თქვენ ჩემი ოცნება ფერფლიდან აღადგინეთ!!!
დაბადების დღე: 10.05.2013
შეგროვებულია:
450.7 ₾
(დონორი: 16)
ხანძარმა ყველა ჩემი სათამაშო დაანახშირა
ნოდიკო: ცოტა ხნის წინ, ჩემი სახლი დაიწვა. ახლა, უსახლკარო ვარ - ძალიან ცუდია, როდესაც საცხოვრებელი არ გაქვს. სახლთან ერთად დაიწვა ჩემი საყვარელი კომპიუტერი და ველოსიპედი. ახლა, ჩემს მშობლებს საჭმლის ფულიც არ აქვთ. ნაყინსაც კი ვერ ვთხოვთ, როგორ მომიბრუნდება ენა, ასეთი ძვირი რაღაცეების ყიდვა რომ ვთხოვო? ამიტომაც ველოდები, იქნებ ღმერთმა ვინმეს ყურში ჩასჩურჩულოს, რომ არის ერთი ასეთი კარგი ბიჭი ნოდიკო, რომელსაც ძალიან, ძალიან უნდა რამენაირი ველოსიპედი და კომპიუტერი.
