თამარი "სუყველას" სათამაშოებით ითამაშებს!
დაბადების დღე: 19.10.2020
შეგროვებულია:
251 ₾
(დონორი: 11)
სახელი თამარი ნიშნავს საჩუქარს და ბედნიერებას!
დედიკო მას ბედნიერებას ეძახის, მამა კი სიხარულს. ის ერთადერთი მზის სხივია, რომელმაც საშინელი ტრაგედიის შემდეგ მშობლებს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა! 11 წლის ძმის დაღუპვის მერე არის დაბადებული და ამიტომაც საჩუქარს ეძახიან. მაგრამ, პატარა ლურჯთვალა გოგონას საერთოდ არაფერი აქვს! მის მშობლებს ძალიან უჭირთ და ვერ ყიდულობენ შვილისთვის ვერც თოჯინას, ვერც კუბიკებს, ვერც ლამაზ ტანსაცმელს...
თამარი თვითონ ვერაფერს ითხოვს, ჯერ ლაპარაკი არ იცის... ამიტომ, მის მაგივრად ჩვენ გთხოვთ. ამ არაჩვეულებრივ საჩუქარს საჩუქრები უნდა - თოჯინები და სათამაშოები.
