ფონდის სახით მზრუნველი მშობლები, მოსიყვარულე ოჯახი შევიძნეთ...
შეგროვებულია:
691.79 ₾
(დონორი: 30)
იცით, რაღაც მომენტში მე და დედაჩემმა თითქოს როლები გავცვალეთ, მე გავხდი მისი მშობელი. მას ყოველდღიური მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, უჩემოდ ვერაფერს შეძლებს... ჩემი თავი და დაავადებები სულ გადამავიწყდა. ასე დავრჩით მე და დედა ამქვეყნად სულ მარტო - ავადმყოფი, მოხუცები რომელიც არავის სჭირდება. ჩერნოვეცკის ფონდმა იმედი გვაჩუქა, გვერდში დაგვიდგა ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც დედაჩემისთვის საფენების კი არა, საჭმლის საყიდელი ფულიც კი არ მქონდა! ჩემო კარგებო, თქვენ ხელი გაგვიმართეთ, მე და დედაჩემი შიმშილს გადაგვარჩინეთ! არასდროს მინახავს უფლის სიყვარულის ამაზე დიდი გამოხატულება! თითქოს მზრუნველი მშობლები და მოსიყვარულე ოჯახი ვიპოვეთ! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემო ძვირფასებო!
***
მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.
