფიქრი უჭირს. მე ვეხმარები ფიქრში. ორივეს გვინდა. დაწერეთ ორი მთელი ველოსიპედი - ბორბლებით, საჭით და ზარით.
- ამ მაღაზიაში იქნება ყველაფერი, რასაც კი ჩაიფიქრებთ. რაც დიდი ხანია გინდა, მიდი, თქვი.
დათო (უხარია, მაგრამ ფრთხილობს): იმ შენს მაღაზიაში ცოცხალ ცისფერ თუთიყუშსაც იშოვი, თავისი სახლით? მართალია გაკვეთილებს ვერ ვიგებ, მაგრამ მას ლაპარაკს ვასწავლი, ეს შემიძლია. და მიუხედავად იმისა, რომ ნელა ვფიქრობ და ვერაფერს ვიმახსოვრებ, კარგად ვხატავ. თუ შეიძლება, მაღაზიიდან ფლომასტერები, საღებავები და ფუნჯები მივიღო? არავინ მეჩხუბება?
- არა, ნამდვილად არავინ გჩხუბება. მაგრამ ]იტყვიან, რატომ აქვს ასე ცოტა სურვილი?
დათო: მაქვს სურვილი. საღამოს 7 საათზე დაძინება არ მინდა. თუ დედას საჭმელს მისცემთ, აღარ დაგვაძინებს.
