ერთი ბედნიერი დღეც არ ახსოვს! დაბადებიდან მშობლებისგან მიტოვებული, სადისტი მეუღლისგან სასტიკად ნაცემი, ორი ლამაზი და საყვარელი ბავშვის დედა — მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქართველი ქალი, იამზე, დახმარებას გვთხოვს, რათა მისმა შვილებმა მაინც არ გაიზიარონ მისი ბედი.
ლაზარეს სურვილი: „ძია ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის ყველა მეგობარს კანფეტები და კარგი განწყობა მისცეს ღმერთმა!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

— სტუმრად გეპატიჟებით, — ამბობს მარიკუნა. ისევ მოდი ჩვენთან და გადაგვიღე, კარგი? დეიდა, ადრე მე და ჩემს ძმას სურათები რომ გადაგვიღე, ძველი კაბა მქონდა. ფანჯრები არ იყო და ძველი აბაზანა გვქონდა.
ახლა სულ ახალი ფანჯრები გვაქვს და ის აბაზანაც გადავაგდეთ. დეიდა, ზეფირს მოგართმევ თუ მოხვალ, მაცივარში მიდევს. და კიდევ, ძეხვს. მოხვალ?
— რა თქმა უნდა, მოვალ!
— მე და ლაზარეს ისევ აივანზე გადაგვიღე — ახალი ტანსაცმლით. ჩვენ კი გავიღიმებთ და ხელს დაგიქნევთ.

— იამზე სად არის ტანსაცმლის ფუთა, სამზარეულოში მაგიდის ქვეშ რომ იდო?
იამზე: ყველაფერი გავრეცხე და ახალ კომოდში შევინახე. თვალში აღარ გვეჩხირება და განწყობასაც არ გვიფუჭებს. თაროებზე დევს ბავშვების ტანსაცმელიც და თეთრეულიც. მაცივარი მისაღებ ოთახში დგას, ჩვენს პატარა ბინაში ყველაზე მეტი თავისუფალი ადგილი იქ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ მაქვს და არა ის, თუ სად დგას. უკვე ძალიან ცხელა და ჰაერიც დახუთულია, მაგრამ საჭმელი საერთოდ არ მიფუჭდება.

მარიკუნა (7 წლის): ზეფირი გინდა? ახლავე მოგიტან ცივს, მაცივრიდან. ან წამოდი ჩემთან ერთად, ჩვენი მაცივარი ჯერ ხომ არ გინახავს. წამოდი, წამოდი! (ჩამკიდა ხელი). ხედავ, რამდენი რამე გვაქვს!

— ბაჭია, მშვენიერია, ამდენი კარგი რამ რომ გაქვს!
იამზე: ჩერნოვეცკის ფონდიდან მკითხეს, რა ვიყიდოთო, რომელი პროდუქტებიო? და რაც ვთხოვე, ყველაფერი მომიტანეს, სიტყვები არ მყოფნის!
ლაზარე (6 წლის): მწვადი მოგვიტანეს.
მარიკუნა (იცინის): მწვადი კი არა, ღორის ხორცი მოიტანეს, დედამ კი მწვადი შეწვა.
ლაზარე: კარგი, ღორის ხორცი. რა გემრიელია! (თვალებს ხუჭავს). დედა მწვადს შამფურებზე კი არა, ტაფაში წვავს. შემწვარი ქათამიც მომეწონა. ყველა კერძი უგემრიელესი იყო.
მარიკუნა: სამი ბიჭიც თქვენ გამოგზავნეთ, საჭმელი რომ მოგვიტანეს?
ლაზარე: კი, მათ გამოგზავნეს. ადრე ჩვენთან უცნობები არ მოდიოდნენ და არ მოჰქონდათ საჭმელი.
— ბავშვებო, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები მოვიდნენ თქვენთან, თქვენი ისტორია ვინც ნახა.
იამზე: ძალიან მადლობელი ვარ. გორიდან ჩამოვიდნენ. შვილებთან ერთად მოვიდნენ. ბურღულეული, ხინკალი, ძეხვეული — ბევრი რამ მოგვიტანეს. ლაზარესა და მარის თბილად და სიყვარულით ესაუბრნენ. ამ კვირას კი უცხოეთიდან ამანათი ჩამოვა კასპში.
მარიკუნა: ვეღარ ვითმენთ, ნეტავ, მალე მოვიდეს კვირა დღე! ერთმა დეიდამ გამოგვიგზავნა. რა ჰქვია, დედა?
იამზე: ჩვენი ემიგრანტი.
— არ იცით, რა დევს იმ ამანთში?
მარიკუნა: ტანსაცმელი და ტკბილეული დევს ჩვენთვის, ყველასთვის. ვაშა! მოდით, ჩემს ახალ საწოლზე დავსხდეთ და ჩემს პლანშეტს გაჩვენებთ. აი, დაჯექი. თუ გინდა, ფეხსაცმელი გაიხადე და დაწექი. უფლებას გაძლევ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
— ძალიან რბილია.
მარიკუნა: იცი, რა მაგარია ძილი? მე მოკუნტულს მძინავს, ლაზარე კი ხელებს თავქვეშ იდებს და ისე. რომ ღამდება, აღარ მეზარება დასაძინებლად წასვლა, ახლაც კი დავიძინებდი. გახსოვს, ადრე შენი ტელეფონი რომ მომეწონა? ჩემი პლანშეტიც მაგარ ფოტოებს იღებს.

იამზე: ახლა ჩვენი აივნის კარი ღიაა, ცხელა. მაგრამ უსაზღვროდ მიხარია, ახალი ფანჯრები რომ გვაქვს და მშვიდად ვარ, რადგან ზამთრისთვის მზად ვართ. მუშებმა ყველაფერი რამდენიმე საათში გააკეთეს, ჩვენ თვალწინ.

არასოდეს დამავიწყდება, როგორი მზრუნველობა, რახელა პატივისცემა და ყურადღება გამოიჩინეს ადამიანებმა ჩვენ მიმართ. ამან ჩემს განწყობაზეც იმოქმედა — უფრო მხიარული და მშვიდი გავხდი, აღარ მამძიმებს ფიქრები. ადრე მხოლოდ ცუდზე მეფიქრებოდა, ხშირად ვნერვიულობდი და ვდარდობდი. მიხარია, რომ სახლი სახლს დაემსგავსა. თქვენ მე დიდი სტიმული მომეცით, რომ სასოწარკვეთას არ მივეცე.
— ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს რას უსურვებდით?
იამზე: ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ცხოვრებას! ყველაზე დიდ და წმინდა სიხარულს! ღმერთმა ყოველგვარი ტკივილი და უბედურება აშოროს! ახლაც და მუდამ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ.
ლაზარე: მათაც ყოველთვის ჰქონდეთ კანფეტები, ისევე, როგორც მე. და კარგი განწყობა.
— ლაზარეს სურვილიც ძალიან მომწონს!
ლაზარე: ახლა ეზოში ველოსიპედით უნდა ვისეირნო და იცი, კანფეტები სად მიდევს ხოლმე?
— ჯერ არ ვიცი.
ლაზარე: საბარგულში (ველოსიპედზე დამაგრებულ კალათას უწოდებს ასე - რედ.). რომ მომინდება, ამოვიღებ და შევჭამ.
— ველოსიპედით და კანფეტებით სეირნობა შესანიშნავია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ძნელია და მტკივნეული ისეთ ბავშვებთან საუბარი, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვი გახარებულია, კმაყოფილი, სითბო და სიყვარული არ აკლია. ამჯერად, საუბარი ადვილი იყო თქვენი დამსახურებით, ჩერნოვეცკის ფონდის ძვირფასო მეგობრებო!
ამ ოჯახს სჭირდება სანტექნიკის პრობლემის მოგვარება, ბავშვებს ნორმალური დასაბანი ადგილი არ აქვთ. სჭირდებათ კიდევ ერთი კარადა ნივთებისთვის. თუ გადაწყვეტთ, რომ დაეხმაროთ და იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე გააკეთეთ, დიდ მადლობას გიხდით!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: წიკლაურების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: მედეა
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2024 ივნ 10 | მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა | 1,100 | transferred |
| 2024 ივნ 10 | ავეჯი | 1,600 | transferred |
| 2024 ივნ 10 | მაცივარი | 690 | transferred |
| 2024 ივნ 10 | პლანშეტი | 385 | transferred |
| 2024 ივნ 10 | პროდუქტები | 241.6 | transferred |
| 2024 ივნ 10 | ველოსიპედი | 180 | transferred |
სულ ხარჯი: 4,196.6 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 მაი 23 | ანონიმი | 5 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მაი 23 | ანონიმი | 5 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მაი 23 | ანონიმი | 20 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მაი 23 | ანონიმი | 3 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მაი 23 | ანონიმი | 100 | PayPal |
| 2024 მაი 23 | MANANA JIKURIDZE | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | მამუკა მუჯირი | 50 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | თამარ მუხაშავრია | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | თეიმურაზ ბოლოთაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ნიკო ჭიღლაძე | 3 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ბელა აბესაძე | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ნათია ქანთარია | 2 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | მარი გოგიჩაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ი/მ მარიამი ნადირაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | მარიამ მაისურაძე | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ცირამუა შაკო | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | სესიკელაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ცაცუა ჯაბა | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ჩაჩანიძე ნატო | 2.5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ოსიძე იოსებ | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | კურტანიძე ანა | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | კაპანაძე ეთერ | 3 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | დობაძიშვილი ვახტანგ | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | დეკანოსიძე ნათია | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | ბირბიჩაძე ნანა | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 23 | შევჩუკ მარიამი | 1 | Transfer to account |
| 2024 მაი 22 | ანონიმი | 3 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მაი 22 | ანონიმი | 5 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მაი 22 | ანონიმი | 5 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მაი 22 | ანონიმი | 10 | საქართველოს ბანკი |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,196.16 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|








