რატომ იტანჯები ასე, პატარავ?! რატომ გგონია, რომ არავის უყვარხარ საკუთარ ოჯახში, მშობლიურ საქართველოში, რომ შენი და-ძმები, მშობლები და უბრალო ადამიანები ზედმეტად გთვლიან, რომ მალე მოკვდები და შენი გადამრჩენელი არავინ არის?!
შენ შეგიძლია გადაარჩინო ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდე ღმერთს! გაგზავნე SMS ნომერზე 97100

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

დღეიდან ყოვლისშემძლე უფალი ხელს გამოგვიწვდის მადლობის ნიშნად! („ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (ძველი აღთქმა. იგავები 19:17). იმიტომ რომ მკურნალობის შემდეგ ლუკა მთელი საქართველოს შემოვლას და თითოეული თქვენგანისთვის მთელი გულით მადლობის გადახდას თავად ვერ მოახერხებს!
დიდება შენდა უფალო, რადგან თურქეთში ექიმებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს ამ ბავშვის მიმართ. ისინი პირობას დებენ, რომ ის სრულიად განიკურნება.



„ძალიან მეშინია ამის!“ — ამბობს ლუკა. გულსაკლავია მისი უსუსურობის გამომხატველი ყოველი სიტყვა. ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვს, ლუკას სურს, შესჩივლოს, აუხსნას თავისი ტკივილი „კეთილი ფონდიდან“ უფლის მოწოდებით მოსულ უცნობ დეიდებს, მაგრამ ავადმყოფობის გამო ჩადგმული წყეული სტომა, ყელში აქვს გაჩხერილი, ტკივილს აყენებს და აიძულებს ტკივილი დაძლიოს და ჩუმად წარმოთქვას რაღაც ბგერები.

როდესაც ბიჭუნა 3 წლის იყო, ქართველმა ექიმებმა ალერგიას და გაციებას დააბრალეს ის, რომ ბავშვი ახველებდა! მერე რა მოხდა?! მაგრამ, როდესაც ორ დღეში ბავშვი კინაღამ დაიხრჩო, არაფერი აუხსნეს მის მშობლებს, დააწვინეს რეანიმაციაში, აპარატზე შეაერთეს და... ჰოი, საშინელებავ! საყვარელ შვილთან დამშვიდობებას დაჟინებით ურჩევდნენ დედა-მამას.


მეგობრებო, ისინი ახლა ამ ადგილს გვითმობენ ჩვენ! ჩვენი ვალია, ლუკა სიკვდილისგან ვიხსნათ ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა ბავშვი ვიხსენით, რომელთაც თურქეთში ან ევროპის ქვეყნებში წასვლაში დავეხმარეთ! საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ლუკას მთელი 26 900 ლარი გამოუყო. ოპერაციის ღირებულება კი, 45 000 დოლარი არის!
რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რათა ინამუსონ და თანხა გაზარდონ! მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თურქეთის ექიმებს საფასურის შემცირება და მრავალშვილიანი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინება უნდა ვთხოვოთ! როგორც წესი, ისინი ჩვენს თხოვნას ითვალისწინებენ! მაგრამ ეს ოპერაცია არის ძალიან, ძალიან რთული!
კეთილი ადამიანები... ისინი ყველგან გვხვდებიან! ღმერთი ერთია ყველასთვის! და ის გულუხვად აჯილდოებს მათ, ვინც მას გულს გაუხსნის!
დალოცვილები ყოფილიყავით, მეგობრებო! და ბედნიერები, რა თქმა უნდა! ჩვენ კი, პირობას გაძლევთ, რომ ლუკა აუცილებლად სიხარულით დაგიქნევთ ხელს კლინიკიდან!
ლუკას გვერდით მუდმივად უნდა იყოს ვინმე. გასაწმენდია სტომა, ვინმე უნდა ეფერებოდეს, ესაუბრებოდეს ბავშვს. თორემ მერე ბრაზდება და საკუთარი თავი ზედმეტად მიაჩნია.
— რამდენს უძლებს ეს საბრალო ბავშვი! წარმოდგენაც კი რთულია...
ლიანა: ხანდახან, იმდენად ცუდად არის, რომ ყველას ზურგს გვაქცევს, თავის საყვარელ ძმებსაც კი. არ უნდა, ასეთ მდგომარეობაში ვინმემ რომ ნახოს. არ სურს, თავისი სისუსტე და უსუსურობა ვინმეს რომ დაანახოს. მაგრამ ასეთ მძიმე წუთებშიც იცის, რომ მის გვერდით ვართ, ნებისმერ სიტუაციაში მზად ვართ, გავამხნეოთ და დავეხმაროთ.
— ლუკა ყოველთვის ასეთი იყო?
ლიანა: არა, რას ამბობთ! ის სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო! სამ წლამდე არც კი გაციებულა. დარბოდა, დახტოდა, გაუჩერებლად ლაპარაკობდა, უამრავი ლექსი იცოდა. მერე კი ხველა დაეწო. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ალერგიაა, მერე გაციებას და გრიპს დააბრალეს... მაგრამ, როდესაც წამლებმა ვეღარ უშველა და კინაღამ დაიხრჩო, საავადმყოფოში დააწვინეს. ორ დღეში კი, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. იქ კი, დაინახეს თუ არა, მაშინვე დააწვინეს რეანიმაციაში, აპარატზე შეაერთეს და გვითხრეს, რომ ჩვენს ბიჭუნას უნდა გამოვმშვიდობებოდით... ორი ადამიანია საჭირო, საწოლიდან ეტლში ან ეტლიდან საწოლზე მის გადასაყვანად. დედ-მამამ ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ბავშვი წოლით რომ დაიღლება, მაშინვე ეტლში უნდა ჩასვან.
— გამომშვიდობებაში რას გულისხმობთ?
ლიანა: დიახ, არ მოგესმათ! სამუდამოდ გამომშვიდობება. გვითხრეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მოკვდებოდა. ორი თვის განმავლობაში ასე გვეუბნებოდნენ. შესვლის უფლებაც არ მოგვცეს, რომ გვენახა, როგორ იყო. მერე გვითხრეს, რომ ბავშვს უნდა ჩაედგას ტრაქეოსტომა და მასთან როდესაც შეგვიშვეს, საშინელი სურათი დაგვხვდა... ყელიდან მილი ჰქონდა ამოშვერილი და ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ვიკითხე, ფეხები ასე რატო აქვს გადაშლილი და ვერ ატყუპებს და იცით, რა მიპასუხეს ექიმებმა? დამცინავად მითხრეს: „ალბათ, ასე კარგად გრძნობს თავს“. სანამ ლუკა რეანიმაციაში იწვა, ექიმები მასთან გამომშვიდობებას ურჩევდნენ მშობლებს და მისი გამოჯანმრთელების იმედს არ აძლევდნენ.
— ლუკას სახსრები რატომ ჩაეკეტა? ის ხომ საავადმყოფოში ფილტვების პრობლემით დააწვინეს, ამასთან რა კავშირი აქვს?
ლიანა: არავითარი! მაგრამ ექიმები იმდენად დარწმუნებულები იყვნენ, ბავშვი მოკვდებოდა, რომ ელემენტარული მასაჟის გასაკეთებლადაც არ შეუწუხებიათ თავი. საავადმყოფოდან როდესაც გამოვიყვანეთ, მითხრეს, რომ ჩემს შვილიშვილს აღარაფერი ეშველებოდა, რომ ასე ხდება და მოგვიწევს შეგუება, მე კი თურქეთში წავიყვანე. მართალი გითხრათ, იქაური ექიმებისგან ისეთი სიტყვები მოვისმინე, რომ ჩვენი ექიმების გამო, სირცხვილით დავიწვი. გვითხრეს, რომ ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ კარგად არ უვლიდნენ ავადმყოფს. დღეში 5 წუთის განმავლობაში მაინც მისთვის ფეხების მასაჟი რომ გაეკეთებინათ, ეს საშინელება არ მოხდებოდა. ახლა კი, ოპერაციის გარდა, ვეღარაფერი უშველის. უკვე ერთი წელია, ასე ვიტანჯებით, მაგრამ ოპერაციისთვის საჭირო თანხა ვერ შევაგროვეთ.

— ღმერთო! ესე იგი, ამ ყველაფრის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო? ასეთი დაუდევრობისთვის არ უჩივლეთ კლინიკას?
ლიანა: არა, შვილო, სისტემასთან ბრძოლას რა აზრი აქვს? მითხრეს, რომ წაგებული საქმეა, ვერაფერს დავამტკიცებ და სასამართლოებში სირბილი ტყუილად მომიწევდა. მე კი, არც ამის დრო მაქვს და არც რესურსი. ამჟამად, ლუკას გადარჩენაზეა კონცენტრირებული მთელი ჩემი და ჩვენი ოჯახის ძალები.
ლუკა: ძალიან ცუდად ვარ ხოლმე, საკუთარ თავს რომ ვუყურებ. ვერ დავდივარ, ვერ ვთამაშობ სხვა ბავშვებივით, ჩემი ძმებივით სირბილი არ შემიძლია. ხშირად ვზივარ მარტო და ვიყურები ფანჯრიდან, ვოცნებობ, რა კარგი იქნებოდა, სოსიკოსთან და საბასთან ერთად თამაში მეც რომ შემეძლოს. ისინი მუდამ ჩემ გვერდით არიან, მაგრამ ეს უფრო დიდ ტკივილს მაყენებს.

ლიანა: ხანდახან მგონია, რომ შვილიშვილის ტანჯვის ყურებას ვეღარ გავუძლებ, ზოგჯერ სიკვდილსაც ვნატრობ, მუდმივ ტანჯვასა და ტკივილს არ ჯობია? მაგრამ ღმერთის წინაშე პირობა დავდე, რომ მას ფეხზე დავაყენებ!
სოსიკო (9 წლის): აუ, ხომ შეიძლება, ლუკამ ისევ სიარული რომ ისწავლოს? ბებო ამბობს, რომ შეიძლება, ფული თუ გვექნება. თქვენ ხომ იმისთვის მოხვედით ჩვენთან, რომ დაეხმაროთ?
საბა (4 წლის): შეგიძლიათ, ველოსიპედის საყიდლად რომ მომცეთ ფული? ძალიან მინდა.
სოსიკო: ხომ არ გაგიჟდი? რა ველოსიპედი?! შენ რომ გქონდეს ფეხები ასე, მაშინაც ველოსიპედზე იფიქრებ?

ლუკა: ნუ ჩხუბობთ! ისედაც ცუდად ვარ!
ლიანა: ხანდახან ლუკას ნერვები უმტყუნებს ხოლმე და ძალიან ბრაზობს. ხანდახან ყვირის კიდეც. აი, მაგალითად, ეზოში გასვლა თუ უნდა, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ცივა. შარვლის ჩაცმა ხომ შეუძლებელია მისთვის. იძულებული ვხდებით, პლედი შემოვახვიოთ, ტირილს რომ იწყებს... გაუჩერებლად იმეორებს: „ეზოში მინდა, ეზოში მინდა“.
ლიანა: ჩემი შვილი, გიორგი, 32 წლისაა, ჩემი რძალი დარიკო კი — 30-ის. ერთი წამითაც ვერ ტოვებენ ლუკას, რადგან მათი დახმარების გარეშე, განძრევაც არ შეუძლია, წამოდგომა, წამოჯდომა, ეტლში ჩაჯდომა, ჩაცმა, გახდა... მუდმივად ვინმე უნდა იყოს მის გვერდით. ხან სტომაა გასაწმენდი, ხან წყალი სწყურია. მის გარდა კი, სოსიკო, საბა და გიორგი გვყავს, რომელიც მაისში გახდება ერთი წლის. ასეთია ჩვენი ცხოვრება.


— თქვენი შემოსავლის წყარო რა არის? რატომ მიმართეთ ჩვენს ფონდს?
ლიანა: ჩვენი შემოსავალია შემწეობის თანხა, პენსია და ჩემი მეუღლის ხელფასი, დარაჯად მუშაობს. ასეთი შემოსავლით კი ლუკას ოპერაციის თანხას ვერასდროს შევაგროვებთ. მენჯ-ბარძაყის სახსრების გასახსნელი ოპერაციის ღირებულება არის 45 000 დოლარი. სახელმწიფო აფინანსებს 26 900 ლარს, დედების ფონდმა შეაგროვა 1 500 ლარი. დანარჩენს კი, როგორც შეგვიძლია, ისე ვაგროვებთ. თქვენც მოგმართეთ, ჩვენს ტანჯულ ბიჭს გვერდში რომ დაუდგეთ. იმედი მაქვს, რომ თქვენი მკითხველები გაითვალისწინებენ ლუკას მდგომარეობას და სურვილი გაუჩნდებათ, რომ დაეხმარონ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ლუკასთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ახალი ბრძოლის ველია ყოველი დღე. ბავშვის სახსრები ალმოდებულია, ტკივილი კი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ხანდახან ლუკა ფიქრობს, რომ ვეღარ გაუძლებს, რომ მოთმინება ამოეწურა. ტკივილის დამალვას ცდილობს, ოჯახის წევრები რომ არ დატანჯოს. მაგრამ შინაგანად იწვის და ტირის.
ლუკა ოცნებობს, რომ ოდესმე შეძლებს, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს, აღარ დაიტანჯება და კვლავ ითამაშებს, ირბენს და თავის ძმებთან ერთად იმხიარულებს. მაგრამ ზოგჯერ ეს ოცნება ისეთივე შორი და აუხდენელი ჩანს, როგორც ვარსკვლავი ცის კამარაზე. მაგრამ ჩვენ ხომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, პატარა ლუკასთვის ეს იმედის ვარსკვლავი მოვწყვიტოთ და ვაჩუქოთ მას!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოდა, ვარდისუბანი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი რამ უნდა გთხოვოთ: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გოგატიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინო
მსგავსი პროექტები:
|
|










