ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

იზა, 9 წლის: რა გულკეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! მე კი, არც ვიცოდი! მამაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ალბათ, ვიღაცამ უთხრა მათ!

იზა, 9 წლის: რა გულკეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! მე კი, არც ვიცოდი! მამაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ალბათ, ვიღაცამ უთხრა მათ!

დაბადების დღე: 05.10.2014
შეგროვებულია:
208.81 ₾
(დონორი: 28)

იზა, 9 წლის: რა გულკეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! მე კი, არც ვიცოდი! მამაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ალბათ, ვიღაცამ უთხრა მათ!

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა იზას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

 რა კეთილი გული აქვთ! გაიგეს, პლანშეტზე რომ ვოცნებობდი და მაჩუქეს! ახლა, შევძლებ, რომ ვიმეცადინო და მეგობრებთან ერთად ვითამაშო ხოლმე. პლანშეტი ხომ, არ მოგბეზრდება და ვერასდროს მოიწყენ!

 ველოსიპედიც გვაჩუქეს მე და ჩემს ძმას. ჩვენ რიგრიგობით ვისეირნებთ! დეიდა, უთხარი ყველას, ვინც გვაჩუქა - შენ ხომ, მათ იცნობ, რომ ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ! მათი სიკეთე არასოდეს დამავიწყდება!

 რომ გავიზრდები, მეც გავუკეთებ საჩუქრებს ყველას! ახლა, დედას უბრალოდ ფული არ აქვს! თუ ვთხოვ, შენს მეგობრებს უყიდოს რამე, იტირებს! ცოტა ხანს დამელოდონ! მეც მალე გავიზრდები და ბევრი, ბევრი ფული მექნება!