ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!






მანანა (საბას დედა): საბა, საყვარელო, რაიმე გზას აუცილებლად გამოვნახავთ. აუცილებლად რამეს მოვიფიქრებთ. აი, ჩერნოვეცკის ფონდიდან მოვიდნენ ჩვენთან, ერთად ნამდვილად ვნახავთ გამოსავალს!
საბა თავს უქნევს და ცდილობს, თავისი მომხიბვლელი ღიმილით გაიღიმოს, მე კი, კორესპონდენტი, ვხედავ, რომ ამის დაჯერება ძალიან უჭირს. მას ეშინია მომავლის. ეშინია წყვდიადის, რომელიც უკვე გახდა მისი მუდმივი თანამგზავრი. ყველაზე მეტად კი დედიკოს გამო დარდობს, ეშინია, რომ მას ვერასდროს დაინახავს, ვერ ამოუდგება მხარში.


მაგრამ... უფალი დიდია! თურქეთში არის ექიმი, რომელიც 15 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ჩემს შვილს რქოვანას გადანერგვისა და მხედველობის მეტწილად აღდგენის გარანტიას იძლევა! წარმოგიდგენიათ?! საბას დაუბრუნდება მხედველობა! ის ხომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია! თანაც, რა ღიმილი აქვს! მას მთელი ქვეყანა შეიყვარებს! საკუთარი შრომით შეძლებს ამ ვალის გადახდას, სადაც არ უნდა იმუშაოს! ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია!

საბა: მახსენდება ის დღეები, როდესაც მხედველობა ჯერ კიდევ მქონდა, ეზოში რომ დავრბოდი და სკოლაში დავდიოდი.
ბარბარე (8 წლის): მე კი მახსენდება, ველოსიპედის ყიდვას რომ დამპირდნენ და ვეღარ მიყიდეს.
ანიტა (5 წლის): ვერც მე მიყიდეს...
- მანანა, სამი შვილი გყავთ საბას გარდა. მათზე გვიამბეთ.
მანანა: ბარბარე რვა წლის არის, ანიტა - ხუთის. გიორგი უკვე დიდი ბიჭია. მისი ოცნებაა, მალე გაიზარდოს და მხარში ამოგვიდგეს, რადგან თავის გატანა ძალიან გვიჭირს. საბას ავადმყოფობის გამო გოგონები ყველაფერს არიან მოკლებული.
- თქვენი საარსებო წყარო რა არის?
მანანა: მხოლოდ სოციალური შემწეობაა ჩვენი ოჯახის შემოსავალი. კიდევ კარგი, ქირის გადახდა მაინც არ გვიწევს. სახელმწიფო იხდის. 15 000 დოლარის შეგროვებას ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვახერხებთ. ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. ჩემი შვილების, განსაკუთრებით საბას წინაშე, დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
ბარბარე: მინდა, პრეზდენტი გამოვიდე და ყველა ღარიბ ბავშვს ფული ვაჩუქო, ყველაფერი რომ იყიდონ, რაც უნდათ, საბას ოპერაციისთვის მივცემდი ფულს. ჩემთვის კი ველოსიპედს და პლანშეტს ვიყიდიდი.
- მანანა, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს მიმართოთ, მთელს საქართველოს. ყველანი ერთად შევძლებთ, საბას მხედველობა რომ შევუნარჩუნოთ.
მანანა: ძალიან მერიდებოდა, წერილს რომ გწერდით! მაგრამ თქვენ დამარწმუნეთ, რომ საქართველოში ასი ათასობით ადამიანია, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვისი გასაჭირი და გულშემატკივრობს თქვენს ფონდს! და მაინც, კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოგიხადოთ! გადაწყვეტილება მივიღე, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები. უნდა შევეცადო და ყველაფერი გავაკეთო ჩემი შვილის გადასარჩენად. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის რომ მომეწერა.

მანანა: მაპატიეთ, რომ ცრემლები მომდის და ხელს მიშლის, ყველაფერი გითხრათ, რაც გულში მაქვს. ალბათ, ის სიზმარი... სულ უფრო ხშირად ვხედავ სიზმარში, როგორ გამოდის იმ პალატიდან, სადაც ჩემი ბიჭი წევს, ჭაღარათმიანი ექიმი, სანდომიანი სახით, სამედიცინო ხელთათმანს იხსნის, ოფლიან შუბლს იწმენდს და მეუბნება: „ოპერაციამ კარგად ჩაიარა. თქვენი შვილი სამყაროს დანახვას შეძლებს! ყველა სირთულე უკან დარჩა!“ ღმერთო, ღმერთო, ნეტა მოვესწრო ამ დღეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს გახლავთ 14 წლის ბიჭის, საბას ისტორია, ნორჩი ასაკის მიუხედავად, ის უკვე შეეჩეხა მხედველობის სრული დაკარგვის საშინელ რეალობას. მისი ყოველი დღე იწყება იმით, რომ ამოწმებს, საერთოდ რამეს ხედავს თუ არა? ექიმები კი აფრთხილებენ, რომ რქოვანას გადანერგვის ოპერაცია სასწრაფოდ თუ არ ჩაუტარდა, შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს მხედველობა. წარმოიდგინეთ, როგორია ყოველდღე იმის შიშით გაღვიძება, რომ შესაძლოა, უკვე დადგა ის დღე, როდესაც სამუდამოდ წაერთვა თვალის ჩინი. საბა ბუნდოვნად ხედავს სამყაროს, საკუთარი დედის სახის ნაკვთებს ვერ არჩევს, შესაძლებლობა არ აქვს, გაერთოს სხვა ბავშვებივით და უბრალოდ დატკბეს ცხოვრებით.
ძვირფასო მეგობრებო, თქვენი თანადგომა საბასთვის იქნება სინათლის სხივი, მისი ცხოვრების ასეთ ბნელ პერიოდში. გავაკეთოთ ისე, რომ მისი სამყარო კვლავ გაფერადდეს, გული კი სიხარულით და იმედით აევსოს.
გახსოვდეთ იესოს სიტყვები: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათე 5:16).
მოდით, გავერთიანდეთ საერთო კეთილი მიზნისთვის და დავუბრუნოთ საბას თვალის ჩინი !
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპუსი 10, ბინა 13.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: საბა სარალიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინო
მსგავსი პროექტები:
|
|







