ასეთ ტელევიზორში საფეხბურთო ჩემპიონატების ყურება, სულ სხვაა!
დაბადების დღე: 18.09.2013
შეგროვებულია:
525.75 ₾
(დონორი: 61)
ავადმყოფი გული მაქვს, ჩემთვის არ შეიძლება არც ხტუნვა, არც სირბილი, სხვა გასართობიც არაფერი მაქვს
მათე: რაღაცნაირი გულით დავიბადე, ისეთით არა, როგორიც აქვს ყველა ადამიანს. (მათეს გულის მანკი აქვს. - რედ.) სამი ოპერაცია გამიკეთეს. დედას ახსოვს, მე კი - არა. ყოველთვის მინდა ბავშვებთან ერთად ფეხბურთის თამაში, მაგრამ, დედა არ მიშვებს. ის ამბობს, რომ ჩემთვის სირბილი არ შეიძლება. მე თვითონაც ვხედავ, თუ არ დავუჯერე და ვირბინე, სუნთქვა მიჭირს და ცხვირიდან სისხლი მომდის.
- მშვიდი რამეების კეთება რატომ არ გინდა?
მათე: მაგალითად რის? მე არ მაქვს ტელევიზორი მულტფილმებს რომ ვუყურო, არც პლანშეტი, რომ ვითამაშო, არც სათამაშოები. ალბომი და ფანქრებიც კი არ მაქვს, რომ დავხატო. მე კი, ძალიან მიყვარს ხატვა, მაგრამ მხოლოდ სკოლაში შემიძლია ამის კეთება. სახლში ხომ, არაფერი გვაქვს!

