ერთი ბედნიერი დღეც არ ახსოვს! დაბადებიდან მშობლებისგან მიტოვებული, სადისტი მეუღლისგან სასტიკად ნაცემი, ორი ლამაზი და საყვარელი ბავშვის დედა — მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქართველი ქალი, იამზე, დახმარებას გვთხოვს, რათა მისმა შვილებმა მაინც არ გაიზიარონ მისი ბედი.
ერთი ბედნიერი დღეც არ ახსოვს! დაბადებიდან მშობლებისგან მიტოვებული, სადისტი მეუღლისგან სასტიკად ნაცემი, ორი ლამაზი და საყვარელი ბავშვის დედა — მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქართველი ქალი, იამზე, დახმარებას გვთხოვს, რათა მისმა შვილებმა მაინც არ გაიზიარონ მისი ბედი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

იამზე: ცოცხალმკვდარი ვარ. მთელი ცხოვრება ვითმენ დამცირებას და შეურაცხყოფას. დატანჯული ვარ... აი, ახლაც, სრულიად მარტო ვდგავარ თქვენ წინაშე ჩემს შვილებთან ერთად! არც მე, არც ჩემი შვილები არავის ვჭირდებით საქართველოში! ასე როგორ შეიძლება?! შეხედეთ, განა ისინი საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არ არიან?! ნუთუ ისინი ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება?! რატომ არიან ასეთ დღეში?!



— რატომ არ დაშორდით მეუღლეს?
იამზე: საკუთარი სახლიდან სად უნდა წავსულიყავი? ეს სახლი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ჩემმა დედინაცვალმა მიანდერძა. ახლა კი ვხვდები, ჩემთან იმისთვის ცხოვრობდა, რომ მოვეკალი და სახლი ჩაეგდო ხელში! ბავშვებს კი, თავშესაფარში ჩააბარებდა! ამისთანა ანგელოზებს, როგორ უნდა მოექცე ასე?!
— თმა ყალყზე დამიდგა! როგორ იტევს დედამიწა ასეთ ადამიანებს?! ან როგორ შეიძლება სახლი ვუწოდოთ ამ ადგილსამყოფელს?!
იამზე: თქვენ არ გინახავთ რა მდგომარეობაა ზამთარში! ფანჯრებიდან და კარიდან უბერავს, მთლიანად გადასახადებში მიდიოდა ჩემი პენსიის თანხა, ბავშვები კი შიმშილობდნენ. მხოლოდ იმას ვჭამდით, რაც სასადილოდან მომქონდა ან მეზობლები ერთ თეფშ სადილს თუ მოგვაწვდიდნენ... ზამთარი ასე გადავაგორეთ.

— დიდი ხანია, თქვენი მეუღლე ციხეშია?
იამზე: უკვე მეორედ ჩაჯდა. ადრე ქურდობისთვის იყო დაჭერილი. მეგონა, რომ დამშვიდებული გამოვიდოდა, საქმეს ხელს მოჰკიდებდა... მაგრამ, არა. სმა დაიწყო და ავადმყოფ სადისტად იქცა! განაჩენი ახლახან გამოუტანეს, არც ვიცი, რამდენი წელი აქვს მისჯილი.
— თავის გატანას როგორ ახერხებთ, იამზე? სოციალური შემწეობის თანხა როგორ გყოფნით?
იამზე: მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ და პენსიას ვიღებ. გარდა ამისა, საფლავებს ვალაგებ ხანდახან. ბავშვებზე ვზრუნავ, კარგი დედა ვარ. „უსიყვარულობით“ ისე ვარ დატანჯული, რომ მინდა, მთელი ჩემი სიყვარული ბავშვებს ვაჩუქო. მთელი სითბო... ვცდილობ, ტანჯვისგან ვიხსნა, მაგრამ ჩვენი შემოსავლითა და ასეთ პირობებში ეს შეუძლებელია.


მარი (7 წლის): თოჯინებიც კი არ მაქვს. დედას არ შეუძლია ყიდვა.
ლაზარე (6 წლის): მეც არაფერი მაქვს... მხოლოდ მაკარონი!
— ლაზარე, რომელი საჭმელი გიყვარს?
ლაზარე: არ ვიცი. მგონი, მაკარონის გარდა, არაფერი მაქვს გასინჯული. იცი, მულტფილმების ყურება როგორ მინდა?
მარი: მე კი ერთი თოჯინაც მეყოფა. დედა, შეიძლება, ველოსიპედი რომ ვთხოვო?
— შენ შეგიძლია ყველაფერი ითხოვო, რაზეც ოცნებობ, მარი. მთელ საქართველოს, მთელ ჩვენს ქვეყანას უყვარხართ! თქვენ ხომ ძალიან კარგი ბავშვები ხართ!
ლაზარე: შეიძლება, სახლში ძალიან, ძალიან ბევრი შაქარი გვქონდეს? რომ არ გამოილიოს და ტკბილი ჩაი დავლიოთ ყოველთვის? ხანდახან შაქარს ენაზე დავიყრი ხოლმე, ვითომ რამე გემრიელობას ვჭამ. სახლიც საშინელი გვაქვს.
— კი, ნამდვილად საშინელება ხდება თქვენს სახლში. კარი არ იკეტება, ფანჯრებში ღრიჭოებია, ობია ყველგან...
იამზე: ონკანს მილი არ აქვს და წყალიც არ მოდის... როგორ ფიქრობთ, გარეთ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდით თავს? კეთილი მეზობლები მყავს აქ. შემწეობის თანხა რომ დაიხარჯება და პურის ფულიც კი არ მაქვს, ჩემს შვილებს აჭმევენ. ტანსაცმელსაც ჩუქნიან ხანდახან. ტელევიზორი მაინც რომ მქონდეს, ამ უღიმღამო ყოველდღიურობას გავუფერადებდი ბავშვებს. რაიმე ლამაზს ნახავდნენ მაინც.


— იამზე, გვითხარით, რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას ცოტათი მაინც?
იამზე: არც ვიცი. შეხედეთ: სახლის მოწესრიგება არ შემიძლია. რაც არ უნდა გავაკეთო, სიბინძურეა მაინც. ფანჯრებს და შემოსასვლელ კარებს გამოვცვლიდი. ბავშვებისთვის საწოლებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს შევიძენდი, კიდევ — მაცივარსა და პროდუქტს.
— ოდესმე თუ გქონიათ ლამაზი ცხოვრება? ერთი დღე მაინც თუ იყო ისეთი, რომელსაც სიხარულით გაიხსენებდით?
იამზე: ვერ ვიხსენებ... ბავშვობის სურათებიც კი არ მაქვს. პარკში სასეირნოდ არასდროს არავის დავყავდი. საჩუქრებიც არასდროს მიმიღია. სათამაშოებიც არასდროს მქონია.


— იამზე, იქნებ ჩვენი მკითხველისთვის რაიმეს თქმა გსურთ?
იამზე: რა თქმა უნდა! ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ ყველას, თქვენი შვილები არასდროს მიატოვოთ! ბავშვები უნდა იზრდებოდნენ მშობლების გვერდით! ვერც დეიდები, ვერც ბიძები, ვერცერთი ნათესავი ვერ მისცემს იმას, რასაც დედისგან მიიღებენ. შესაძლოა, არა ვარ საუკეთესო დედა, ჩემს შვილებს სხვა მშობლებივით ვერ ვანებივრებ, მაგრამ მე ისინი მიყვარს. მათ არასდროს მივატოვებ. როგორც არ უნდა გამიჭირდეს, უარს არ ვიტყვი მათზე. გესმით? არასდროს! თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ ჩემს შვილებს, საკუთარ სამშობლოში თავი „გარიყულებად“ არ იგრძნონ! მე პირადად არაფერი მჭირდება და მერიდება კიდეც, რომ გთხოვოთ! ჩემთვის არაფერს ვითხოვ!.. და თუ ერთ დღესაც ამქვეყნად აღარ ვიქნები, გთხოვთ, ჩემს შვილებს ნუ მიატოვებთ!

— დღეიდან, მარტო აღარ ხართ! ჩათვალეთ, რომ უამრავი მეგობარი გყავთ უკვე!
იამზე: ღმერთმა ქნას! მართალი გითხრათ, უკეთესობის იმედი აღარ მაქვს. ასე მგონია, ზოგიერთი ადამიანი ტანჯვისთვის არის დაბადებული და ბედნიერების უფლება არ აქვს. მე არ მაქვს... მაგრამ ჩემი შვილები ბედნიერები უნდა იყვნენ!
კეთილო ადამიანებო, უფალი არ მიგატოვებთ, აკეთეთ სიკეთე და იყავით მასთან.
კორ.: ნინო
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აქ თხრობას ვასრულებთ. ასეთ ტკივილსა და საშინელებას სიტყვები ვერ აღწერს. სურათებიც ვერ გადმოსცემს სრულყოფილად. შეგიძლიათ ეს ოჯახი პირადად მოინახულოთ. მათი მისამართია: ქალაქი კასპი, მირიან მეფის ქ. 66, ბინა №8. იამზეს და მის შვილებს სჭირდებათ დახმარება და თანადგომა...
ისინი უნდა გადავარჩინოთ! ნელი და გარდაუვალი სიკვდილი ელით. საწოლები, ლოგინის თეთრეული, ფანჯრები, შემოსასვლელი კარი, მაცივარი, ტელევიზორი — მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ბავშვებს სათამაშოებითა და გემრიელობებით თუ გავახარებთ, ეს ნამდვილად შესანიშნავი იქნება!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: იამზე წიკლაური).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
|
|







