მათხოვარს აღარ მეძახიან!
დაბადების დღე: 08.04.2016
შეგროვებულია:
614 ₾
(დონორი: 41)
“ჩემი ოცნებაა, მათხოვარი და მაწანწალა არ დამიძახონ!”
ვაკო: ჩუსტებით დავდივარ სკოლაში! საერთოდ არაფერი მაქვს. მუცელიც სულ მეწვის. ბევრ წყალს ვსვამ, მაგრამ მაინც! ვიცი, რატომაც - შიმშილის გამო. თუ ორი დღე არაფერს შეჭამ, მერე თავი და თვალები გეწვის. მერე კი, ძალიან ცუდად ხდები, თითქოს კვდები. რა ჯობია იმას, რომ სახლში საჭმელი ყოველთვის გქონდეს, ოღონდ მაკარონი არა, მისი დანახვაც აღარ შემიძლია! მეც მინდა, სკოლისთვის ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომ მქონდეს. და ერთი ლამაზი ველოსიპედიც, რომელიც არასდროს გაფუჭდება! ჩემნაირი ბავშვებისთვის, პლანშეტზე ოცნება შეიძლება? თუ შეიძლება, მაშინ ვიოცნებებ!

ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000