ჩვენი საწოლი პრინცესების სასახლესავით არის!
დაბადების დღე: 20.11.2015
შეგროვებულია:
80 ₾
(დონორი: 5)
ჩემი საწოლის მეორე სართულზე ვიცხოვრებ
მეგი: დედა ამბობს, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ გაჭირვებულები. რომ, კიდევ ბევრი ღატაკი ბავშვია ამ ქვეყნად. გვეუბნება, ფული რომ ჰქონდეს, ყველა ოცნებას აგვისრულებდა! ბევრი ოცნება არც მაქვს. პირველი, რაზეც ვოცნებობ, არის ორსართულიანი საწოლი. მინდა, იქ ვიცხოვრო და დავიძინო. მხოლოდ მეორე სართულზე. ჩემს პატარა ძმასაც არ დავუთმობ. სულ ამაზე ვოცნებობ! მაგრამ, ჩემთან თუ მოხვალ, დაგითმობ, შეგიძლია ერთი დღე დაიძინო! კეთილი გოგო ვარ. კიდევ, ძალიან მჭირდება სასკოლო ნივთები და სახატავი ნაკრები - დიდი და ლამაზი!

ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000