ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

დაბადების დღე: 28.01.2014
შეგროვებულია:
628.56 ₾
(დონორი: 43)

არავინ ემეგობრება გაჭირვებულ და მშიერ ობოლ ბიჭს. 

გიორგი: დედაჩემი მოკვდა როცა მე ჯერ კიდევ მუცელში ვყავდი. ალბათ ასე ჯობია, რომ დედას არ ვიცნობდი, თორემ ახლა ძალიან მომენატრებოდა. მამაჩემს ახლა სხვა შვილები ჰყავს. მე კი მხოლოდ ბებია დამრჩა. სულ მარტოები ვართ. ფული საერთოდ არ გვაქვს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რამდენიმე დღე მშივრებიც ვართ. ერთხელ სკოლაში გავხდი შიმშილისგან ცუდად და დირექტორმა მიყიდა საჭმელი. დირექტორს და მასწავლებლებს ვუყვარვარ. ალბათ ყველას ვეცოდები ობოლი რომ ვარ. კლასელებს კიდევ არ ვუყვარვარ. დამცინიან ხოლმე და ცუდ სიყტვებს მეუბნებიან. ისეთებს - ვერც გავიმეოორებ. ერთხელ იცით რის გამო დამცინეს? გოგოს ჩანთით რომ დავდივარ სკოლაში. სხვა ჩანთა მე არ მაქვს, ესეც ნაჩუქარია, ბებოს კიდევ ფული არ აქვს ახალი რომ მიყიდოს. ჩანთა კი არა, საწოლიც არ მაქვს და ტანსაცმელი. 

ხომ შეიძლება ჩემთვისაც ერთი ბიჭური ზურგჩანთა და თბილი ფეხსაცმელი? მაგრამ მაქვს ისეთი ოცნებები, რომლებზეც არავის ვუყვები. პლანშეტზე ვოცნებობ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემნაირ ბავშვს შეიძლება ის ჰქონდეს. კიდევ ველოსიპედზე ვოცნებობ და პულტიან ვერტმფრენზე. 

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: გიორგი ფუტკარაძე)